ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2011


სულთა ქაოსი (თავი მეორე)

ყოველ ადამიანში უნდა ვეძებოთ დადებითი, უარყოფითი თვისებები თავისთავად წავლენ, მთავარია მან შენი ირწმუნოს


შენ ჩემს გვერდით

„შენ ჩემს გვერდით ხარ და ბედნიერი ვარ ამით, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემს ქაოსურ სიბნელეში შენ ანთიხარ და გზას მინათებ, ცხოვრება შენს გარეშე და შენთან ერთად, ეს სხვადასხვა რამაა“, ვეუბნები გოგოს ( იმ გოგოს ვისი სახელიც არ ვიცი, კაფე „ბომონდში“ რომ მოულოდნელად გამომეცხადა)რაღაც უჩვეულო სიჩუმეა. „გესმის ჩემი?როდის მოვასწარი შენი შეყვარება ან როდის გაგიცანი ნეტა, მთავარი ისაა რომ ახლა ჩემს გვერდით, ჩემს საწოლში წევხარ და...ულამაზესი ხარ, ვერ მოვითმენ უშენობას“ მისკენ ვიხრები, ვცდილობ მოვეხვიო, ვაკოცო, ჩემი გახდეს მინდა.ხელებს ვიშვერ მისკენ, მინდა შევეხო, ვერ ვგრძნობ მის სხეულს, სადა ხარ? განვიცდი რომ ვერაფრით ვახერხებ მივწვდე, გულში ჩავიკრა და მოვეფერო და ამ დროს...მეღვიძება...

„რატომ შფოთავ ნიკუშ?“ ქალის ვნებიანი ხმა ჩემესმის ყურში და საბოლოოდ ვფხიზლდები.ფეთიანივით ვხტები საწოლიდან.

-შენ აქ რა გინდა ნათკა?

-შენს საწოლში რა უნდა მინდოდეს აბა თუ მიხვდები?მოდი ჩემთან

-არა!ამიხსენი,მთვრალი კი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს, მე მარტო დავწექი!საიდან გაჩნდი აქ?

-აი იქედან-ნათკა კარებისკენ იშვერს ხელს-მარტივია შემოსვლა, თუ ჩაკეტილი არაა,მერე ლოგინში შემოძრომაც ტექნიკის საქმეა.რა გეტაკა, პირველად ვართ ერთად?

-არრრააა, უბბრალოდ კოშმარი მესიზმრა და...

-და მოდი ჩემთანო ეუბნებოდი ჰო კოშმარს?მგონი მიგრძენი საწოლში და ინსტიქტურად ლაპარაკობდი-მომხიბვლელად მიღიმის ნათკა,იხდის საბანს, ქალის შიშველმა სხეულმა გაიელვა სიბნელეში,მე გონება მერევა და ვივიწყებ რა მესიზმრა.

-ალქაჯი ხარ-ჩუმად ვამბობ-მდინარეზე რომ შიშველი ბანაობს და ყველა კაცს ვინც დაინახავს იმსხვერპლებს ხოლმე-მეც შენი მსხვერპლი ვარ ნათკა?

-მე საწინაამღდეგო არაფერი მაქვს-თვალებდახუჭული ჩურჩულებს,ცდილობს სხეული შეაგებოს ჩემს კოცნებს.

გამეღვიძა, ნათკას ისევ ძინავს. ეს გოგო როგორ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ახლაც გამოცანაა. თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, ლამაზია,ჭკვიანი და სახიფათო. სახიფათოა ყველა ქალი ვინც ლამაზია და თანაც ჭკვიანი. ეს ჩემი დევიზია. ყოველთვის მგონია,რაც მასთან ვარ, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვიგრძნობ, ნათკა ამაშუკელმა დამტოვა. აკეთებს იმას რაც უნდა და როგორც უნდა. „მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვბედავ“-მეუბენა ხოლმე „შენს ღალატს“. თავნება თბილისელი გოგო, ქუთაისის უნივერსიტეტში აბარებს, ქულები ნებისმიერი სასწავლებლისთვის თავისუფლად ყოფნიდა, მაგრამ ასე ისურვა. ცხოვრობს მარტო (ახლა უკვე ჩემთან ერთად) ხან მე ვარ მასთან, ხან ის ჩემთან. ერთმანეთი გვიყვარს თუ არა მაგასაც ვერ ვხვდებით, ერთად კარგად ვგრძნობთ თავს და მორჩა. პირველკურსელია, ძმაკაცის დის ჯგუფელი. სწორედ მან გამაცნო. ახლა ვუყურებ ამ გოგოს, ვისაც ნებიერად ძინავს ჩემს მკერდზე და წუხანდელ საღამოზე ვფიქრობ კაფეში. სკამისკენ გავიშვირე ხელი, ჩემი ახალი სანთებელა ავიღე, სიგარეტს მოვუკიდე.

-ადე რა ყავა მომიდუღე-თვალებს არ ახელს ისე მეუბნება ნათკა-ეგ კი მოიტა

ანთებულ სიგარეტს პირში ვუდებ,ვდგები და ჩაიდანს წყლით ვავსებ.

-მაჩმორებ შენი ჭკუით?

-რაც გინდა ის იფიქრე, ფაქტია აკეთებ,მოიტა საფერფლე.

-გატყდა,იატაკზე დააფერფლე


მაცივარს ვაღებ, ჯემი,თაფლი და კარაქი გამომაქვს. დიდ ჭიქაში ვისხამ ჩაის და გემრიელად შევექცევი.

-მეზიზღები!-მიყვირის-დამპალო!

ფეხზე დგება და მუჭებით მიტევს.

-შენ რა, ჩემი გაბრაზება გინდა?

-რაც გინდა ის იფიქრე -ვეუბნები-ფაქტია გაბრაზდი.

მერე ერთად ვსაუზმობთ, ფაცხაფუცხით იცვამს, მკოცნის და ლექციებზე გარბის. მე კი სამსახურში მივდივარ.როგორც ყოველთვის მეზარება.ეჰ სხვა რა გზაა. „პური ჩემი არსობისა“ სამსახურზეა დამოკიდებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები