 | ავტორი: ლილიტი ჟანრი: პროზა 14 ივნისი, 2011 |
"დაიმახსოვრე!არსებობენ ქალები,რომელთა დასავიწყებლად მთელი ცხოვრებაც არაა საკმარისი..."
"ტრიუმფალური დაბრუნება" აეროპორტიდანვე ამეკვიატა და სანამ სახლში მივიდოდი,სანამ კიბის თითოეულ საფეხურს ავივლიდი,თავში ათასნაირი გეგმა მოვხაზე.ძნელია,როცა ბრუნდები და თან ამდენი ხნის შემდეგ.მე ხომ არ ვიცოდი,როგორ დამხვდებოდი,ან საერთოდ დამხვდებოდი თუ არა. კარზე ზარი დიდი სიფრთხილით დავრეკე,მერე მხრებში გავიმართე,თავი ამაყად ავწიე და "FEMME FATALE" -ს სახეც "დავკერე".შენი ნაბიჯების ხმა და მე ვიგრძენი,რომ მუხლებმა მიმტყუნეს.გასაღები ნელა გადატრიალდა საკეტში და კარი გაიღო. შენ-ზოლებიანი ხალათით,ნამძინარევი სახით,პირში გვერდულად გაჩრილი სიგარეტით და აჩეჩილი თმით."ღმერთო ჩემო!სულ არ შეცვლილხარ!"-ჩემთვის გავიფიქრე.გულგრილი მზერით ამათვალიერე და მერე ასევე გულგრილად შემიშვი სახლში. აქაც არაფერი შეცვლილა,ისევეა,თითქოს გუშინ გავსულიყავი აქედან.არ ვიცი,როგორ ახერხებ დროის გაჩერებას. -გამარჯობა!-ვჯდები სკამზე შენ წინ.ფეხს ნელა ვიდებ ფეხზე და სიგარეტს ვუკიდებ.(კარგად დამუშავებული მანერა.) პირველი ღერი,როგორც ყოველთვის თავბრუს მახვევს.ოდნავ გადავწიე თავი.(წინასწარ გავთვალე) ვიცი,რომ ჩემ ყელს უყურებ,ისიც ვიცი,რომ სკამის სახელურებს შენი ნათითურები დააჩნდა მოჭერისგან. -ჰა,რას იტყვი?არ მოგენატრე?-გეკითხები და მზერას სადღაც კედლის კუთხეში ვკიდებ. პასუხად არაფერი.თვალები-ყველაფრისმთქმელი.ტუჩის კუთხესთან გამექცა ღიმილი. -სამი გრძელი წელი გავიდა.და აი,მეც მოვედი.ნუ მიყურებ ისე,თითქოს პირველად მხედავდე,რა იყო უკვე დაგავიწყდი?ეს ხომ შენთვის ასე ნაცნობი სახეა,ნაცნობი ტუჩები,თითები,სხეული.ვარცხნილობა შევიცვალე სულ ესაა...და კიდევ ახლა უფრო დიდი გოგო ვარ.აბა შენ რას შვები?როგორ ცხოვრობ უჩემოდ?-თვალს გიკრავ.შენ არფერს მპასუხობ.დგები.ფანჯარასთან მიდიხარ და ჩვეული მანერით ისევ აგრძელებ გვერდულად მოწევას. შენ ჩემი თამაშისთვის არ გცალია.შენთვის,როგორც ყოველთვის,ბავშვად ვრჩები. "ტრიუმფალური დაბრუნება" ჩამეშალა...ნიკაპი ამიკანკალდა,როგორც ბავშვობაში,და ცრემლები მომაწვნენ თვალებში.სიგარეტი მთელი ძალით ჩავჭეჭყე საფერფლეში. მთელი სამი წლის მანძილზე მხოლოდ ცრემლების შეკავება მისწავლია.ესეც საქმეა. სპეციალურად შენ დასნახად ნაყიდი წითელი,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე,შავი,პატარა კაბაც მოვიშორე,ჩემი ძვირფასი ვარცხნილობაც ავიჩეჩე და კოსად შევკარი. შენ ნელა მობრუნდი.ერთი ამათვალიერე და გულგრილად გამიარე.მხოლოდ სამზარეულოდან მომესმა შენი ხმა: -ყავას დალევ?-რა კარგი ფრაზაა ამდენი წლის შემდეგ. .................................................................. ღამით ჩვეულებრივ დავწექით,თითქოს ეს უზარმაზარი სიცარიელე არც არასდროს ყოფილა ჩვენ შორის.მე ჯერ კიდევ ჩაშლილ "ტრიუმფალურ დაბრუნებაზე" ვფიქრობდი.თავი საშინლად მარტოდ ვიგრძენი.თითქოს ამ სახლში შენ კი არა შენი აჩრდილი დამხვდა.შემცივდა და უკვე უიმედობამ შემიპყრო-მე შენთვის მივიწყებული,გაფერმკრთალებული ყოფილი ქალი ვიყავი,სხვა არაფერი,რომელსაც ერთი ღამე გაათენებინე შენ ჭერქვეშ. უკვე ჩაძინებულმა ვიგრძენი,როგორ ამოძრავდნენ შენი თითები ჩემ სახეზე,როგორ მოხაზეს შენმა ხელებმა ჩემი სხეულის კონტურები.თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობდნენ. -მერე პრინცმა მძინარე მზეთუნახავს აკოცა,და მანაც თვალები გაახილა-მისი ხმა ტკბილად ჩამესმა,თვალები გავახილე და ორი წვრილი სალტე შემოვაჭდე კისერზე. -სულელო,დაიმახსოვრე!არსებობენ ქალები,რომელთა დასავიწყებლად მთელი ცხოვრებაც არაა საკმარისი...-კოცნისგან სუნთქვა შემეკრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. აი, კარგი იყო. მართლა კარგი :) აი, კარგი იყო. მართლა კარგი :)
20. გვანც კი წავიკითხე და შეგიფასე კიდეც ხუთით, მაგრამ კომენტარი ვეღარ დავწერე და ახლა შემოვბრუნდი აქ :*
როგორც ყოველთვის ემოციური ნაწერია გვანც კი წავიკითხე და შეგიფასე კიდეც ხუთით, მაგრამ კომენტარი ვეღარ დავწერე და ახლა შემოვბრუნდი აქ :*
როგორც ყოველთვის ემოციური ნაწერია
19. მაგარიააა! +2 :) მაგარიააა! +2 :)
18. კარგია, მართლა სუნთქვა შემეკრა :*... კარგია, მართლა სუნთქვა შემეკრა :*...
17. ქეთო რა საყვარელი ხარ... :-* ქეთო რა საყვარელი ხარ... :-*
16. ნამდვილად არსებობენ ქალები, რომელთაც დავიწყება შეუძლებელია.....!
.... და შენ ნამდვილად განეკუთვნები ამ ქალების რიცხვს!
:* ნამდვილად არსებობენ ქალები, რომელთაც დავიწყება შეუძლებელია.....!
.... და შენ ნამდვილად განეკუთვნები ამ ქალების რიცხვს!
:*
15. გაიხარე ოთარ. :) გაიხარე ოთარ. :)
14. კარგია, რომ დაბრუნდი. :) მომენატრე და მოგიკითხე. ;) ;;) კარგია, რომ დაბრუნდი. :) მომენატრე და მოგიკითხე. ;) ;;)
12. რა, სიცილი აკრძალულია? :) რა, სიცილი აკრძალულია? :)
11. რა გაცინებს ახალგარდავ? რა გაცინებს ახალგარდავ?
8. ნუ წაიკითხავ მერე შენც... :D ლაცაბიძეეე.. :P ნუ წაიკითხავ მერე შენც... :D ლაცაბიძეეე.. :P
7. გვანცა შე სვანო.
:დ
მეზარება წაკითხვა. გვანცა შე სვანო.
:დ
მეზარება წაკითხვა.
6. მგონი ადრეც გითხარი: დასწრების ეფექტს მიქმნი კითხვისას.....ეს კი ყველაზე მეტად მომწონს.. მგონი ადრეც გითხარი: დასწრების ეფექტს მიქმნი კითხვისას.....ეს კი ყველაზე მეტად მომწონს..
5. ცოტას ვწერ დროიან...მძაფრი ემოციები მჭირდება ხოლმე.. :) მიხარია რომ გახსოვარ,მადლობა :) ცოტას ვწერ დროიან...მძაფრი ემოციები მჭირდება ხოლმე.. :) მიხარია რომ გახსოვარ,მადლობა :)
4. მგონი მახსოვხარ შენ ადრე გედო რამდენიმე პროზა......თითქმის ერთი შინაარსის, რამდენჯერ შემოვსულვარ მათ სანახავად, ბოლოს კი აღარ დამხვდა......
ესე თითქოს მათი გაგრძელება იყო.......
მე ძალიან მომწონხარ როგორც ავტორი..
ცოტას წერ მგონი(ან ცოტას აქვეყნებ), სამწუხაროდ ჩემთვის..ძალიან.. მგონი მახსოვხარ შენ ადრე გედო რამდენიმე პროზა......თითქმის ერთი შინაარსის, რამდენჯერ შემოვსულვარ მათ სანახავად, ბოლოს კი აღარ დამხვდა......
ესე თითქოს მათი გაგრძელება იყო.......
მე ძალიან მომწონხარ როგორც ავტორი..
ცოტას წერ მგონი(ან ცოტას აქვეყნებ), სამწუხაროდ ჩემთვის..ძალიან..
3. იმედია,იქნება..მუზაზე ვართ დამოკიდებული.. ;) იმედია,იქნება..მუზაზე ვართ დამოკიდებული.. ;)
2. არაჩვეულებრივად წერთ,გაგრძელება იქნება? კარგი პროზის დასაწყისია. არაჩვეულებრივად წერთ,გაგრძელება იქნება? კარგი პროზის დასაწყისია.
1. არსებობენ ქალები,რომელთა დასავიწყებლად მთელი ცხოვრებაც არაა საკმარისი..." ერთ-ერთ საიტელის დღიურში წავაწყდი და ახლა გამახსენდა....
არიან ქალები- უდაბნოები, ისინი უნდა გადალახო და დატბორო. არიან ქალები- ჭაობები, ისინი უნდა ამოაშრო. არიან ქალები- ლარნაკები, ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო, ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები, რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე! არიან ქალები- ტოლჩები, რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო, არიან ქალები- ყრუ კედლები, მათ უნდა გვერდი აუქციო. არიან ქალები- ხელსახოცები, ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს, მერე არავის არაფერში არ სჭირდება. არიან ქალები -გუშინდელი გაზეთები, მათ არავინ აღარ კითხულობს. არიან ქალები-ფორმულები, მათ ძუძუებს დაავიწყდათ მამაკაცების ტუჩების ელდა. არიან ქალები - მყუდრო ოთახები, შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო, არიან ქალები- ნიაღვრები, რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან, არიან ქალები, მათ "სიყვარულზე" ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს. არიან ქალები, რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ. არიან ქალები, მუდამ ჩვენთან არიან ქალები, არიან ქალები- რომელთაც გვშობეს, არიან ქალები- დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს , არიან ქალები- ჩვენი შვილები, ჩვენ მიერვე ჩვენივ ჟინისგან გამოჩორკნილნი, არიან ქალები... და არიან კიდევ ქალები-პოეტები, დაღლილნი და ღამეებს მარტოობას შეფარებულნი, ქალები- ტკივილები "თვალების რაფაზე ჩამოწყობილი ცრემლებით", ქალები, რომელთაც შეუძლიათ მამაკაცების ბინძური გულები- ავგიას თვალები გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ, ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები, ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი სურნელია ბალახების, მზის და გვირილის, ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად არიან ქალები, ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები, ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები, რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არვის, რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს ჩვენი ცოდვები და ტკივილები. რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ უდაბნოები- ქალები და კიდევ ქალები-ჭაობები და ლარნაკები, თქვენ უნდა იყოთ ქალები- ტოლჩები, ქალები-კედლები, ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები, თქვენ უნდა იყოთ ქალები-მყუდრო ოთახები და ის ქალები, სუყველანი, რომლებიც "უბრალო " ქალები არიან და ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან, დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ, ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები ძალიან დიდხანს ნამალავი და უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით, ქალები- პოეტები ლურჯი ზმნებებით და "ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ზღვაში გახრჩობთ", ქალები-პოეტები, რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ: დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!
შოთა იათაშვილი არსებობენ ქალები,რომელთა დასავიწყებლად მთელი ცხოვრებაც არაა საკმარისი..." ერთ-ერთ საიტელის დღიურში წავაწყდი და ახლა გამახსენდა....

შოთა იათაშვილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|