 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მაისი, 2011 |
ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯანის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათალისა და კახის ტერიტორიას. ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია. საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯანულ ენაზეც არსებულ მრავალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქართველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა. XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში ” რომელიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქათალის ოლქი ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით….. ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათალის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს. შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად. ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი. საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს. რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქართველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქართველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქართველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”. საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიურ და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გვხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორისო, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მონღოლების ბატონობისა, XII ს. დასასრულს ქართველებმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაიხარე ზაზა! გაიხარე ზაზა!
6. ალიბეგ ვახვახიშვილის "საპატივსაცემოდ" დაერქვა ჰერეთში სოფელ ხოხბის ყელს (შემდგომში ქათმის ხევს) ალიბეგლო! ჰერეთი მართლაც ისტორიით მდიდარი და ყოვლად შეუსწავლელი მხარეა, უამრავი ისტორიული ძეგლია, რომელსაც ალბანურს უწოდეებნ თანამედროვე "თათარი მემატიანეები".
ჰერეთშია ასევე ძირძველი ქართული სოფელი - შოთა ვარ - ასე ჰქვია და ლეგენდა არსებობს, რომ რუსთაველის მშობლიური სოფელი არიო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავით სოსლანის ხიდი, რომელიც სოფელ სოსკანში (სოსლანში) მდებარეობს და დანგრევის პირასაა. მარტო კახის რაიონში თითქმის ყველა (ძველ) სოფელში ერთი საყდარი, ბაზილიკა და სამონასტრო კომპლექსია, რომელთაგან 80%-ზე მეტი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
დღეისთვის ჰერეთში ერთადერთი მოქმედი ტაძარია და ხვალ, პირველ ივნისს, ნინოობას, სოფელ ალიბეგლოში არსებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესია ხდება მოქმედი, რომელიც მეორე მოქმედი საყდარი იქნება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ქართველს მივულოცო ნინოობა და განსაკუთრებით ჩემი კუთხის შვილებს, რომლებიც ნინოობას წმ. ნინოს სახელობის მოქმედ ეკლესიაში შეხვდებიან! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ალიბეგ ვახვახიშვილის "საპატივსაცემოდ" დაერქვა ჰერეთში სოფელ ხოხბის ყელს (შემდგომში ქათმის ხევს) ალიბეგლო! ჰერეთი მართლაც ისტორიით მდიდარი და ყოვლად შეუსწავლელი მხარეა, უამრავი ისტორიული ძეგლია, რომელსაც ალბანურს უწოდეებნ თანამედროვე "თათარი მემატიანეები".
ჰერეთშია ასევე ძირძველი ქართული სოფელი - შოთა ვარ - ასე ჰქვია და ლეგენდა არსებობს, რომ რუსთაველის მშობლიური სოფელი არიო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავით სოსლანის ხიდი, რომელიც სოფელ სოსკანში (სოსლანში) მდებარეობს და დანგრევის პირასაა. მარტო კახის რაიონში თითქმის ყველა (ძველ) სოფელში ერთი საყდარი, ბაზილიკა და სამონასტრო კომპლექსია, რომელთაგან 80%-ზე მეტი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
დღეისთვის ჰერეთში ერთადერთი მოქმედი ტაძარია და ხვალ, პირველ ივნისს, ნინოობას, სოფელ ალიბეგლოში არსებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესია ხდება მოქმედი, რომელიც მეორე მოქმედი საყდარი იქნება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა ქართველს მივულოცო ნინოობა და განსაკუთრებით ჩემი კუთხის შვილებს, რომლებიც ნინოობას წმ. ნინოს სახელობის მოქმედ ეკლესიაში შეხვდებიან! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
5. დიდი მადლობა ყველას... დიდი მადლობა ყველას...
4. რამდენ ინფორმაციას იტევს ხოლმე შენი გვერდი.
იხარე. რამდენ ინფორმაციას იტევს ხოლმე შენი გვერდი.
იხარე.
3. გმადლობ,ბევრ რამეს ახალს ვგებულობ შენს გვერდზე. გმადლობ,ბევრ რამეს ახალს ვგებულობ შენს გვერდზე.
2. გაიხარე ოთარ! გაიხარე ოთარ!
1. რამდენი რამე არ ვიცოდი საინგილოზე... გმადლობ ოთარ!
რამდენი რამე არ ვიცოდი საინგილოზე... გმადლობ ოთარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|