ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2011


ჭყონდიდური საფერიცვალებო წინასწარხილვებისა

ცივ  წაჩხურაში   
            კალმახების  გრძელდება  დოღი,
როცა  ჩამოთოვს  ლებარდეს  და 
            იალაღს  ასხის...
რწმენის  მტევნებიც    ღვთის  ზვრებს 
            კვლავ  თუ  უხვად  ასხია,
იმ  სისხლის  მადლით,  ოდითვე  რომ 
            ( ღვთაებრივ  დამღად )         
ღრმად  ჩასჭდევია  ნაჭრევმრავალ
            მიწას  ჭყონდიდურს  -
მარადი  მორდუს  სადიდებლის 
            კვლავ  მოღაღადეს
( მაინც  რომ  დღემდე  უწევს  მოხდა 
            ყველა  სახადის,         
მძიმეთა    ჩვენთა  ცოდვათათვის  -
            ჯერაც  რომ    გვიდუღს... ) ... 

თუმც  მოსაცარად  ავხარბ    მზერის 
            ურიცხვ    მაცდურთა,
ზეცის  ბჭეკართან 
            კვლავ  ელვარებს  ჯვარი  მარტვილის,
რომ  ლოცვა  -  აქ  ცად  აღვლენილი 
            არცროს  გაცუდდეს...
რომ  უფლის  მადლმა
          კვლავ  ღვთივნაკურთხ  გზაზე  გვატაროს!..

წამალ-სამთელად  რომ  დაედოს 
            ჩვენს  წყლულ-სატკივართ
ლოცვა  ღვთისმშობლის  - 
            ამისთვისვე  ვილოცოთ  კვლავაც!..
კარს  მოგვდგომია  რადგან 
            ჟამი  იგი  -  ნანატრი : 
-  ჩვილ  დავითს  მორდუ
            აკვანშივე  უსინჯავს  მკლავებს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები