 | ავტორი: ბეს247 ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2011 |
"განა ყველა, რაც ხმელია კაცისგან საწუნარია?!" მოვინახულე ძველი ძმაკაცი, ერთ დროს ამაყი, დიდრონი, მკაცრი,_ მოუტეხია დროის დინებას, დაბერებულა როგორც რომ კაცი; მივუახლოვდი. მდუმარედ იდგა, შემხმარ ტოტებმა იწყეს ჭრიალი... დრო უდარდელი თვალწინ დამიდგა, ოდეს მხვდებოდა ფოთოლთ შრიალით. მრავალ ჭირ-ვარამგადატანილი, ნაგრიგალარი და ნამეხარი, მხვდებოდა ხოლმე მკლავებგაშლილი, ახლა კი დამხვდა ტოტებშემხმარი. აქ_ მის ჩეროში ლამაზად, ლაღად მიტარებია ჩემი ბალღობა,_ როგორ მიყვარდა ბალღურად ბალღსა მის მძლავრ ტოტებზე ხტომა-გართობა! ჩამოვჯექ მის ძირს, დამნისლა სევდამ, ფიქრთ ჟრუანტელმა ტანთ დამირბინა... თითქოს დრო შედგა, გულიც გაჩერდა და იმ განვლილ დრომ წინ გამირბინა... ოდეს ამ ტყეში, აქ_ ამ მუხასთან ავსდევდი ხოლმე ბალღურ გულისთქმას და საიდუმლოც ბალღურ გულისა მის ფუღუროსთვის რამდენჯერ მითქვამს... ერთხანს ვიჯექი ასე მდუმარედ და ვიხსენებდი განვლილსა ხანსა, მერე წამოვდექ უხმოდ, მჩუმარედ, კვლავ დავაკვირდი მუხისა ტანსა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . და უცებ, ერთობ მუხის ძირას მივაპყარ თვალი, მის უხმობ ფესვზე ნორჩი ნერგი ამოზრდილიყო; დალოცე ღმერთო შენი ძალი და სამართალი, რომ ძველთ ფესვებზე ყრმა ახალი კვლავ აღზრდილიყოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ამინ,ასე იყოს:) ამინ,ასე იყოს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|