| ავტორი: გაორება ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2011 |
მინდორს ეფინა მზე ოქროსფერი და ველზე იდგა თვით ღვთისმშობელი...
ოქროს ჰანგებით ამღერებული თამარს ეტრფოდა ოდეს რუსთველი, სწორედ ამიტომ, სწორედ ამიტომ - მეამაყება, რომ ვარ ქართველი. არაგვს მოჰქონდა სიცოცხლის ტალღა და მტკვარი, ისევ ტფილისს უმღერდა... შავ ზღვაში ზღაპრულ ზვირთების გამა ზეცას ღვთიური თვალით უმზერდა... კავკასიონზე კი ძველებურად არწივებს ედოთ მეფური ბუდე - და ბრწყინვალების მარაოს შლიდა ცისა და ქვეყნის საუფლო ზღუდე. თამარს წინ ედგა სპა საქართველოს გრძნობით გაშალა მან დროშა, სეფე; ლოცავდა ერსა ღვთისამშობელი; ლოცავდა ერსა მეფეთა მეფე. ოდეს ქართველთა წესი და რიგი... კახელთ, ალავერდს ნაწური ღვინო, სანთლად დაღვრილი მდუღარე ცრემლი მეფე თამარის ეფინა მინდორს. ოდეს ქართველთა წესი და რიგი... ორმხრივ ნალესი მახვლი მტკიცე - მტრის გულში სისხლის ამომშრობელი საქართველოსა ფარავდა ძლიერს..! და ძოწისფერი მეფური კაბა, ოქროს გვირგვინი გიშრისფერ თმაზე აფრქვევდა სხივებს მაღლა და მაღლა და ლამპრად ჰქონდათ ქართველებს გზაზე. როცა ბასიანს, მინდორს ღვთიურსა, თავად უფალის ეფინა მადლი! ველსა გაშლილსა, ზურმუხტისფერსა ეკიდა ცეცხლი და ედვა ალი. ქართული ხმალი, მკლავი ქართული ჩამოეფინა მიწას ზეციდან, და მტერი დიდი, მოსული სახრით შთანთქა უფსკრულმა ქართველებისგან. კიდევ მრავალი წელი მოჰქონდა არაგვს თავისი ტალღები მღვრიე, კიდევ მრავალი ავი ენახა ივერის ზეცის ღრუბლიან კიდეს.
მინდორს ეფინა მზე ოქროსფერი თუმცა მზე უკვე შემოდგომისა...
დაშორდა ტფილისს მეფე ერეკლე, თუმც გული მისი ქალაქში დარჩა; დაიწვა დროშა - თამარის სეფე, დახუჭა თვალი შავი ზღვის ტალღამ; გამოჩნდა მცხეთა, ძველი ქალაქი, გული ქართველთა – სვეტიცხოველი, ნაცნობი გზები, მთები ამაყი - სად გზა იყრება წუთისოფელის...
მეფეს თვალზედა წამოსკდა ცრემლი და ქალაქ ტფილისს ეკიდა ცეცხლი...
თბილისო, ქართველთ დედაქალაქო, ჭირთა, ვარამთა მრავალთ მნახველო, შავში მოსილო მკრთალო ლამპარო და შინდისფერო - ღრუბლის ფარდებო. მგლოვიარენო, მგლოვიარენო საიათნოვას ქნართა ჰანგებო; მგლოვიარენო.... ვით სექტემბერის... ვით სექტემბერის დღეს საქართველო... 2010 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მეც მომწონს პატრიოტული სულის ადამიანები და ლექსები:) გაიხარე მეც მომწონს პატრიოტული სულის ადამიანები და ლექსები:) გაიხარე
6. ქართულ სულს და ქართულ გულს ყოველთვის მივესალმები! გაიხარე, ქართველო! თამარის საქართველოში გ (ვ) ეცხოვროს! ქართულ სულს და ქართულ გულს ყოველთვის მივესალმები! გაიხარე, ქართველო! თამარის საქართველოში გ (ვ) ეცხოვროს!
5. „ვისაც ყური აქვს ისმინოს“... „ვისაც ყური აქვს ისმინოს“...
4. წარმატებები! : )) წარმატებები! : ))
3. ბოლომდე ვერ ჩავედი, მომიტევეთ, ზედმეტად ხმამაღალი და სუსტი ტექსტია ჩემთვის ბოლომდე ვერ ჩავედი, მომიტევეთ, ზედმეტად ხმამაღალი და სუსტი ტექსტია ჩემთვის
2. შინაარსი_პატრიოტული, სტილი_რომანტიკოსებისა. შინაარსი_პატრიოტული, სტილი_რომანტიკოსებისა.
1. აი, პატრიოტი! პოეზია გაორებულ პოეზიაში ;) აი, პატრიოტი! პოეზია გაორებულ პოეზიაში ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|