წასვლის დროც მოვიდა.. ვემშვიდობები ზღვას და ზღვის მზეს .. მატარებელში ასვლისთანავე გავითავისე სიტუაცია და ატმოსფერო .. ვიგრძენი რომ რაღაც არაჩვეულებრივს ვნახავდი .. კარგად მოვკალათდი ფანჯარასთან და თავი მივეცი მუსიკას .. ნაზი ხელის , ჰაეროვანი მოძრაობებით შექმნილი სტოკატო, მიცვლიდა მატარებლის რიტმს და გრძელ ელეგანტურ ლეგატოს მიტოვებდა დესერტად .. თხელი თითები თითქოს ეფერებოდნენ კლავიშებს .. არც კი ეხებოდნენ და საპირისპიროდ ღვთაებრივ მუსიკის ტალღებს ქმნიდნენ , რომელთა ქიმზე დავცურავდი მე .. არაფერია ქალზე ლამაზი და მითუფრო როიალზე დაკვრისას , ეს სანახაობაა რომლის სწორად გრძნობით შეიძლება ანგელოზთა საუბრის ნახვა და მითუფრო მოსმენა .. ეს შავი , ღრმა და ელეგანტური ქმნილება რამხელა გრძნობას იტევს ოქტავიდან ოქტავამდე , თუნდაც ორ მეზობელ ნოტს შორის რამხელა დიაპაზონია .. რამდენი გრძნობა და ემოციაა .. თითოეული მათგანი ცალკე აღებული სონატაა ,ხოლო ამ გრძნობათა ერთობლიობა უკვე სიმფონია .. ჰარმონია .. ჰაეროვნება , ღვთაებრიობა და უშრეტი ულევი სილამაზე .. ასეთ სიამოვნებაში გადავარდნილს დამავიწყდა საწუთროება და ის სანახაობაც რისთვისაც გახარებულმა ამოვირჩიე ადგილი ფანჯარასთან .. თვალდახუჭულს იმხელა და ისეთი პეიზაჟები მეშლებოდა წინ რომ თვალის გახელა შემეშინდა , ვაითუ გავაყოლო და პირველი საშინელება დავინახოთქო .. გავრისკე და გავახილე .. მზე .. ღონემიხდილი .. თვალუწდენელი მინდვრები .. თავისუფალი ჰაერი და გაწელილი ჯუჯა ბუჩქები .. რომლებიც ქრებოდნენ დროდადრო , რჩებოდა მხოლოდ მზე და გრძნობა ამ სივრცისა .. ვისუნთქავ ამ ყველაფერს გზაში და ერთბაშად უნდა ამოვისუნთქო , ეს ის 4 წამია როცა მთელს სამყაროს გრძნობ .. ამისთვის ღირს ცხოვრება .. მაგრამ სამწუხაროდ ყველა როდი ახერხებს ამას .. შორი მთები მიეულ ხმას გვანან როიალის უკანასკნელ ოქტავაზე ობლად აკრეფილს კლავიშებიდან .. მათ წინ გადაშლილა უზარმაზარი მწვანე ველი , გადმოსული , ნელი ხელის მოძრაობით მთელს შვიდ ოქტავაზე .. სიმინდის მდელოები ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან მარჯვნივ , ხანაც მარცხნივ მიაქანებს სათუთი სიო და თითქოს როიალის მტვერაყრილ ნაწარმოებს აკვრევინებს .. მოსჩანს სახლი .. 2 წამით გაუჩინარდა .. მაგრამ რჩება იქ სადაც იყო, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ , ჩვენ დავივიწყეთ , ჩვენ სხვა ნოტზე გადავედით , დარჩა მზე და დარჩა მდელო , დარჩა ცა და დარჩა როიალი .. დარჩა მთები და დარჩნენ შორს ასაღები ნოტები ობლად რომ ჩამტვერილან ..
ანეკდოტი გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში ყურში ვუყვებოდით ერთმანეთს: გამოფენაზე ყველა ნახატი ლენინის პოლონეთში ყოფნას ასახავს. და აი, ერთ-ერთ სურთათზე მხოლოდ ლოგინი ხატია, სადაც ფეხების ორი წყვილი მოსჩანს საბნიდან. - ეს რა არის? - კითხულობს დამთვალიერებელი. - "ლენინი პოლონეთში"... - პასუხობს მხატვარი. - ეს ვისი ფეხები ჩანს? - ნადეჟდა კრუპსკაიასი... - ეს მეორე ვინღაა? - დერჟინსკი... - დერჟინსკი? კი, მაგრამ, ლენინი სადღაა? - ლენინი პოლონეთშია!... - იყო პასუხი.
სკარლეტი, ალბათ, ჯორჯიაშია, ხომ? :)))))
და სკარლეტი სად იყო? :))))
ანეკდოტი გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში ყურში ვუყვებოდით ერთმანეთს: გამოფენაზე ყველა ნახატი ლენინის პოლონეთში ყოფნას ასახავს. და აი, ერთ-ერთ სურთათზე მხოლოდ ლოგინი ხატია, სადაც ფეხების ორი წყვილი მოსჩანს საბნიდან. - ეს რა არის? - კითხულობს დამთვალიერებელი. - "ლენინი პოლონეთში"... - პასუხობს მხატვარი. - ეს ვისი ფეხები ჩანს? - ნადეჟდა კრუპსკაიასი... - ეს მეორე ვინღაა? - დერჟინსკი... - დერჟინსკი? კი, მაგრამ, ლენინი სადღაა? - ლენინი პოლონეთშია!... - იყო პასუხი.