ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგიტო
ჟანრი: იუმორისტული
4 ივლისი, 2011


ელექტროდასუფთავება

გასულ კვირაში ჩვენი დასუფთავებული დედაქალაქის დამსუფთავებელი მერი ახალი ინიციატივით შესულა საკრებულოში რომლის თანახმადაც 1 ივლისიდან ქალაქ თბილისის მოსახლეობამ დასუფთავების გადასახადი გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით უნდა გადაიხადოს. ზოგადად ახალგაზრდა ადამიანის ინიციატივის დიდად დამფასებელი გახლავართ, თუმცა ალბათ არ იქნება ურიგო ზოგიერთი მათგანი მაინც საკუთარ "დასუფთავებაში" ჩავიკლათ და საზოგადოების "ძალიან მცირე", "სულ რაღაც" მილიონიან ნაწილს თავს არ მოვახვიოთ ჩვენი უცნაური იდეები, თუ გაუგებარი მისწრაფებები.

აღნიშნული ინიციატივით 1 კილოვატი მოხმარებული ელექტროენერგია 5 თეთრ ნაგვად შეგვიფასეს და საყოველთაო მიღწევად აღიარებულ 24 საათიან ელექტროენერგიას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია რომ მთელი ქალაქი სულ მალე "ყელამდე ნაგავში" აღმოვჩნდებით. სიმართლე გითხრათ ამ ცვლილებაში ფინანსურ თემებზე მეტად არათანმიმდევრულობა უფრო მაფიქრებს, თორე მეეჭვება აღნიშნული ცვლილება დიდად დაეტყოს ჩემს ჯიბეს.

თუმცა ამ ყველაფერშიც კი შესაძლებელია დადებითი მომენტის პოვნა და ვფიქრობ სამომავლოდ ქართულ ჟურნალ–გაზეთებს ახალი საინტერესო მასალა შეემატებათ. ე.წ. "ტვინის სავარჯიშოებს" სახელად "იპოვეთ 10 განსხვავება" დაემატება ახალი ტიპის სავარჯიშო "იპოვეთ გადასახადებს შორის ერთი ლოგიკური კავშირი" და ამის შემდეგ კი საზოგადოებაში დაინერგება ახალი "ფრთიანი გამონათქვამი": "რატომ იყო ბატონი მერის ახალ ინიციატივამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?"....

P.S. თუ ერთი დახარჯული მეგაბაიტის მიხედვით წყლის გადასახადი არ დააწესეს ახალ სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები