წინ მომეგება ჩემი სოფლის თბილი ნიავი და ჩემში რაღაც მიმოძებნაUურჩი თვალებით, ვეღარ იპოვა, ვერც ქაჯანა, ვერც ქარიშხალა, სიყვარულით, რომ მეძახოდნენ სოფლის ქალები, ნაცნობ ცაცხვის ქვეშ გაწოლილი მეჩხერი ჩრდილი, მხრების ტაატით აჰყოლოდა ჩიტის გალობას, და ცაცხვის ტანზე აკოჟრილი რუხი მკლავებით, ეძებდა ჩემში, შორს დარჩენილ ყმაწვილ-ქალობას. კვლავ გამახსენდა, ფეხშიშველა მის ფესვზე ჯდომა ჭექა-ქუხილით ატანილი შიშის კანკალი წენგოს წვენისგან დალაქული ათივე თითი და გატენილი ჯიბეები ნედლი კაკალით ბლის კენწეროზე შეხუნძლული უბნის ბავშვები და ბებოს სხვენში მოპარული ტკბილი ნუგბარი ნახირის მოსვლის მოლოდინში ჭრელი თავშლები, და საჭორაოდ გამოსული მთელი უბანი ბურთის თამაშში გაყვლეფილი ნორჩი მუხლები და მაყვლის კრეფით დაკაწრული წვრილი მკლავები ბაღჩაში მყოფი დედაჩემი მუხლმოუღლელი და მამაჩემის სიყვარულით სავსე თვალები. ახლა კი ობლად შემოვმდგარვარ ნაცნობ ბილიკებს აღარსად ისმის მოკისკისე ხმები ბავშვების და ჩემ კარებთან გადაბრეცილ ძველისძველ სკამზე ჩამომჯდარიყვნენ მოხუცები შავი თავშლებით, შემომეგება დედაჩემის ნათელი სახე უმამაჩემოდ დარჩენილი ბებერი ხარო, მე ყველა დროის სიკეთეც და სიავეც ვნახე ახლა დედა ვარ, და ბებია და ამით ვხარობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ++ ძალიან თბილია :) ++ ძალიან თბილია :)
12. ყველას დიდი მადლობა შეფასებისატვის. ყველას დიდი მადლობა შეფასებისატვის.
11. ძალიან კარგია, მელოდიური და მართლაც თბილი...:) და ცაცხვის ტანზე აკოჟრილი რუხი მკლავებით, ეძებდა ჩემში, შორს დარჩენილ ყმაწვილ-ქალობას..... მშვენიალური სიტყვებია!...:) 5 ძალიან კარგია, მელოდიური და მართლაც თბილი...:) და ცაცხვის ტანზე აკოჟრილი რუხი მკლავებით, ეძებდა ჩემში, შორს დარჩენილ ყმაწვილ-ქალობას..... მშვენიალური სიტყვებია!...:) 5
10. ლეილა შეუდარებელი მომღერალია ლექსითაც და სიმღერითაც, გულდასაწყვეტია, რომ დიდ სცენაზე უარი თქვა! ლეილა შეუდარებელი მომღერალია ლექსითაც და სიმღერითაც, გულდასაწყვეტია, რომ დიდ სცენაზე უარი თქვა!
9. ჰო, თბილია :)
ჰო, თბილია :)
8. თბილია და საყვარელი :) თბილია და საყვარელი :)
7. ნუ კახეთი ვიგრძენი და ბევრი რაღაც მეჩემა და კონკრეტულად რომელი რაიონი და სოფელია ვერ ვიტყვი.... ალბატ ავტორი მეტყვის....
ირმების გადმოსახედოოოო კახეთო, ჩემო კახეთოოოო დააააა............ :):):) ნუ კახეთი ვიგრძენი და ბევრი რაღაც მეჩემა და კონკრეტულად რომელი რაიონი და სოფელია ვერ ვიტყვი.... ალბატ ავტორი მეტყვის....
ირმების გადმოსახედოოოო კახეთო, ჩემო კახეთოოოო დააააა............ :):):)
6. მარიკო... აქ ახმეტის სურნელი იგრძნობა და ალბათ არ ვცდები :) მარიკო... აქ ახმეტის სურნელი იგრძნობა და ალბათ არ ვცდები :)
5. წენგოს წვენისგან დალაქული ათივე თითი და გატენილი ჯიბეები ნედლი კაკალით
ნახირის მოსვლის მოლოდინში ჭრელი თავშლები, და საჭორაოდ გამოსული მთელი უბანი
და ჩემ კარებთან გადაბრეცილ ძველისძველ სკამზე ჩამომჯდარიყვნენ მოხუცები შავი თავშლებით,
უუუჰჰჰჰ მართლაც მომეწონა, რაღაცნაირია რაა.... მგონი კახელი ხართ და იქნებ მითხრათ საიდან? :) წენგოს წვენისგან დალაქული ათივე თითი და გატენილი ჯიბეები ნედლი კაკალით
ნახირის მოსვლის მოლოდინში ჭრელი თავშლები, და საჭორაოდ გამოსული მთელი უბანი
და ჩემ კარებთან გადაბრეცილ ძველისძველ სკამზე ჩამომჯდარიყვნენ მოხუცები შავი თავშლებით,
უუუჰჰჰჰ მართლაც მომეწონა, რაღაცნაირია რაა.... მგონი კახელი ხართ და იქნებ მითხრათ საიდან? :)
4. აი ძალიან ვიგრძენი და მესიამოვნა !!!!! 5555555555555555555555 აი ძალიან ვიგრძენი და მესიამოვნა !!!!! 5555555555555555555555
3. ძალიან მომეწონა... ძალიან მომეწონა...
2. ყოველი ნერვით ვიგრძენი...:( ყოველი ნერვით ვიგრძენი...:(
1. კარგი ლექსია, თბილი, გულიანი. მოგონებების აღმძვრელი
"ვეღარ იპოვა, ვერც ქაჯანა, ვერც ქარიშხალა, სიყვარულით, რომ მეძახოდნენ სოფლის ქალები,"
"ბურთის თამაშში გაყვლეფილი ნორჩი მუხლები და მაყვლის კრეფით დაკაწრული წვრილი მკლავები" კარგი ლექსია, თბილი, გულიანი. მოგონებების აღმძვრელი
"ვეღარ იპოვა, ვერც ქაჯანა, ვერც ქარიშხალა, სიყვარულით, რომ მეძახოდნენ სოფლის ქალები,"
"ბურთის თამაშში გაყვლეფილი ნორჩი მუხლები და მაყვლის კრეფით დაკაწრული წვრილი მკლავები"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|