| ავტორი: ილტოსპირელი* ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 მაისი, 2011 |
რატომღაც აქამდე არასოდეს მომსვლია აზრად, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ იმფორმაცია ლიტერატურულ საიტებზეც განმეთვსებინა.
არადა, როგორც ჩანს, ეს საჭიროა, რადგან ჩვენი პოეტური შეხვედრები თნამედროვე ქართული პოეზიის, ლიტერატულური ცხოვრების, კულტურის ერთი ნაწილია.
კავშირ - პოეტურ ორდენ „მარად ახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ შეხვედრები, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (დირექტორი - ირაკლი ღარიბაშვილი) სხდომათა დარბაზში იმართება, უამრავ მსმენელს იზიდავს და დღითიდღე მისადმი დაინტერესება განუზომლად მატულობს. სხვა, რომ არაფერი, ამ შეხვედერების შესახებ იმფორმაცია ამ ადამიანებს მაინც სჭირდება, ვინც მას ესწრება, ან მომავალში ჩათვლის საჭიროდ, რომ დაესწროს.
„მარად ახალი ქნარის“ მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ჰერეთის სიყვარულით - საინგილოს ანდამატი“ ამა წლის 20 მაისს გაიმართა.
საღმო შესავალი სიტყვით გახსნა ამ დამოუკიდებელი სამწერლო გაერთიანების თავმჯდომარემ, პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ჰერეთის თემაზე დაწერილი თვისი რამდენიმე ლექსი წაიკითხა.
ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა ჰერელ პოეტებს, მომღერლებს და მსახიობებს.
დარბაზში გაიჟღერა თამარ შიოშვილის, ამირან ნუროშვილის, ლექსო გელაშვილის, შორენა თამაზაშვილის, ზურაბ პაპიაშვილის, რომა რამაზანოვის, მარიზას, ნანა ყიყიშვილის, მანანა ბერიკაშვილის, ქეთი ოთარაშვილის, ამირან ბარიხაშვილის და ზაზა სუყაშვილის ლექსის სტრიქონებმა.
იმ ჰერელი პოეტების, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩამოსვლა, ლექსები წაიკითხეს რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობმა ლერი შიოშვილმა, ლეონტი შიოშვილმა და თათია ყიყიშვილმა.
განსაკუთრებით იმოქმედა მსმენელზე მარიამ გაჯიშვილისა და ქეთი ქავთარაძის მიერ ნიჭიერად შესრულებულმა ჰერულმა „ნანამ“ და კახის ვაჟთა ანსამბლ „ლაზარეს“ მიერ ნამღერმა ჰერეთულმა ხალხურმა მელოდიებმა.
ცალკე უნდა აღინიშნოს ნიჭიერი ახალგაზრდა ჰერელი პოეტის ზაზა სუყაშვილის გამოსვლა, რომლის ლექსებსაც დარბაზიდან მსმენელთა დიდი აღფრთოვანება და მოწონება ხვდა წილად. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ადამიანის სახით თნამედროვე ქართულ პოეზიას თამამად შემოუერთბს თავის კოლორიტულ ხმას ჩვენგან მივიწყებული ჰერეთი.
სტუმრებს თვიანთი, ჰერეთის თემაზე დაწერილი ლექსებით, მიესალმნენ დედაქალაქელი პოეტები და მსმენელი საზოგადოება: მიხეილ ტიბანელი, ნინო ლარცულიანი (რომელმაც წაიკითხა გელა არაბულის ლექსი), რიტა ლაბაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ოთარ რურუა, სოფიკო ჯაფარიძე, ეთერ აფაქიძე.
საპატრიარქოს სახელით სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ჰერეთის დიდი პატრიოტი და მოამაგე პროფესორი გია დვალიშვილი .
ამ საინტერესო ღონისძიების მომზადებაში კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარს“ აქტიურად და ბეჯითდ ედგნენ გვერდით ახალგაზრდული გაერთიანების - „ ჰერეთის სიყვარულით“ - წევრები: თემურ სუყაშვილი, ირაკლი სარდალაშვილი, მარიამ ჭაჭაშვილი და ზაზა სუყაშვილი. საღამოს დასასრულს მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების სულის ჩამდგმელსა და წარმმართველს პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს, დამსწრე საზოგადოებას და გააჟღერეს თავიანთი დიდი სურვილი, მიმართონ განათლების სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა, სახელმწიფო ხარჯით, დააფინანსოს ჰერელი მაგისტრანტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება,რასაც დამსწრე საზოგადოება ერთსულოვნად დაეთანხმა. უნდა ითქვას, რომ ჰერეთული პოეზიის ისტორიული საღამო ერთდერთი და უნიკალური შემთხვევაა დედაქალაქის პოეტურ სინამდვილეში, როდესაც აღნიშნულ თემაზე ტარდება მსგავსი ღონისძიება.
საღამო ლამის სამ საათს გაგრძელდა და მსმენელთა დიდი მოწონება, გულწრფელი ემოციები და მხურვალე ოვაციები დაიმსახურა. ეს იყო ერთი ლამაზი პოეტური შეხვედრა, რომელსაც თან ახლდა სევდაც, სიხარულიც და იმედიც!..
კავშირ „მარადახალი ქნარის“ ინფორმაცია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გაიხარეთ ბატონო მიხეილ, რომ ასეთი კარგი საღამოს ინიციატივა გამოთქვით... ყველას დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის! ყველა ჰერელის სახელით გიხდით მადლობას!
http://www.youtube.com/watch?v=d_VJzjNfAyo ეს ჰერული "ნანას" ვიდეოს ლინკია, შეგიძლიათ მოისმინოთ კიდევ ერთხელ... გაიხარეთ ბატონო მიხეილ, რომ ასეთი კარგი საღამოს ინიციატივა გამოთქვით... ყველას დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის! ყველა ჰერელის სახელით გიხდით მადლობას!
http://www.youtube.com/watch?v=d_VJzjNfAyo ეს ჰერული "ნანას" ვიდეოს ლინკია, შეგიძლიათ მოისმინოთ კიდევ ერთხელ...
10. უკაცრავად, მაუსი თავისით გაიქცა... ფიქრებმა გამიტაცა. უკაცრავად, მაუსი თავისით გაიქცა... ფიქრებმა გამიტაცა.
8. ..
ეს დიდი საღამო იყო თავისი მნიშვნელობით და აუცილებლად უნდა ითქვას ამის შესახებ. მინდა ჩემი ხმა შეემატოს ამ სათქმელს.
გილოცავ, მიშა.
ყველა სიკეთე. ..
ეს დიდი საღამო იყო თავისი მნიშვნელობით და აუცილებლად უნდა ითქვას ამის შესახებ. მინდა ჩემი ხმა შეემატოს ამ სათქმელს.
გილოცავ, მიშა.
ყველა სიკეთე.
7. დარწმუნებული ვარ მართლაც ულამაზესი და უთბილესი საღამო იქნებოდა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ასეთი საჭირო და, ის კი არა, აუცილებელი საღამოს მოწყობისთვის! უკეთილშობილესი საქმე გიქნიათ. ჰერეთელებს ნამდვილად ესაჭიროებათ ჩვენი წილი სითბოსა და სიყვარულის გაზიარება. და არ შეიძლება თქვენს მიერ აღმოჩენილი იმ ნიჭიერი პოეტის, ზაზა სუყაშვილის ერთი ლექსი მაინც რომ შემოგვთავაზოთ აქვე? თუ რა თქმა უნდა, მოგეპოვებათ. დარწმუნებული ვარ მართლაც ულამაზესი და უთბილესი საღამო იქნებოდა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ასეთი საჭირო და, ის კი არა, აუცილებელი საღამოს მოწყობისთვის! უკეთილშობილესი საქმე გიქნიათ. ჰერეთელებს ნამდვილად ესაჭიროებათ ჩვენი წილი სითბოსა და სიყვარულის გაზიარება. და არ შეიძლება თქვენს მიერ აღმოჩენილი იმ ნიჭიერი პოეტის, ზაზა სუყაშვილის ერთი ლექსი მაინც რომ შემოგვთავაზოთ აქვე? თუ რა თქმა უნდა, მოგეპოვებათ.
6. იხარეთ და იბედნიერეთ!!! დაგლოცოთ უფალმა!!! იხარეთ და იბედნიერეთ!!! დაგლოცოთ უფალმა!!!
5. მართლაც გრანდიოზული საღამო იყო! ოვაციებითა და ემოციებით სავსე!!! იცით რამ გამაკვირვა? საღამო 7 საათზე იყო დანიშნული და 7-ის ნახევარზე დარბაზში ტევა აღარ იყო!!! არა თუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილიც კი ჭირდა! :) ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი გულანთებული მამულიშვილები და პოეტები! უნდა ვაღიარო, მიშას უსაზღვროდ დიდი ენერგია და ორგანიზაციის უნარი აქვს!! ჰერეთელი ახალგაზრდები განუმეორებლები იყვნენ! განსაკუთრებით მომეწონა ზაზა სუყაშვილი და მომღერალი გოგონები, რომელთა ნამღერ (თუ ნატირებ) ნანას ბგერები ეხლაც ჟრუანტელს მგვრის!
და ბოლოს, დიდი მადლობა კავშირ "მარადახალ ქნარს" და მის თავმჯდომარეს, პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს, ასეთი ლამაზი და შინაარსიანი საღამოებისათვის! მართლაც გრანდიოზული საღამო იყო! ოვაციებითა და ემოციებით სავსე!!! იცით რამ გამაკვირვა? საღამო 7 საათზე იყო დანიშნული და 7-ის ნახევარზე დარბაზში ტევა აღარ იყო!!! არა თუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილიც კი ჭირდა! :) ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი გულანთებული მამულიშვილები და პოეტები! უნდა ვაღიარო, მიშას უსაზღვროდ დიდი ენერგია და ორგანიზაციის უნარი აქვს!! ჰერეთელი ახალგაზრდები განუმეორებლები იყვნენ! განსაკუთრებით მომეწონა ზაზა სუყაშვილი და მომღერალი გოგონები, რომელთა ნამღერ (თუ ნატირებ) ნანას ბგერები ეხლაც ჟრუანტელს მგვრის!
და ბოლოს, დიდი მადლობა კავშირ "მარადახალ ქნარს" და მის თავმჯდომარეს, პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს, ასეთი ლამაზი და შინაარსიანი საღამოებისათვის!
4. ვიყავი ბატონო მიშა და ეგ საღამო, თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ ჰერელი აღმოგვეჩინა.... ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი დევს მასში. (დანარჩენი არც ისე მომეწონა), თუმცა გავიმეორებ, ჰერელის აღმოსაჩენად ღირდა ყველასთვის....
მოგიკითხეთ... კარგ საქმეს ეჭიდებით! ვიყავი ბატონო მიშა და ეგ საღამო, თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ ჰერელი აღმოგვეჩინა.... ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი დევს მასში. (დანარჩენი არც ისე მომეწონა), თუმცა გავიმეორებ, ჰერელის აღმოსაჩენად ღირდა ყველასთვის....
მოგიკითხეთ... კარგ საქმეს ეჭიდებით!
3. ვიყავი აქ და .... :) ვიყავი აქ და .... :)
2. მართლაც რომ მშვენიერი საღამო იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰერეტში ყოფილიყო ეს ყველაფერი. ასეთი განცდა ფერეიდანის თემაზე ჩატარებული საღამოს შემდეგ არ მქონია... განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჰერელი გოგონების სიმღერა, ზაზა სუყაშვილის და კიდევ იმ კაცის გამოსვლა, რომელმაც ბოლოს გვიმღერა კიდეც.
დღეს მეც გამოვაქვეყნე საინგილოზე, კერძოდ კი ჰერეთზე ინფორმაცია და აქაც დავდებ ბარემ:
ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯანის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათალისა და კახის ტერიტორიას. ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია. საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯანულ ენაზეც არსებულ მრავალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქართველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა. XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში ” რომელიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქათალის ოლქი ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით….. ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათალის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს. შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად. ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი. საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს. რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქართველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქართველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქართველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”. საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიურ და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გვხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორისო, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მონღოლების ბატონობისა, XII ს. დასასრულს ქართველებმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.
მართლაც რომ მშვენიერი საღამო იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰერეტში ყოფილიყო ეს ყველაფერი. ასეთი განცდა ფერეიდანის თემაზე ჩატარებული საღამოს შემდეგ არ მქონია... განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჰერელი გოგონების სიმღერა, ზაზა სუყაშვილის და კიდევ იმ კაცის გამოსვლა, რომელმაც ბოლოს გვიმღერა კიდეც.

1. იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს... გაიხარეთ! იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს... გაიხარეთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|