ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოკნარა
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2011


ჯანდაბამდე გზა ქონიათ ჭინკებს

ყრია საფერფლეში ნამწვი  სიგარეტის,
ტახტზე ჩილიმია უქმად მიგდებული,
კიდევ ბევრი დარჩა შენზე სათქმელი და
ალბათ უფრო მეტი არის მიგნებული.

ხედი ქალაქზეა - ხელზე გადაშლილი,
ვხვდები - ვერ ავიტან დაკლაკნილ სიშორეს.
ქარზე ჩამომჯდარან სველი ბეღურები,
ალბათ  ვერაფერი იშვეს.

ვიკლავ უშენობით აღქმულ რელობას,
ჭიქა სავსე არის მღვრიე აურებით,
ხილვად მიეტმასნა კედელს დონ დიეგო,
ვენებგადახსნილი, წყალში გაცურვებით.

ყრია მაგიდაზე დიდი კალიბრებით,
კოლტის ვაზნები და გზაა საბოლოო,
მაგრამ რამდენჯერაც შუბლთან მივიტანე,
კიდევ ერთი ღერი მინდა გავაბოლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები