| ავტორი: მენთოლლ ჟანრი: პოეზია 8 ივნისი, 2011 |
ვაჟამ ინატრა ბალახი, ქვეყნად ხომ მისთვის ეწამა. აღარ სჩვეოდა ღალატი, მგოსანს ფერიც კი ეცვალა. ღვია და დეკა საუფლო, სულის ზიარი გახადა. მან აღიმაღლა ხმა უფრო, ზეციურ ბილიკს სახავდა. მთაში დაირწა აკვანი, იმ აკვანს ქარი არწევდა. მზე გახდა ამოსაყვანი უკუნს შუქად რომ აქცევდა. ის მეუფესთან მორჩილი აღარ მისულა მუდარით, არ იყო, ძმებო, ცოდვილი, არ დაფარულა სუდარით. თვითონ პირიმზეს მოჰგავდა სალი კლდეების ჭიუხში. ჯერ მონადირედ მოგვადგა და გადინაცვლა სხიურში. ის ცვილი ფშავში აინთო, მტირალი სტვირი–ქონება, შავ დროს მოსულო რაინდო, ღმერთმა განიჭოს ცხონება! მჯერა,ზეცისკენ წახველი, მეუფეს უთხარ სიმართლე. ხალხის ნაქნევით გახევდი, ვერ აიტანე სიმდაბლე. ბუნებამ ენა აიდგა, ჰანგმაც შეიგრძნო სიახლე. ლექსი ღვთიურად დაიძრა, თვით მეცხრე ცამდე იახლე. მაშინ ფერიც კი ეცვალა ზეღვთიური და ნალაღი. ქვეყნად ხომ მისთვის ეწამა, ერთხელ ენატრა ბალახი!
ზაალ ჯალაღონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა ყველას ვინც ამ ლექსში ჩემი სული დაინახა. მადლობა ყველას ვინც ამ ლექსში ჩემი სული დაინახა.
14. კარგია, წარმატებები! კარგია, წარმატებები!
13. ბუნებამ ენა აიდგა, ჰანგმაც შეიგრძნო სიახლე. ლექსი ღვთიურად დაიძრა, თვით მეცხრე ცამდე იახლე.
კარგია........ ბუნებამ ენა აიდგა, ჰანგმაც შეიგრძნო სიახლე. ლექსი ღვთიურად დაიძრა, თვით მეცხრე ცამდე იახლე.
კარგია........
12. რა თქმა უნდა გაქვთ,მაგრამ რისთვისაც ეწამები მისი მონატრება დასაშვებია პოეტურად. რა თქმა უნდა გაქვთ,მაგრამ რისთვისაც ეწამები მისი მონატრება დასაშვებია პოეტურად.
11. ვაჟამ კი ინატრა, მაგრამ დღეს ძალზე ცოტა ვინმე ინატრებს ალბათ... წარმატებები ვაჟამ კი ინატრა, მაგრამ დღეს ძალზე ცოტა ვინმე ინატრებს ალბათ... წარმატებები
10. ინატრა ერთია და მისთვის წამება მეორე. რა ვიცი შესაძლოა ვცდები, მაგრამ იმედია მაქვს მცდარი აზრის ქონის უფლება. :) ინატრა ერთია და მისთვის წამება მეორე. რა ვიცი შესაძლოა ვცდები, მაგრამ იმედია მაქვს მცდარი აზრის ქონის უფლება. :)
9. ვაჟამ სიკვდილის წინ ინატრა ბალახები,ყვავილები,უცნაურს რას ხედავთ? ვაჟამ სიკვდილის წინ ინატრა ბალახები,ყვავილები,უცნაურს რას ხედავთ?
8. არ მომწონს. ცოტა უცნაური დასაწყისი აქვს (შინაარსობრივად). არ მომწონს. ცოტა უცნაური დასაწყისი აქვს (შინაარსობრივად).
7. არ მომეწონა. არ მომეწონა.
5. ეს თქვენი პრობლემაა,ისე ამ ლექსში სიყალბე ნამდვილად არ არის. ეს თქვენი პრობლემაა,ისე ამ ლექსში სიყალბე ნამდვილად არ არის.
4. არც ჯალაღონიობამ უშველა ამ ლექსს ჩემს თვალში და არც მენთოლობამ :) არც ჯალაღონიობამ უშველა ამ ლექსს ჩემს თვალში და არც მენთოლობამ :)
1. ბუნებამ ენა აიდგა, ჰანგმაც შეიგრძნო სიახლე. ლექსი ღვთიურად დაიძრა, თვით მეცხრე ცამდე იახლე. მაშინ ფერიც კი ეცვალა ზეღვთიური და ნალაღი. ქვეყნად ხომ მისთვის ეწამა, ერთხელ ენატრა ბალახი!
მაგარია ძმაო! 55555 ღმერთმა გაგაძლიეროს! ბუნებამ ენა აიდგა, ჰანგმაც შეიგრძნო სიახლე. ლექსი ღვთიურად დაიძრა, თვით მეცხრე ცამდე იახლე. მაშინ ფერიც კი ეცვალა ზეღვთიური და ნალაღი. ქვეყნად ხომ მისთვის ეწამა, ერთხელ ენატრა ბალახი!
მაგარია ძმაო! 55555 ღმერთმა გაგაძლიეროს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|