ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეკარი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2011


*****

მივყვები წვიმით გალახულ ქუჩას
ცივა და შენზე ფიქრით ვხურდები,
საკინძეჩახსნილ ტროტუარს უჩანს
შენი პაწია ნაფეხურები.

მივყვები ქუჩას და ისევ გეძებ
საოცარია ძებნის პროცესი,
ესე თოლია დაეძებს თევზებს
ზღვის სახიფათო,შეშლილ მორევში.

მივყვები ქუჩას-შენი სურნელი
და ჩემი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმის,
თუკი რამ დამრჩა შენთვის უთქმელი
ეხლა ყურებში ყვირილით მესმის.

მივყვები ქუჩას,ქუჩაც მთავრდება
და ქრება შენი ტერფების კვალი,
თუმცა ახალი კვალიც გაჩნდება
სანამ არსებობს ქვეყნად სხვა ქალიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები