 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 აპრილი, 2011 |
ძვირფასებო! ეს ლექსი ახალი არ არის. შესულია ჩემს კრებულში ,,ვიტა ბრევის'', (გამომც. ,,სიტყვა'', თბ., 2010) ვიმედოვნებ, რამდენიმე თქვენგანს ახსოვს კიდეც. ახლიდან ვდებ, რათა მოგილოცოთ: ქრისტე აღსდგა!
ნინო დარბაისელი მყნობა - - - - - - გაზაფხულობით, როცა ისე გათბება მიწა, რომ სადაცაა, კენჭმაც კვირტი გამოიტანოს, დამტოვეთ ასე! ჭკუა აღარ მომეკითხება.
მარტო ვიყავით: - გინდა, ნინუცი, ეს თეთრი ბალი გადავამყნოთ? ერთი ხე გვედგას და თითო ტოტზე თითონაირ ნაყოფს ისხამდეს: წარმოიდგინე, თეთრი, შავი, ჭროღა, წითელი, ადრეულაც და საგვიანოც!
უფროსი ძმისა ტყუილიც კი დაიჯერება. ჯერ სანამყენე მოვაგროვეთ, (მგონი, შიგ თუთაც შევურიეთ , - - სიმრავლისათვის) . ხერხე და ჩეხე მერე ტოტები. მე კი ქვემოდან, რაც შემეძლო, ხელს გაშველებდი: ხან წყალი მთხოვე, ხანაც ცული ჩამოგივარდა, ხან წვრილ-წვრილ ტოტებს ეზოს კუთხისკენ ვეზიდებოდი. ძველი ხალათიც ბრტყელ-ბრტყელ ზოლებად მე დავჭერი, ქურაზე ჯამით გასადნობად დადგმულ ფიჭასაც მეთვალყურედ მე დავადექი.
მოკლედ, დავამყნეთ!
რომ ჩამოძვერი, პირზე ხვითქი გადაგდიოდა და ის-ის იყო, გამარჯვებულნი ქვის კიბისთავზე დასასხდომად ვემზადებოდით, მოგვადგნენ კიდეც და რა თქმა უნდა, შენ - გაასწარი, მე - მცემეს და ბალიც გაგვიხმა. და ბაბოჩვენის წყევლა-კრულვა ზეცას ქუფრავდა. (იქნებ ომშიაც იმან გიწია?)
აი, აღდგომაც! ხვალ ამოვალ და გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ, ჭიქას წაგიქცევ, მაგრამ ჯერ მძინავს, არა, მღვიძავს და თვალებს ვჭუტავ, რომ არ გამექცეს ძილ-ღვიძილში ეს ნეტარება:
მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს, სხივებში ჩანხარ, სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ, მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი. ყველა იღიმის, ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...
მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი, ათასფერადი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. როგორ მიყვარს ლექსი, რომელსაც წაიკითხავ და არ ფიქრობ, რომ დრო ტყუილუბრალოდ დაკარგე. კარგია, კარგი. როგორ მიყვარს ლექსი, რომელსაც წაიკითხავ და არ ფიქრობ, რომ დრო ტყუილუბრალოდ დაკარგე. კარგია, კარგი.
11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა!!! აღდგომის მადლი გფარავდეთ! ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა!!! აღდგომის მადლი გფარავდეთ!
10. ქრისტე აღსდგა! ლექსი, რათქმაუნდა, მახსოვს და მიყვარს.:)გაიხარეთ! ქრისტე აღსდგა! ლექსი, რათქმაუნდა, მახსოვს და მიყვარს.:)გაიხარეთ!
9. აღდგომის მადლი გფარავდეთ.
ლექსი ძალიან მომეწონა. აღდგომის მადლი გფარავდეთ.
ლექსი ძალიან მომეწონა.
8. ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით!
ლექსი მახსოვს, ძალიან კარგია, სააღდგომო! +5!!! ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით!
ლექსი მახსოვს, ძალიან კარგია, სააღდგომო! +5!!!
7. ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავ, ნინო, ჩემი ოჯახიც გილოცავს:) ლექსი კი, მახსოვს და მერე როგორ... ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავ, ნინო, ჩემი ოჯახიც გილოცავს:) ლექსი კი, მახსოვს და მერე როგორ...
6. ქრისტე აღსდგა!!!
აი, აღდგომაც! ხვალ ამოვალ და გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ, ჭიქას წაგიქცევ,– ეჰ, ხვალ მეც ამოვალ :(
ქრისტე აღსდგა!!!
აი, აღდგომაც! ხვალ ამოვალ და გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ, ჭიქას წაგიქცევ,– ეჰ, ხვალ მეც ამოვალ :(
5. ჭეშმარიტად აღსდგა! ძვირფასებო, აღდგომის მადლი და ძალი არ მოგკლებოდეთ! ჭეშმარიტად აღსდგა! ძვირფასებო, აღდგომის მადლი და ძალი არ მოგკლებოდეთ!
4. არ მქონდა წაკიტხული და ბევრიც მქონია დაკარგული, კარგია რომ დაადეთ ძალიან ღონიერი ლექსია. აღდგომას გილოცავთ, Qრისტე აღსდგა! არ მქონდა წაკიტხული და ბევრიც მქონია დაკარგული, კარგია რომ დაადეთ ძალიან ღონიერი ლექსია. აღდგომას გილოცავთ, Qრისტე აღსდგა!
3. ჰმ..მაგარია :)
ქრისტე აღსდგა! ჰმ..მაგარია :)
ქრისტე აღსდგა!
2. ჭეშამარიტად, რენუარ საყვარელო! აღდგომის მადლი გფარავდეს! ჭეშამარიტად, რენუარ საყვარელო! აღდგომის მადლი გფარავდეს!
1. ქრისტე აღსდგა!
მახსოვს ეს ლექსი:) ქრისტე აღსდგა!
მახსოვს ეს ლექსი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|