 | ავტორი: ყარიბი ჟანრი: თარგმანი 12 სექტემბერი, 2008 |
სტეფან მალარმე
ზაფხულის სევდა
მზეო, მთვლემარე მორკინალო, ოქრო მაგ თმების სილაზე ათბობს აბაზანას მხუთავს და დამდაგს, რომელიც შთანთქავს მთელ საკმეველს შენი ღაწვების და ცრემლებს ურევს სიყვარულის უტკბილეს ბადაგს.
თეთრი გიზგიზი მინელების ისე ჩუმია, შენ გეუბნება (ო, ამბორნო მკრთომარევ შიშით) “ჩვენ არ ვიქნებით არასოდეს მხოლოდ მუმია არც პალმათა ქვეშ და არც ქვეშე უდაბნოს ქვიშის”,
მაგრამ მაგ თმათა სასიამო თბილ მდინარეში სული მდევარი იძირება თრთოლის გარეშე და შენთვის უცნობ არყოფნას ჭვრეტს, პოვნით გრძნეული.
სველ ფერუმარილს მე ვიგემებ მაგ წამაწამისა, რას იგრძნობს გული, შენგან ასე გახევებული უგრძნობელობით ქვებისა და სილაჟვარდისა.
პიერ-ჟან ბერანჟე სენატორი
ცოლად მყავს როზი ლამაზთვალება და მუხლს მოვიდრეკ მე იმის წინა, უძვირფასესი, ვით ღვთის წყალობა, მან მეგობარი რადგან შემძინა და საკვედური არ მეთქმის ბედთან. თვით სენატორი მობრძანდა ჩემთან. გულში ხალისის ლაღი ხმებია. ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
აღრიცხული მაქვს მე ჩემს დავთარში: იგი მაღლა დგას ჩემზე და სხვაზე, ჩემი მეუღლე შარშან ზამთარში თვით მინისტრთანაც კი ჰყავდა ბალზე. ის მუდამ მხვდება საოცრად ტკბილად. გულში ხალისის ლაღი ხმებია, ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
ჩემს ცოლთან არის დინჯი და წყნარი, საპირისპიროდ ავსიტყვა ჭორთა, და როცა როზი შეუძლოთ არის თამაშობს ბანქოს ჩემთან, ვით სწორთან, წმინდა ჟანის დღეს მილოცავს მუდამ. ამ პატივს მართლა შეშნობა უნდა. გულში ხალისის ლაღი ხმებია, ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
მახსოვს, მივირთვით ჩემთან სადილი. ცამ ჩამონგრევა ლამის ინება და წამოვიდა თავსხმა ნამდვილი, მან მითხრა: თუ გსურთ გასეირნება, არ მოგერიდოთ, ძვირფასო ჩემო, თქვენ ჩემი ეტლი მოგელით ქვემოთ. გულში ხალისის ლაღი ხმებია, ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
ერთხელ, სოფელში რომ ვყავდით სტუმრად, მასმევდა ღვინოს უმჯობეს მარკებს. როს შამპანური მივირთვი უხვად, როზამ ლოგინი დამიგო ცალკე. მაგრამ საწოლი, მე მახსოვს ტკბილად, საუკეთესო რომ მერგო წილად. გულში ხალისის ლაღი ხმებია ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
როცა პაცია მაჩუქა ღმერთმა, ის მის ნათლად დამიდგა ძმობილს. რარიგ ვხარობდი, მე ვიცი ერთმა, ნაზად კოცნიდა როს ახალშობილს და ჩემს ბიჭუნას ღიმილით ტკბილით თავის ანდერძში დაუდო წილი. გულში ხალისის ლაღი ხმებია, ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
სუფრასთან უყვარს ხუმრობით ლხენა, ზოგჯერ ვმწვანდები, გამიგეთ ესეც, მაგრამ უძვლოა ნამდვილად ენა და ჩვენჩ უწყინრად მივირთმევთ დესერთს. ზოგ-ზოგს ჰგონია, ... ბოროტი თქმანი ამტკიცებენ, რომ დამედგა რქ...ანი გულში ხალისის ლაღი ხმებია, ასეთი ბედი ვის ღირსებია?! ო, სენატორი გიგულებთ ფარად, თქვენს მორჩილ მონად მიგულეთ მარად!
ჟერარ დე ნერვალი
მიუსაფარი
ვარ უნუგეშო და დევნილი ყველგან და ყოვლით ვით უფლისწული, შეხიზნული ნანგრევთა ყურეს, ჩემი ვარსკვლავი მიცვლილია, ბარბითთა ხომლი მელანქოლიის შავ სევდიან მზეს მოაცურებს.
ო, დამიბრუნე, გთხოვ, სალბურნო სამარის კარის, ზღვა იტალიის, პოსილიპოს მღვიმე გრძნეული და ის ყვავილი, ვინც მათრობდა წამითი წამით და ტალავერი, _ ვაზი ვარდებს გადახვეული,
ვინ ვარ? ამური თუ ფემუსი ან თუ მირონი? შუბლზე დედოფლის ნაზ ამბორის მაჩნია კვალი. მღვიმეში მფლობდნენ ზმანებანი, ოცნება მთვრალი
და ორგზის ძლევით გადავლახე მე აქერონი. სიწმინდის სუნთქვას და ფერიის ხმას გრძნეულ ქნარზე ორფეოსივით ვაჟღერებდი და ვვლიდი ასე.
არტურ რემბო მწვანე კაბარეში (საღამოს ხუთი საათი)
უკვე რვა დღეა შემომეხა ჩექმები გზაზე. გზა იყო ქვებით მოფენილი ძნელი და შორი. შარლერუაში მწვანე დუქანს მოვადექ ასე და მოვითხოვე ტარტინი და ნელთბილი ლორი.
ფეხების გაშლა მაგიდის ქვეშ, ო, ნეტარება, აჰა, ამბავი მიამიტი, დუქნის სადარი და მომსახურე ქალიშვილი ცოცხალთვალება, თვალს იტაცებდა ძუძუები უზარმაზარი.
_ ო, მაგას ალბათ, ვერ წალეკავს კოცნის მდინარეც. _ უმალ მომართვა ტარტინები პირმოცინარემ და გრილი ლორი, ნიორი რომ ჰქონდა წასმული.
ლორი მოთეთრო _ მოვარდისფრო, გოგონა _ სწრაფი. უმალ შემივსო დიდი კათხა და ლუდის ქაფი მოავარაყა მზემ სხივებით ხანგადასულით.
მარსელინ დებორდ-ვალმორი
ჩემი ოთახი
ყოფა ჩემი მარტოობს მაღლა ცათა შინა, მკრთალი მთვარე პატრონობს ჩემს საოცარ ბინას. დღეს რა მოაქვს ფარვით ჩუმ ზარების რიგით? _ არ არსებობს არავინ. როს არ არის იგი!
სხვებში დამალული ყველა წყენას ვკარგავ, ტირის ჩემი სული და ყვავილებს ვკარგავ. ცის გალურჯდა გზები და ნათლად ჭვრეტს თვალი: ჩანან ვარსკვლავები და.... ჩანს ქარიშხალიც.
ჩემს პირდაპირ იცდის, ისევ ელის სკამი. იგი იყო მისი, ჩვენიც _ ერთი წამით... ბაფთებით მოსილი და ბედის მორჩილი, მწუხარე ჩემსავით და... უარყოფილი.
ჟერარ დე ნერვალი ფანტაზია
ეს ის ქარია, რომლის ჰანგებს ვერცა ვებერი, ვერც მოცარტი და ვერც როსინი ვერ შესწვდებიან. წარსულის ქარი, მწუხარე და მომდუნებელი. მხოლოდ მე მიმხელს საიდუმლოს, ნაზს და ვნებიანს.
და მუდამ, როცა შემეხება ამ ჰანგთა ქარი, მიჭაბუკებდა ორასი წლით სული ვნებული და ლუდოვიკო მეცამეტის ცოცხლდება კარი. ჩანს მწვანე ბორცვი ჩამავალ მზით შეყვითლებული.
ჰა, ციხე-კოშკიც, თვალისწარმტაც არემარეში, მეწამული რომ უთამაშებს სარკმლის მინებთან, გრძელი პარკები ტერფებს ჰყოფენ ცივ მდინარეში. ყვავილთა შორის რაკრაკით რომ მიედინება.
ქერა, შავთვალა ქალბატონი სარკმლიდან მიმზერს, შვენის ნატიფი, ძველებური მას სამოსელი. სხვა სიცოცხლეში რომ მინახავს და ვხედავ ისევ ლამაზ ბანოვანს, ასერიგად მახსოვს რომელიც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გამოვყოფდი ნერვალის და რემბოს თარგმანებს. გაიხარეთ, ყარიბო! გამოვყოფდი ნერვალის და რემბოს თარგმანებს. გაიხარეთ, ყარიბო!
12. დაგედო ფრანგულადაც მეზარება მოძებნა, როგორც ლექსები კარგია თარგმანები რომ იდოს შევაფასებდი შეძლებისდაგვარად +2 დაგედო ფრანგულადაც მეზარება მოძებნა, როგორც ლექსები კარგია თარგმანები რომ იდოს შევაფასებდი შეძლებისდაგვარად +2
11. დაგედო ფრანგულადაც მეზარება მოძებნა, როგორც ლექსები კარგია თარგმანები რომ იდოს შევაფასებდი შეძლებისდაგვარად +2 დაგედო ფრანგულადაც მეზარება მოძებნა, როგორც ლექსები კარგია თარგმანები რომ იდოს შევაფასებდი შეძლებისდაგვარად +2
10. კარგი თარგმანებია, თუმცა ორიგინალი, რა თქმა უნდა, არ ვიცი, არც ფრანგული:( რაც შეეხება თამარის შესწორებას, ამ სტრიქონთან დაკავშირებით: "სილაზე ათბობს აბაზანას მხუთავს და დამდაგს".., მე როგორც გავიგე, აქ იგულისხმება, რომ არა მე დამდაგავს, არამედ აბაზანა არის მხუთავი და დამდაგავი. მგონი სწორად გავიგე :) კარგი თარგმანებია, თუმცა ორიგინალი, რა თქმა უნდა, არ ვიცი, არც ფრანგული:( რაც შეეხება თამარის შესწორებას, ამ სტრიქონთან დაკავშირებით: "სილაზე ათბობს აბაზანას მხუთავს და დამდაგს".., მე როგორც გავიგე, აქ იგულისხმება, რომ არა მე დამდაგავს, არამედ აბაზანა არის მხუთავი და დამდაგავი. მგონი სწორად გავიგე :)
9. სამწუხაროდ,ორიგინალის ენა არ ვიცი.კორექტურები ჩასასწორებელია.ხომ არ უნდა იყოს,''ო,სენატორო,'' ''სენატორი-''ს ნაცვლად? ჩემი შთაბეჭდილებით, კარგი თარგმანებია.ზომიერი მთარგმნელობითი ლიცენციებით.+5 სამწუხაროდ,ორიგინალის ენა არ ვიცი.კორექტურები ჩასასწორებელია.ხომ არ უნდა იყოს,``ო,სენატორო,`` ``სენატორი-``ს ნაცვლად? ჩემი შთაბეჭდილებით, კარგი თარგმანებია.ზომიერი მთარგმნელობითი ლიცენციებით.+5
7. მომეწონა, ლამაზადაა თარგმანი და ორიგინალს მეორე კურსის ბოლოდან შევადარებ :)) 5 მომეწონა, ლამაზადაა თარგმანი და ორიგინალს მეორე კურსის ბოლოდან შევადარებ :)) 5
6. აუ :( ცალ-ცალკე რომ დადო არა? აუ :( ცალ-ცალკე რომ დადო არა?
5. დასაფასებელია :) დასაფასებელია :)
4. მალარმეს "ხაფხულის სევდას" წავიკითხავდი ორიგინალში საიმოვნებით :) თარგმანს რაც შეეხება, სტილია ცოტა ზედმეტად გადამტკბარი... თუმცა ეგ ალბათ ჩემი გემოვნების პრობლემაა :) ამჯერად 4 მალარმეს "ხაფხულის სევდას" წავიკითხავდი ორიგინალში საიმოვნებით :) თარგმანს რაც შეეხება, სტილია ცოტა ზედმეტად გადამტკბარი... თუმცა ეგ ალბათ ჩემი გემოვნების პრობლემაა :) ამჯერად 4
3. კარგი თარგმანებია ჩემი აზრით. კარგი თარგმანებია ჩემი აზრით.
2. 1. და დამდაგს, - ეს ქართულად რას ნიშნავს? "დამდაგავს"? მაგრამ, "მხუთავს და დამდაგს" - "მხუთავს" აწმყო დროშია და "დამდაგს"- მომავალში?... 7
2. "და საკვედური არ მეთქმის ბედთან". -----> საყვედური "როცა პაცია მაჩუქა ღმერთმა," ------> პაწია "და ჩვენჩ უწყინრად მივირთმევთ დესერთს" -----> ჩვენც... დესერტს. 8
3. - 9 4. - 10 5. - 6 6. - 6
ეს ჩემი შეფასებები არ ეკუთვნის თარგმანს, - არც ორიგინალი გვაქვს და არც ფრანგული ვიცი. ეს რომ თავად დაგეწერა, ყარიბო, მაშინ რას დავწერდი ამ ლექსებში, - აი, ჩემი შეფასება!
და ვინაიდან ერთიანად უნდა დავწერო ქულა, - ვამრგვალებ და ვწერ 8-ს. (ამიტომ იხვეწება-ხოლმე ნიკი: ლექსები ცალ-ცალკე, თითო-თითოდ დადეთო!)
8 1. და დამდაგს, - ეს ქართულად რას ნიშნავს? "დამდაგავს"? მაგრამ, "მხუთავს და დამდაგს" - "მხუთავს" აწმყო დროშია და "დამდაგს"- მომავალში?... 7
2. "და საკვედური არ მეთქმის ბედთან". -----> საყვედური "როცა პაცია მაჩუქა ღმერთმა," ------> პაწია "და ჩვენჩ უწყინრად მივირთმევთ დესერთს" -----> ჩვენც... დესერტს. 8
3. - 9 4. - 10 5. - 6 6. - 6
ეს ჩემი შეფასებები არ ეკუთვნის თარგმანს, - არც ორიგინალი გვაქვს და არც ფრანგული ვიცი. ეს რომ თავად დაგეწერა, ყარიბო, მაშინ რას დავწერდი ამ ლექსებში, - აი, ჩემი შეფასება!
და ვინაიდან ერთიანად უნდა დავწერო ქულა, - ვამრგვალებ და ვწერ 8-ს. (ამიტომ იხვეწება-ხოლმე ნიკი: ლექსები ცალ-ცალკე, თითო-თითოდ დადეთო!)
8
1. თუ ვინმეს პროფესიონალის ინტერესით დააინტერესებს შემიძლია ორიგინალიც მოვიოძიო ინტერნეტში. თუ ვინმეს პროფესიონალის ინტერესით დააინტერესებს შემიძლია ორიგინალიც მოვიოძიო ინტერნეტში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|