ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგიტო
ჟანრი: იუმორისტული
28 ივნისი, 2011


ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ?

მორიგი მივლინება, ჰაერში გატარებული რამოდენიმე საათი და საქმიანი შეხვედრების განრიგით გავსებული წიგნაკი... თითქოს ეს ყველაფერი არაერთხელ ნანახ ფილმს hგავს:ჩადიხარ უცხო ქვეყანაში და უკვე სამშობლოსაკენ მოგიწევს გული, მითუმეტეს ახლა,როდესაც შენი სამშობლო უკვე "Georgia"–ა და არა რაღაც "Грузия". სიამაყით მავსებს ჩვენი ხელისუფლების ეს ახალი ინიციატივა და თითქოს გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე წინა ვიზიტებისას.

თვითმფრინავიდან ჩამოვედი და ბარგის ასაღებად გავეშურე. მომსახურე პერსონალი, როგორც ყოველთვის,ღიმილით მესალმება. არა, როგორც ყოველთვის არა, მგონი დღეს უფრო თავაზიანები არიან! Georgia,Georgia... "მე  ვარ ქართველი და  მაშასადამე ვარ ევროპელი" მიტრიალებს თავში ცნობილი სიტყვები. გოგონა ჩემs ჩანთას მაწვდის და მეკითხება: "Where are you from?" ჰმ... აი, ხომ ვამბობდი! უეჭველად მიხვდა და მაინც მეკითხება, რომ გადაამოწმოს თავისი თავი. "I'm from Georgia!" ვეუბნები ამაყად და ვცდილობ,მის სახეზე აღბეჭდილი აღფრთოვანება ამოვიკითხო. თუმცა გოგონამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ჩემს შემდგომ მგზავრს მიესალმა...

გაბრაზებული გამოვტრიალდი და პირველივე ტაქსი გავაჩერე. სასტუმროს სახელი ვუთხარი და მთელი გზა სიბრაზისაგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მანქანა ბოლომდე გაჩერებულიც კი არ იყo,რომ კარი გამოვხსენი. ერთი სული მაქვს,განვმარტოვდე ჩემს ნომერში. ამჯერად სასტუმროში მხვდება გოგონა ღიმილიანი "Hello"–თი. ჩემს, ჯერ კიდევ "გრუზინულ," თვალს არ გამოhპარვია,რომ ეს გოგონა ბალტიისპირეთიდან, ან რუსეთ–უკრაინიდან უნდა ყოფილიყო. პასპორტი გავუწოდე და მაშინათვე ვიგრძენი, როგორ გაუნათდა თვალები ბედნიერებისაგან. აი, Georgia! ამაზე მაინც ხომ იმოქმედა! აი, ასე! გასკდნენ გულზე,რომ მთელი პოსტსაბჭოეთიდან პირველი ჩემი სამშობლო გახდა Georgia! აშკარად აღფრთოვანება ვერ დამალა და მეკითხება: "Ой, Вы Грузин?" ამ სიხარულში აშკარად გამოსჭვიოდა "გრუზინებისადმი" მათი გენის დადებითი დამოკიდებულება და უკვე ვხედავ,როგორ ვატარებთ ერთად მე და ეს გოგონა ამ გრძელ ღამეს...  კითხვას მიმეორებს: "Вы Грузин?" უცებ გამოვერკვიე და ვპასუხობ: "I'm Georgian!" ისევ თავაზიანი და გაუგებარი ღიმილი და ისევ ჩემსკენ მოქცეული მორიგი ზურგი (თუნდაც უფრო ლამაზი ვიდრე წინა).

ავედი ნომერში და ლოგინზე მივწექი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი,რომ იყო Georgian ასეთი დასაГрузия...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები