ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


ბეღურაზამთრის

ო,ეს სურათიც ვეღარ მამშვიდებს.
ამ ყველაფრისთვის როგორ მეყურა?
მცირედი ჩქამიც მევე მაშინებს,
რადგან ჩიტი ვარ, ზამთრის ბეღურა.
ჰოდა, ჩიტი ვარ, მარცვლის მკენკავი,
თითქოს არ მინდა ქვეყნად მეტი რამ...
თუ დავრჩებოდი მარად ნეტავი,
რომ ანგელოზის ცრემლით მეტირა?!
ჩემი სურვილი,ყველა სიკეთე,
რაღაც მიწაზე ვეღარ მორიგდა.
კაცი ვიყავ და ჩიტად ვიქეცი,
ჩიტი გავხდი და ფრენა მომინდა.
ო,ეს სურათიც ვეღარ მამშვიდებს.
ამ ყველაფრისთვის როგორ მეყურა?
მცირედი ჩქამიც მევე მაშინებს,
რადგან ჩიტი ვარ,ზამთრის ბეღურა.

                                      ზაალ ჯალაღონია





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები