ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2011


# # # (ქოთნის ლიმონ(ებ)ი)

ცა - წინდებამდე ჩამოექცათ შიშველ აივნებს...
(ყველა ყვავილი დაუკოჟრა ქოთნის ლიმონებს)
მე ცარიელი მივდიოდი და მაშინ ვივნე -
ივლისის ბოლო... ახლა მხოლოდ მარტს მოვიგონებ.

ჩვენ არ ვცხოვრობდით ერთ ოჯახად... (თუმცა რას ქვია)
შენ ხომ ზარდახშას ჩემი სუნთქვით აუვსე პირი?!
ორჭოფობს დრო და მომავალიც შლეგი ქარია
ცერად, რომ ჩადგა და შენიდან-ჩემამდე მიქრის...

შენ თეთრი კაბა გვირილებით  გაამზეურე
და მე გიმღერდი იასამნის ლექსს ძველებურად
ჰო... ის დრო იყო მოვყვებოდით უცხო მეურმეს.
ნაცნობ ბილიკზე - მაყვლები, რომ დაქალებულან.

და თითქოს ჰგავდი -
დაცრემლილი ვარდს აქაფებულს...
სურნელს რომ აკმევს და ვერ გყოფნის მისი სიწითლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები