ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2011


ბაბუს

ბაბუ მისმენ?
შენში ყოფნა მენატრება...
სამესიზმრე ერთხელ მაინც,
ნუთუ ასე გენანება?
ბაბუ ხედავ? შენს ნაკვალევს მოვაბიჯებ...
გავბედე და გაგიტოლდი,
ბა, ზეციდან ხომ არ მიწყენ?
შენს ტკბილ სულში მენატრება,
რომ მძირავდი ფერებით.
მიძერწავდი აზროვნებას,
შენი თბილი ხელებით..
ბაბუ ისე დავმარტოვდი,
გული ისე დამიშრა,
მოსაყოლი დამიგროვდა,
შორს მყავხარ და გაჭირდა!
შენს ლექსებში ჩაკითხული
თვალებიდან ვიცრემლი
ჩვენს ერთობას ვიგონებ და
სიამაყით ვივსები.
ჩემი სევდა ამ წვიმაზე
ბევრად უფრო სველია,
მხოლოდ ხსოვნამ დაგიტოვა,
ო, როგორი ძნელია.
მაგრან იცი ეს ქვეყანა
რა შავ-თეთრი ფერია...
ბოლოს, ჩვენი ერთად ყოფნა
საუკუნოდ წერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები