ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისე... უბრალოდ...
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2011


ჩამავალი მზის სარეცელი

  დღეს ლორდი რენდოლი საყვარელს მოუწამლავსო, ლექტორმა...
ისეთი სატანა ვარ, გამეცინა და განვედი, ოღონდ ლექციიდან არა, სივრციდან უფრო... ასეთ რამეზე გაეცინება უბრალო მოკვდავს!
  მზემაც იმდენ ხანს აფათურა სხივები, აიმღვრა აუდიტორია. შესაძლებლობები შეეზღუდა ცას, ასეთი მზის გადამკიდეს... დღეს გაუთვალისწინებელი შემთხვევაა ქარი, რომელიც ამინდებს აგროვებს ქუჩის ბოლოში. ისეთი სასტიკია, რა გინდა მოკითხო, უკვე მერამდენე კვირტი გადააადგილა იძულებით?! რაღას ერჩოდა ნიავს, ჯიბეში ქვები რომ არ ჩაეყარა, ვინ იცის რომელ კედელს მიახლიდა... იწყინა სატრფოს უხეშობა ნიავმა და ხმადაბლა ქვითინებს შენობებს უკან...
  მეუცნაურა ქალაქი დღეს! ჰაერი ფილტვებს გასცდა, სული ჩაარღვია... ის დროა ახლა, უნდა აიწყვიტოს სულმა, ჩარაზული სხეულის საკეტურები დალეწოს უნდა! უსამართლობაა ამდენი პატიმრობა მისი, სრულიად უდანაშაულოდ აღუსრულებს სხეული სასჯელს...
  სასაცილოა, რომ სულის გათავისუფლებას ვიღაც სიკვდილს დაარქმევს, არა და ასეთი ყოფნა სიკვდილზე ყოველთვის ნაკლებია, ხოლო სიცოცხლეზე მეტი...
  გადაკვრით ნათქვამია დღევანდელი დღე... და ისიც, ლორდი რენდოლი რომ საყვარელს მოუწამლავს.
-  დედი, ლოგინი გაუშალე და შენი ხელით დააწვინე ჩამავალი მზის სარეცელზე!..
                      მერე დღეც მორჩება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები