ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2011


                                ***
ქრონიკულ დაავადებულ ხეებს გადახრები დაეწყოთ,
ობობის ქსელში გახვეული ღამე შველას ითხოვს,
და გადახრილ დედამიწის ბეწვზე ჩემი თვალები დაფარფატებენ,
ატმოსფეროში აჭრილი ხეების სულები შთაგონებებს ებრძვიან..
იბრძოლეთ სანამ ფესვები გაქვთ დედამიწაზე.

                                    ***
გულს როცა საუბარი სურს ძგერას იწყებს და მესაუბრება,
სისხლით მკვებავს რათა ვიცოცხლო..
ზოგჯერ დაღლილი ჩერდება ღამით და ისვენებს,
მე კი ვტოვებ ჩემს ორგანოებს და სიზმრებში სალაპარაკოთ მივდივარ,
რათა გავაცოცხლო რეალობა,
ნეტა როდის მოუნდება გულს ჩემთან ლაპარაკი კიდევ..

                    ***
ადამიანები შეკვეთებს მაძლევენ,
ქარხნები მუშაობენ რაღაც კონსტრუქციებს აგებენ,
პატარა ძაფები ტვინის არხებში მოძრაობენ რათა გაამაგრონ კონსტრუქცია.
რაღაც დანადგარებს მოაქვთ ჩემთვის ასოები რომელიც ხელით ვაკრავ ტვინის კედლებზე.
გაამაგრეთ და ყველა დააწყვეთ თავ თავის ადგილზე რათა სწორად გავუშვათ დედამიწაზე.
მზადაა გასაშვებად სიტყვები..
მე დავამზადე ადამიანის შთაგონება ტვინში რათა სწორად გადმოსცეს თავისი აზრი.

                                            ***
დავიკარგე და გაღვიძებული ფუტკრების სკაში ამოვყავი თავი.
მათი ბზუილი მთელ დედამიწას ესმოდა.
გარეთ გამოსულს კი ვნახე, მთელი დედამიწა ერთი
დიდი სკა იყო..



                         
                                              ***
ფილტვები გზაზე ყრია და ვხედავ როგორ ეძალებიან ჟანგბადს,
უკან კი ნახშიროჟანგი ამოაქვთ..
დამტვრეულ ნეკნებზე შემომხმარა სიცივე, რომელიც
გვერდებში მირტყამდა უროს წარსულთან საბრძოლველადაა წასული,
და დანგრეულ საფეხურებზე ხაფანგებს დებს..
ჩემი ფილტვები კი უჰაერობას მივყიდე რომელიც აუქციონზე გაიტანეს,
და შეფასებულია ჰაერის სასუნთქ აპარატად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები