ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 მაისი, 2011


ჯოჯოხეთი - ეს არის მოსკოვი


ჩემი თაობა იმ იდეით გავიზარდა  და იცხოვრა, რომ რუსეთის მონობისაგან უნდა განვთავისუფლებულიყავით ნებისმიერ ფასად.
ყველამ იცით, რას ნიშნავდა რუსეთთან "მეგობრობა". ვინც არ შეესწრო იმ პერიოდს, ალბად გაგებული ექნება, რომ განათლების სამინისტროც კი რუსულად აკეთებდა მოხსენებებს და წერდა ბრძანებებს. რუსულად ივსებოდა ყველა დოკუმენტი ნებისმიერ საწარმოში.რედაქტორის მოხსნა, ან დანიშვნა ისეთი საბავშვო გაზეთის, როგორიც "დილა" გახლდათ, ადგილობრივ მთავრობას არ შეეძლო.
1978 წელს მოსკოვის ბრძანებით რუსული ენა უნდა გამოცხადებულიყო სახელლმწიფო ენად ყველა მოკავშირე რესპუბლიკისათვის და ქართულად მხოლოდ სამზარეულოებში შეგვეძლო ლაპარაკი. რასაკვირველია, ამ "სიახლეს" დიდი მიტინგები მოჰყვა და შევარდნაძე იყო პირველი, რომელმაც ხალხის სახელით უარი თქვა რუსეთის ამ წინადადებაზე.
მე 2005 წელს დავტოვე რუსეთი.
ეს არის სიძულვილითა და ზიზღით შეპყრობილი ერი.  სძულთ სხვა ერი, სძულთ შვილები, , მშობლები, მეზობლები.რასაკვირველია,  გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ისინი არც ისე ბევრი.
მოსკოვში (სხვაგან არ ვიცი) მოსახლეობას იატაკი პრივატიზირებული აქვთ და კედლები პრივატიზაციაში არ შედის, სახელმწიფოსია.
ასაკობრივი პენსიები მაშინ დაახლოებით ოთხმოცი დოლარის ექვივალენტით იყო, ომის ვეტერანებისათვის ორასი დოლარის ექვივალენტით. ეს მაშინ, როდესაც თვეში დაახლოებით ათასი დოლარია საჭირო ოჯახის საშუალო  ცხოვრებისათვის.
მოსკოვი სავსეა, მაწანწალებით, მაწანწალა ბავშვებით, ლოთებით და ყვავებით.
მეზობელი რომ დაგიკაკუნებს და მარილს გთხოვს, კარს შიგნიდან უნდა უპასუხო და არცერთ შემთხვევაში კარი არ უნდა გააღო, ვინაიდან შეიძლება მოგკლას (პირდაპირი გაგებით) და სახლი გაქურდოს. საქმის გამოძიების იმედი ნუ გექნებათ.
ერთი სადარბაზოდან მეორეში ისე შეიძლება დაიკარგოს ადამიანი, რომ ვერასოდეს მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგოს.
საღამოობით სადარბაზოში შესვლა საშიშია, მაწანწალები აფარებენ თავს. ერთხელ ამ მაწანწალებს მობინადრემ ბენზინი გადაასხა და ცოცხალი ადამიანები დაწვა.
დედამ ტაიგის ერთ-ერთ გუბერნიაში ხელ-ფეხი  დააჭრა შვილს, მიზეზად კიდურების  მოყინვა დაასახელა. გოგო სასწაულით გადარჩა, მაგრამ იგივე დედამ ეზოში დააბა ჯაჭვით, ვინაიდან, გოგო პურს იპარავდა, რაკი საჭმელს არ აჭმევდნენ. ბოლოს დედა ყიდდა სისტემატიურად ნახევარ ლიტრ არაყზე და გოგო მამინაცვლისაგან დაფეხმძიმდა.როცა ბავშმა სიარული შეძლო,  ისიც დაბმული ყავდა ეზოში დედისაგან მოშორებით. რამოდენიმე წლის  ინვალიდი დედა შვილით მოიპარა ქალმა შემდეგ მეზობელი სოფლიდან და ისე უვლიდა, როგორც შვილს და შვილიშვილს და იცით რა მოხდა ? იმ ქალს მეზობლები ქვებს ესროდნენ და ითხოვდნენ დედა_შვილის უკან დაბრუნებას. ამაზე დიდი გადაცემა იყო НТВ - ზე. რის შემდეგაც ჟურნალისტს გუბერნატორის დაქირავებული ხალხი მოსაკლავად დასდევდა.
უშვილო ესპანელმა ცოლ-ქმარმა იშვილა წლინახევრის რუსი ბავშვი ბავშვთა სახლიდან. ბავშვი ორ კილომდე ძლივს იწონიდა და რამოდენიმე სახის დაავადება ქონდა. ბავშვთა სახლებში ძირითადად ლოთები მუშაობენ და ბავშვებს უსასტიკესად ექცევიან, სცემენ და არც აჭმევენ. ბევრი ბავშვი კვდება.  ერთი წლის შემდეგ ამ ესპანელ ცოლ-ქმართან რუსი ჟურნალისტი ჩავიდა. ბავშვი უკვე წამოზრდილი იყო, დადიოდა, იცინოდა, ყველაფერს კოცნიდა და როდესაც ჟურნალისტი რუსულად დაელაპარაკა, ბავშვმა უცბად საშინელი სახე მიიღო, თვალები დახუჭა და სახე მოარიდა. ალბათ აღარ ახსოვდა ის სისასტიკე, მაგრამ რუსულ ენასთან დაკავშირებული საშინელი ასოციაცია ისევ ჰქონდა.

მკვლელობის გავრცელებული ფორმაა, არყით მკვლელობა. ლოთ მშობლებთან შვილებს მიაქვთ ერთი ყუთი არაყი, დადგამენ და დაელოდებიან ფინალს. ორი დღის შემდეგ არყისაგან გადამწვარი მამა, ან დედა უკვე მკვდარია. ასეთ საქმეებსაც არ იძიებენ.
გავრცელებულია ეკონომიური ბანდიტიზმი. მივლენ ლოთების ოჯახში, სცემენ, დააწერინებენ ნოტარიუსის დადასტურებით, რომ ოჯახის პატრონები სახლს ყიდიან და  შემდეგ უკვე ნაგავსაყრელზე ყრიან.
ისევ არსებობს კომუნალური ბინები, რომელშიც ორი, ან სამი ოჯახი ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთი აუცილებლად ლოთია. მერე ლოთიც არის და ლოთიც, ესენი აგრესიული ლოთები არიან. მაგალითად, ჩაგირთავენ გაზს და როცა ასანს აანთებ აუცილებლად მიიღებ სერიოზულ დამწვრობას. გადაგიჭრიან ტელეფონის სადენს, დააძრობენ წყლის ონკანებს, ან შენს კატას ჩაკეტავენ თავის ოთახში და რამოდენიმე დღით წავლენ სახლიდან. მშიერი კატა კნავილით იღებს ქვეყანას, ღამე ვერ იძინებ და საერთოდ რამოდენიმე ღამე... ან სულაც მთელ ხმაზე ამოუწევს ტელევიზორს და სახლიდან გავა. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ან მთელი ბინა ლოთდება, ვინაიდან ამხელა ემოციურ დატვირთვას ვერ უძლებენ, ან ხდება მკვლელობა, ვიღაცას კლავენ, მეორე ციხეში ჯდება და სახლს სახელმწიფო იტოვებს.
არ არსებობს არავითარი კანონი. მაგალითად, თუ სამოთახიან პრივატიზირებულ ბინაში ერთი ადამიანი ცხოვრობს, შეიძლება მოუვიდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ბინიდან გასახლებულია, ვინაიდან პრივატიზაცია სწორად არ არის გაკეთებული.
2000 წლიდან ვატარებ გაზეთს "Комсомольская правдвა", რომელშიც დაბეჭდილია გასული საუკუნის ფოტო, სადაც ბაზარში ბავშვის ხორცით ვაჭრობენ.
კიდევ ბევრი საშინელება ხდება, მაგრამ აღარ მინდა იმ საშინელებების თქვენთვის მოწერა.
ამ ყველაფერს ან ტელევიზიით გადმოსცემენ, ან მეზობლები ჭორაობენ ეზოში.
ოჯახში როცა ადამიანი კვდება, პირველ რიგში მილიცია დაკითხავს ოჯახის წევრებს, ხომ არ შემოაკვდა რომელიმეს.
მაგრამ რუსებს დამპყრობლის დიდი ამბიცია აქვთ, მაგალითად საქართველო თურმე რუსეთის გუბერნია ყოფილა, ასევე პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომელიც გერმანელი ფაშისტებისაგან გაანთავისუფლეს, და ამიტომ დამოუკიდებლად არსებობის უფლება არა აქვთ.
საქართველოში ბევრი მისტირის რუსეთთან "ურთიერთობის" პერიოდს და ამბობენ თითქოს კომუნისტური წყობა უფრო უკეთესი იყო. რასაკვირველია, ასე არ არის.
ამას კიდევ მინდა დავამატო, მხოლოდ მოსკოვში დაახლოებით ორ მილიონამდე მაწანწალა ბავშვია, მშობლებისაგან ნაცემები, გაუპატიურებულები, ნაშიმშილები< რომლებიც ივანოვმა მოხვეტა, დაბანა, ჩააცვა, აჭამა და რუსული არმია შექმნა. ის არმია, რომელიც 8 აგვისტოს გვებრძოდა და დღემდე გვებრძვის.
მე არ ვიცი, როგორ დაითანხმებენ რუსეთის მთავრობას საქართველოდან ჯარების გაყვანაზე, ეს ერთხელ მოახერხა სახაროვმა, როდესაც ავღანეთიდან რუსული ჯარი გამოაყვანინა და ამისათვის მოკლეს კიდეც ( ამაზე დოკუმენტური ფილმია).
მოსკოვიდან მატარებლით წამოვედი, ვინაიდან აეროპორტებში მგზავრებს ტანსაცმელს ხდიდნენ და ამოწმებდნენ,მთელი რკინიგზა თითქმის გასამხედროებულია, როგორც ჩვენთან იყო შევარდნაძის დროს, ყველგან რეკეტია.
შიში - აი რა მართავს რუსეთს.მთელი რუსეთი შიმშილობს, ლოთობს და ბარაკებში ცხოვრობს, გარდა მოსკოვისა, ფაქტიურად ფული არცერთ ქალაქში არ ტრიალებს. მოსკოვშიც ჩამოსულების ხარჯზე არსებობს, ადგილობრივი მაცხოვრებლები მდგმურების ხარჯზე.
მარგარეტ ტეჩერმა,  თქვა, თხუთმეტი ათასი რუსი აბსოლუტურად საკმარისია, ტერიტორიის ასათვისებლად და მუშახელად.
და რუსეთში აკი შექმნილია კიდეც საამისო პირობები, რომ მოსახლეობა თხუთმეტი ათასამდე შემცირდეს.
მე თავიდანვე გითხარით, რომ ბევრი საუკეთესო ადამიანია რუსეთშიც, რომლებიც შესანიშნავად აზროვნებენ და კარგად ხვდებიან, რაც ხდება მათ თავს და გარშემო.
გაზეთი "Аргументы и факты"  წერდა, რომ საჭიროა  რუსეთს მიხედოს მთავრობამ და
კავკასიას თავი დაანებოს, ვინაიდან რუსეთი ფიზიკური განადგურების ზღვარზეა.
ასევე ტელეარხი " Культура "  სისტემატიურად რუსეთის პრობლემებზე გადმოსცემს და მხარს უჭერენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდათ განვითარება.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები