ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2011


შენ...

ისევ მონატრება მომერია,
იცი როგორ მინდა მოგეხვიო?!
შენი ტანი იყოს როიალი
ჩემი თითები რომ მოგერიოს.
ისევ მომელანდე დაისისას,
ტილო საღებავით კვლავ დავსვარე,
დღე უკუნეთით გაიცრიცა
მთვარე ყრუ ღრუბლებში დასრიალებს...
ლექსად აგიხსენი სიყვარული,
მიყვარხარ-
ისევ ფურცელს ჩავჩურჩულე,
და მაინც არ ვიცი სინანული,
ჩვენზე ხომ ჩიტებიც ჩურჩულებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები