ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაორება
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2011


გული კრწანისის სევდით აივსო


მოხუცს მახვილი მოუქნიეს და...
ცრემლი წამოსკდა ბუნებას ირგვლივ.
- მეფევ, გაეცა! კივის იარა
- არა, დე მოვკვდე ივერიისთვის!
მეფეს თვალს არ აქვს ცრემლი, არც ნამად,
თუმც უკვე ბღავის ირგვლივ ყოველი...
- ცრემლი კი არა, მკლავს რკინის ძალა!
ქადაგებს მეფე მძიმე სოფელში.
მოხუცს მახვილი მოუქნიეს და...
მეფემ აღმართა მძიმე მახვილი.
მოხუცის მკლავზე სევდა იღვარა,
გულმა დაიწყო თრთოლვა, ძახილი.
იგი ოცნებობს ახლა სიკვდილზე,
თუმცა მტარვალსაც აღარ სცალია...
მან სწორედ ახლა სამასი გმირის
უშრეტი სისხლი ხარბად დალია.
ის სპარსს ეძგერა, გული გაუპო,
ვერც იქ იპოვა უქმად სიკვდილი.
- მეფევ გაეცა, გაჰკივის უფრო
მიწად ქცეული წმინდა სინდისი.
კანკალებს ზეცა და გოდებს მტკვარი,
ქვითინებს სევდა, ქარი ქოთქოთებს
და დაღალული სიონის ზარი
გუგუნებს გულით, გულით გუგუნებს.
გული კრწანისის სევდით აივსო,
სევდა კრწანისის გულით ქვითინებს.
ოჰ, ღმერთო ჩემო, ოჰ, ღმერთო ჩემო,
გული ზღვა სისხლით დიდხანს იტირებს?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები