ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივნისი, 2011


გდარდობ

წაიმგლისფერა...
ბინდმა _ მზეს
ჩამოუვარცხნა სხივები...
დაწალიკებულ ბილიკებს,
სავალად ვეღარ ვრიგდები...
გდარდობ...
და კალამს შევჩივლე,
გულს ჯავრი რით დავუფანტო,
ლექსს მე დავწერ,
თუ ლექსი - მე,
მადლობას გწირავ უფალო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები