 | ავტორი: ჯოზეფი ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2011 |
ვადგამ ნაბიჯებს სწრაფად, ხასიათი ცვალებადია და სუნთქვის მანერაც.
მინდა რომ მალე ვიმოგზაურო, დროს გადავუსწრო და არ ვიფიქრო ხანდახან მაინც. ცვალებადია ჩემი მიდგომა, ეს ხომ არავის უსწავლებია...
დედაჩემმა მაჩუქა წინდა, მინდა გავცვითო მაგრამ ამაოდ, ჯერ ხომ თავისიც სულ ახალია.
იმ დღეს ჰულა-ჰუპს ვატრიალებდი, და დამაფიქრა მისმა ბზრიალმა. როცა მორევმა სულ ჩამითრია და შემახვედრა ნაცნობ გარემოს, როცა ცხოველმა გამოიღვიძა და შეიცვალა უკვე გარეთ დროც...
ვარ პრინციპული, წინდახედული, ვიყურები როცა ნაბიჯს ვდგამ! თითქმის უძილოს მიყვარს სიბნელე, მთვარეზე ვხატავ ქვიშით პორტრეტებს... ხან ჩემ თავს ვხატავ, ხან კი დედაჩემს, წინდებსაც ვხატავ ოღონდ გაცვეთილს. ათაში ერთხელ მამასაც ვხატავ, ვზივარ და ვხედავ მის ჩრდილს დაფლეთილს...
ცხოვრება უკან მაშინ მახედებს, როცა მძინავს ან სიზმრად ვხედავ ლამაზ ხედს, თვალს ვავლებ კადრებს, ვჭრი და ვაკერებ, თავბრუ დამეხვა, ნაბიჯს ვანელებ.
გადავიღალე, გადავიღალე, გადავიღალეე!
ხასიათი ცვალებადია და სუნთქვის მანერაც. მინდა რომ მალე ვიმოგზაურო, დროს გადავუსწრო და არ ვიფიქრო ხანდახან მაინც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან კარგად წერ მართლა... უამრავი რამ მომეწონა! +++ ძალიან კარგად წერ მართლა... უამრავი რამ მომეწონა! +++
6. რაღაც ახალი იყო აქ! რაღაც ახალი იყო აქ!
5. dzalian momewona ! albat unda gicnobden rom gaiazron ! zustad dgevandeloba gaqvs asaxuli (sheni)! rac sheexeba hariramas natqvams rom xalasia ar vetanxmebi chemi azrit mdzimea sakmaod mdzime (nu es isev shenidan gamomdinare ) :) dzalian momewona ! albat unda gicnobden rom gaiazron ! zustad dgevandeloba gaqvs asaxuli (sheni)! rac sheexeba hariramas natqvams rom xalasia ar vetanxmebi chemi azrit mdzimea sakmaod mdzime (nu es isev shenidan gamomdinare ) :)
3. რიტმული პროზა, ასე უფრო მართალი იქნება, კი ორთოგრაფიულად რაღაცეები ჩასასწორებელია, აზრიც გასამართია ადგილ ადგილ ,მაგრამ საერთი ჟამში , მომეწონა, რაღაცნაირად ხალასი მეჩვენა და იმ ასაკის შესაფერისი რამხელაც ავტორია, როცა ძიებისა და ახლის შეცნობის სურვილი , უპირველესია. წარმატებები ჯოზეფ -იოსებ:) რიტმული პროზა, ასე უფრო მართალი იქნება, კი ორთოგრაფიულად რაღაცეები ჩასასწორებელია, აზრიც გასამართია ადგილ ადგილ ,მაგრამ საერთი ჟამში , მომეწონა, რაღაცნაირად ხალასი მეჩვენა და იმ ასაკის შესაფერისი რამხელაც ავტორია, როცა ძიებისა და ახლის შეცნობის სურვილი , უპირველესია. წარმატებები ჯოზეფ -იოსებ:)
2. ვადგავ ნაბიჯებს სწრაფად, ხასიათი ცვალებადია და სუნთქვის მანერაც.
მინდა რომ მალე ვიმოგზაურო, დროს გადაუსწრო-მე გადავუსწრო?:)
ვადგავ -ვადგამ უნდა იყოს.. გადაუსწრო-გადავუსწრო.... ნაბიჯს უნელებ-ვუნელებ..
რა მრჯიდა-მაინც არ მომეწონა ...:(
ვადგავ ნაბიჯებს სწრაფად, ხასიათი ცვალებადია და სუნთქვის მანერაც.
მინდა რომ მალე ვიმოგზაურო, დროს გადაუსწრო-მე გადავუსწრო?:)
ვადგავ -ვადგამ უნდა იყოს.. გადაუსწრო-გადავუსწრო.... ნაბიჯს უნელებ-ვუნელებ..
რა მრჯიდა-მაინც არ მომეწონა ...:(
1. ვდგავ<<ვდგამ გადაუსწრო<<გადავუსწრო გამოიგვიძა<<გამოიღვიძა ვხათავ <<ვხატავ ოღოდნ <<ოღონდ უნელებ<<ვანელებ ........................................ ახლა სხვებმა გააგრძელეთ! ;) ჩანს სურვილი და მცდელობა ინოვატორობისა... წარმატებები! ვდგავ<<ვდგამ გადაუსწრო<<გადავუსწრო გამოიგვიძა<<გამოიღვიძა ვხათავ <<ვხატავ ოღოდნ <<ოღონდ უნელებ<<ვანელებ ........................................ ახლა სხვებმა გააგრძელეთ! ;) ჩანს სურვილი და მცდელობა ინოვატორობისა... წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|