 | ავტორი: სან ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2011 |
შენა ხარ მთელი დედამიწა, ყოველი ბავშვის სიცელქე ბაღში, სილამაზისთვის მიძღვნილი მქუხარე ტაში. სიყვარულისთვის გაწეული ყოველი მადლი, გულჩვილი წვიმა და მაესტროს დაღლილი გული, ყველა პოეტის ყველა მუზა, შენს სილამაზეს ყავლი არ გასდის. მეფე რომ ვიყო, დიადემას ფეხქვეშ დაგიფენდი, ღმერთი რომ ვიყო, შენზე ლამაზს შევქმნიდი ვინმეს, რომ არ შეშურდეთ, რომ სილამაზის ხარ შემოქმედი, დავაწყვიტავდი ორღანებს შენი თმის სიმებს, რომ ვიყო ღმერთი. დავღლიდი ნიავს, სუნთქვით რომ არ გტკენოდა ყელი, მოვიპარავდი ტოკიოდან საკურას თოვას, და როცა დაჰკრავს ცის კამარას ბრინჯაოს ფერი, მე შენთან მოვალ... ვიქნები შენი ლამანჩელი, რაინდი შენი, ხორცშესხმული ოცნებებით, ოღონდ ნურასდროს გამაჩერებ! ნუ გამაჩერებ! დაგიკრეფ იებს უახლოეს გალაკტიკაზე, ან მოიისფრო გვირილების უთვალავ კონას, ზღვაში ჩაძირულ ზღაპრულ ვინეტას, გაჩუქებ რემარკს, ამ სიყვარულის ფონად. გულის კაეშანს გაგიქარვებდი ოქტომბრის ქარით, მხოლოდ მას ძალუძს სიყვარულთან გააპრილება, მოგცემდი ფრთებს, რადგანაც მიწაა მკვდარი, ფერთხთ დაგიფენდი ვარდებს ფილებად.... სფინქსს მოვპარავდი პირამიდებს, მაგრამ არასდროს, არასდროს გაჩუქებდი ჩემნაირ პოეტს... რომ ვიყო მზე, შემრცხვებოდა თვალის გახელა, მთვარე რომ ვიყო, უთუოდ ღამეს მოვიპარავდი, რომ მოვმკვდარიყავ შენს თითებზე თაფლის სანთელად, ჩამოგიტანდი ცისარტყელას ბროლის ქამანდით. ბრუტისი ვიყო, ვუორგულებდი შენთვის კეისარს, ცისფერ ჰორიზონტს შევღებავდი ,ფერებით, მღვრიედ, როგორც კლოუნი შამანების ქალწულ გეიშას, ცას წაგიწერდი, "მიყვარხარ ძლიერ". რომ ვიყო თოვლით გადაღლილი ღრუბელი ლურჯი, დავაორთქლებდი ისევ შენი სარკმლების მინას, კოლხეთის ზურგზე ფეხადგმული მე ვინმე გურჯი, ჩამოგიტანდი ვარსკვლავებით მოჭედილ დილას. პრომეთე ვიყო, არ მოვიტანდი ჩირაღდანს ციდან, რომ არ ენახათ სილამაზე შენი თვალების, მზესთან ერთად ვარ და უშენობა დღედადღე მცივა, მტკივა წამი-წამ, სულ სხვა ქალები. რომ ვიყო ღმერთი, ვუღალატებდი ადამიანებს, ცისარტყელებით მოგიქსოვდი ფერად ხალიჩებს, შენი შექმნა რომ ამდენიხან დავაგვიანე, ამის მაგიერ, უძვირფასეს წამებს დაგიჭერ. რომ ვიყო ღმერთი, უკვდავების სხივს შემოგფდენდი, რომ არ გაგწირონ, რომ სილამაზის ხარ შემოქმედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აჯობებს სხვებივით გავიღიმო და უხმაუროდ გავიდე :) აჯობებს სხვებივით გავიღიმო და უხმაუროდ გავიდე :)
4. შანდორ პეტეფი :(( არ უნდა მომკვდარიყოო!
შანდორ პეტეფი :(( არ უნდა მომკვდარიყოო!
3. :) ეჰ ძამი, მეც ვიცი ეგ... :| :) ეჰ ძამი, მეც ვიცი ეგ... :|
2. ერთი დიდი ლაფსუსია მთელი ნაწერი . ერთი დიდი ლაფსუსია მთელი ნაწერი .
1. ღმერთების დაბრუნება
პაატა შამუგია
ერთბაშად ძნელია დაიჯერო, მაგრამ თქვენ ყველანი ღმერთები ხართ. თქვენ ყველანი, რომლებიც მოდიხართ ჩემი პოეზიის საღამოზე და უსმენთ ჩემს ლექსებს, ან არ უსმენთ და ისინიც კი, რომელთაც საერთოდ არ გაუგიათ, ვინ ოხერი ვარ, ღმერთები არიან. მერე რა, რომ ეს ამბავი ჯერ არ იციან.
სამაგიეროდ ეს ვიცი მე და გეუბნებით, რომ თქვენ ყველანი ღმერთები ხართ...
აი, ის ქალიც, ფეშენებელურ სხეულს რომ მოაქანავებს, ღმერთია და ჯერ არ იცის. აი, ის კაციც, ყოველ ახალ წელს ტელევიზორიდან რომ გვილოცავს და ქვეყნის გამთლიანებას ამაოდ გვპირდება, ღმერთია და ჯერ არ იცის. აი, ეს გოგო, გიგაბაიტიანი ძუძუებით, ღმერთია და ჯერ არ იცის. აი, ის რედაქტორიც, სამსახურიდან რომ გამაგდო და მშიერი დამტოვა, ღმერთია და ჯერ არ იცის. აი, ის ბიჭიც, არალეგალურ სიზმრებს რომ ხედავს, ღმერთია და ჯერ არ იცის.
რაღა დაგიმალოთ და, მეც ღმერთი ვარ, ოღონდ მე...…ვიცი.
ღმერთების დაბრუნება

| მონაცემები არ არის |
|
|