ჯერ კიდევ ვფიქრობდი, არე ვიცოდი ნამდვილად მინდოდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ თითქოს უკვე გვიანი იყო ამაზე ფიქრი, თვალები დავხუჭე, ფანჯრის რაფას ფეხი ვკარი და მთელი სისწრაფით მიწისკენ დავეშვი. უკვე დრო იყო, მაგრამ არ ვეცემოდი, ზევიდან ვუყურებდი ყველაფერს, ჩემს წარსულს, და მოგონებებს.. მივფრინავდი, ჩემს თავს ზევიდან ვუყურებდი. დღე წამზე სწრაფად გადიოდა, ისე თენდებოდა და ისე ღამდებოდა თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებდი.ვუყურებდი ჩემს ცხოვრებას, და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს არაფერი გამიკეთებია და ამას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა ისევ თავიდან დავბადებულიყავი, ისევ ჩამესუნთქა პირველად, ისევ გამეხილა პირველად თვალები, პირველად მენახა მზე, მთვარე, მოკაშკაშე ვარსკვლავები, ქათქათა ღრუბლები, პირველად დამეძინა და პირველად მენახა სიზმრები, რომელიც ჩემს პირველ მოგონებებს უკავშირდებოდა, მინდოდა პირველად გამეცინა, პირველად მეტირა, მაგრამ ვიცოდი, რომ პირველად რაც ხდება ის აღარ მეორდება, ის პირველად მოხდა და დროს ვეღარ დააბრუნებ. თავიდან ვეღარ განიცდი იმას, რაც შენთვის აქამდე უცნობი იყო. პირველად ვეღარ გაახელ თვალებს, პირველად ვეღარ ჩაეხუტები საყვარელ ადამიანს, ეს მორჩა და აღარ იქნება, პირველი აღარ განმეორდება. ისევ ვხედავდი და ვნანობდი, რომ ვერ ვიკმარე ეს სიცოცხლე, რომ ბედნიერი ვოფილიყავი, რომ შემეძლო ჩამესუნთქა და ამომესუნთქა, შემეძლო გამეხედა გარეთ და დამენახა მზე, რომელიც ცდილობს გაათბოს ეს გაყინული დედამიწა, შემეძლო მივსულიყავი ვინმესთან და უბრალოდ გულში მაგრად ჩამეკრა. ვერ ვიკმარე ეს დრო იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი იმით, რომ შემეძლო რაღაც მტკენოდა, რაღაც გამხარებოდა, რაღაც მწყენოდა, ვინმე მყვარებოდა, ვიღაცისთვის მომესმინა, ვიღაცისთვის რაიმე მეთქვა, რამე მომეყოლა. ისევ ვუყურებდი და ვერაფერს ვხედავდი, არაფერი იყო დასანახი, ამდენმა დღემ უაზროდ ჩაიარა, ვერაფერი მოვახერხე ამდენი წლის განმავლობაში. ალბათ ამიტომაც ვკარი ფეხი იმ ფანჯრის რაფას, ამიტომაც ვუყურებ ჩემს უაზრო ცხოვრებას, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცო საკუთარ თავს თუ რა უაზრო ვარ. ამბობენ ძლიერი ქარი პატარა ცეცხლს აქრობს, დიდ კოცონს კი უფრო მეტად აგიზგიზებსო, სწორედ ასეთმა ქარმა დაუბერა და ფიქრები გამიფანტა. ცოტათი შემცივდა, მივხვდი, რომ კიდევ ვგრძნობდი რაღაცას და ჯერ კიდევ არ დავნარცხებულვარ მიწას. თვალები რომ გავახილე ისევ ფანჯრის რაფაზე ვიდექი, ისევ სუნთქავდი, ისევ ვხედავდი, გული ისევ მიძგერდა, ისევ ვგრძნობდი და ეს ბედნიერებას მანიჭებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გადაამუშავეთ, აქედან უკეთესი მოთხრობა გამოვა.
წარმატებები! გადაამუშავეთ, აქედან უკეთესი მოთხრობა გამოვა.
წარმატებები!
4. აბზაცი არსად არ უნდა? :)
არ მომეწონა .
გილოცავ ბზობას :) აბზაცი არსად არ უნდა? :)
არ მომეწონა .
გილოცავ ბზობას :)
1. მომეწონა... ბილი, გიორგი ბილიხოძე ხომ არ ხარ შემთხვევით? :) მომეწონა... ბილი, გიორგი ბილიხოძე ხომ არ ხარ შემთხვევით? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|