იყო ტკივილი, ცოტა ცრემლიც... მცირე პაუზაც... ლურჯი თვალები... ყინულივით ცივი თვალები... იყო ეჭვებიც, სიძულვილიც.. მერე სხვა მუზაც, აპრილის ღამის მოლოდინში დანაბერები.
შემომეგებე გარიჟრაჟზე იანვრის დილას, ალაკრულ სხეულს შეგხაროდა სხივი ყოველი, ყველა სიხარულს ვამჯობინე მე შენი ხილვა, უთქმელად ვგრძნობდი, თუმც რომ იყავ მიუწვდომელი...
ლამის ნაბიჯი, უფრო მცირეც დასჭირდა თითქმის, ამ სიძულვილის სიყვარულის ფრთებით შემკობას, შენ მოგიძღვენი, რაც კი ლექსად ან ლოცვად ითქმის, ვარდის სურნელის შენს სხეულში შევძელ შეგრძნობა.
ისევ გარდეხსნა მირაჟების ზღვას გასავალი, ლალისფერ სულში მიფათურებს ხელებს ეჭვები, იშორებ ცრემლებს, მენუგეშედ გრჩება საბანი, სიმარტოვის ჟამს, მასზე ფიქრებს კი ვერ ეშვები.
ამძიმებს ოთახს უსუსური ,ფუჭი ფიქრები... დაღამდა, მაგრამ დასასრული ეს არ მგონია. მესმის მუსიკა, მელოდია ძველი სიმღერის, ისეთი, როგორც წინად მიჯნურს გამიგონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჯინას ვეთანხმები....... წარმატებები.....:) ჯინას ვეთანხმები....... წარმატებები.....:)
7. ჯინას ვეთანხმები....... წარმატებები.....:) ჯინას ვეთანხმები....... წარმატებები.....:)
6. ნათია ყოჩაღ...ბრავო 5 ნათია ყოჩაღ...ბრავო 5
5. წინად <<წინათ
ლამაზი სევდაა დახატული... იქნებ ფინალი შეგეცვალათ, თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება. წარმატებები!!! წინად <<წინათ
ლამაზი სევდაა დახატული... იქნებ ფინალი შეგეცვალათ, თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება. წარმატებები!!!
4. მელოდიურია. უბრალოდ, ცოტაა გაამარტივეთ, უფრო სადად რომ იყოს.
იყო ტკივილი, ცოტა ცრემლიც... მცირე პაუზაც... ლურჯი თვალები... ყინულივით ცივი თვალები... -აი, დახლოვებით ამ სტილშივე რომ გაგრძელებულიყო. მელოდიურია. უბრალოდ, ცოტაა გაამარტივეთ, უფრო სადად რომ იყოს.
იყო ტკივილი, ცოტა ცრემლიც... მცირე პაუზაც... ლურჯი თვალები... ყინულივით ცივი თვალები... -აი, დახლოვებით ამ სტილშივე რომ გაგრძელებულიყო.
3. ხო.. ვიცი.. სუსტია აზრობრივადაც და შესრულებითაც.. და იმედია მართლაც დავიხვეწები, მაგრამ ამ ლექსს სხვა სიმბოლური დატვირთვა ქონდა, რომლის აღმოჩენასაც ძალიან დაკვირვებული თვალი სჭირდებოდა..ასე რომ სულ ჩემი ბრალიც არ არის თუ აზრი ვერ უპოვეთ!:):) ხო.. ვიცი.. სუსტია აზრობრივადაც და შესრულებითაც.. და იმედია მართლაც დავიხვეწები, მაგრამ ამ ლექსს სხვა სიმბოლური დატვირთვა ქონდა, რომლის აღმოჩენასაც ძალიან დაკვირვებული თვალი სჭირდებოდა..ასე რომ სულ ჩემი ბრალიც არ არის თუ აზრი ვერ უპოვეთ!:):)
2. ჯინას ისე კარგად უთქვამს ყველაფერი: )) ჯინას ისე კარგად უთქვამს ყველაფერი: ))
1. სუსტია ყველა კრიტერიუმით – აზრობრივად, შესრულებით...
ალაკრული სხეული იანვრის თვეში ნამეტანი ძნელი წარმოსადგენია, თუ ეკვატორზე არ ხდებოდა ის ყოველივე (თუკი შეიძლება მოხდეს), რაც ლექსშია (თუნდაც წარმოსახვით)...ისე "ალაკრული" სახე ლეონიძის მარიტას ჰქონდა, მაგრამ ის სულ სხვა ლიტ. სახე იყო... ნუ აიღებთ ასე უპარდონოდ სხვათა ფრაზებს და ისიც ასე შეუფერებლად!
ნუ მიწყენთ ავტორო, მეტი იკითხეთ და დაიხვეწებით! წარმატებებს გისურვებთ! სუსტია ყველა კრიტერიუმით – აზრობრივად, შესრულებით...
ალაკრული სხეული იანვრის თვეში ნამეტანი ძნელი წარმოსადგენია, თუ ეკვატორზე არ ხდებოდა ის ყოველივე (თუკი შეიძლება მოხდეს), რაც ლექსშია (თუნდაც წარმოსახვით)...ისე "ალაკრული" სახე ლეონიძის მარიტას ჰქონდა, მაგრამ ის სულ სხვა ლიტ. სახე იყო... ნუ აიღებთ ასე უპარდონოდ სხვათა ფრაზებს და ისიც ასე შეუფერებლად!
ნუ მიწყენთ ავტორო, მეტი იკითხეთ და დაიხვეწებით! წარმატებებს გისურვებთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|