ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგიტო
ჟანრი: იუმორისტული
1 ივლისი, 2011


თბილისური ამბები (პირველი ნაწილი)

მძღოლი: აბა,ერთი კაციც და გავდივართ.

მგზავრი #1: გავსებაზეა?

მძღოლი: არა ქალბატონო,გენდერულ ბალანსს ვიცავ.

მგზავრი #1: ა, კაცი! ასეთი ხალხი გვჭირდება ჩვენ მთავრობაში!

მძღოლი: აქ, ქალბატონო, პრეზიდენტიც მე ვარ და პრემიერ-მინისტრიც (იპუტინ-მედვედევა მძღოლმა)

რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ...

იდეისთვის თავგანწირული მანდილოსანი მგზავრი: მგონი კაცი არავინ აღარ ამოვა აქ და მე ჩავალ არ დაგაგვიანებთ.

მგზავრი #1: რავა ყველაფერი სახვეწარი გაგვიხადეთ ამ კაცებმა.

მძღოლი: ხოდა,ქალბატონო, მე მაინც აღარ გახვეწნინებთ და გავუდგეთ ნელ-ნელა გზას.

მგზავრი #2: სიგარეტი არ გაქვთ ვინმეს?

სიჩუმე...

მგზავრი #2: გაუჩერე რაა!

მძღოლი: ამოდის ვინმე?

მგზავრი #2: არა, სიგარეტს ეწევა ის ტიპი და ერთ ღერს გამოვართმევ რა.

(სიგარეტის გამორთმევის საზეიმო პროცედურის შემდეგ)

მგზავრი #2: ოო, ჯიგარი ხარ ბიძაჩემო!

მგზავრი #1: ეხლა აქ უნდა გვაფუილო?

მგზავრი #2: აბა მოსაწევი ადგილი არ აქვს გამოყოფილი და...

მძღოლი: კიდე ვინმეს რამე ხო არ გინდათ სანამ გაჩერებულები ვართ?

მგზავრი #1: როგორ არ გვინდა, მაგრამ სად არის...

მგზავრი #2: უნდა და რა ქნას...

მგზავრი #3: მოიცა, აგერ ამოდის ხალხი.

მგზავრი #1: კი მაგრამ ,თავზე ხო არ დავისვამთ?

მგზავრი #2: ვისაც რაზე შეგვიძლია, იმაზე დავისვავთ ქალბატონო რა პრობლემაა.

მძღოლი: არის კიდევ ადგილი,გადაიწიეთ.

მგზავრი #20: კი გადავიწევი,მარა მიშენების უფლება გააქვს აღებული მერიიდან? არ დაგაჯარიმონ მაინც.

მძღოლი: მაგათ რო ვუყურო ბიძია,  ”პრავაც” უნდა მქონდეს ეგრე.

(ორ წუთში მძღოლი მანქანას აჩერებს და ამოდის მოხუცი ქალი)

მგზავრი #18: მობრძანდით, ქალბატონო, დაგითმობთ ადგილს.

მოხუცი ქალი: არა ,შვილო, იყოს აქაც კარგად ვდგავარ.

მძღოლი: ბოდიში ხალხო რა, 5 წუთით შეგაფერხებთ, საწვავი მაქვს დასამატებელი.

მგზავრი #26: ო, ისე ხო დაფრინავდი ძამაა! რო არ გეთქვა კი ვერც გევიგებდით შენ გაჩერებაას!

(საწვავის არომატით გაჯერების შემდეგ)

მგზავრი #30: გააჩერე!

მგზავრი #30: გააჩერე!

მგზავრი #37: გაუჩერე!

მძღოლი: ჩადის ვინმე?

მგზავრი #30: კი ჩავდიოდი, მარა იყოს, არ მეჩქარება მაინც.

მგზავრი #45: ჩაუწიე მუსიკას და გაიგებ ხალხის ხმას.

მგზავრი#46: ეტყობა მიშასაც მუსიკა აქვს ჩართული მაღალ ხმაზე.

მძღოლი: ფანჯრიდან შემოყავი ხელი.

მგზავრი #ბოლო ვინც დაეტია:  მთლიანად არ ვეტევი და სხვა რა გავყო?

(სამარშრუტო ტაქსი ჩერდება)

მგზავრი #2: რა ხდება ბიძაჩემო?

მძღოლი: საწვავი გათავდა.

მგზავრი #30: ესე უკვე მეც დამაგვიანდება.

მგზავრი კარგი მეხსიერებით: კი მაგრამ, ხო ჩაასხი?

მგზავრი #1: იაფასიანს რო ასხამს, მაგის ბრალია.

მძღოლი: ძვირფასი არც ,,მარშუტკაშია” რამე.

(დაქოქვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ)

მძღოლი: ჩადით ახლა, რას მიყურებთ, არ მინდა თქვენი ფული.

მგზავრი #1: ეს კაცები ხო ყველაფერს სახვეწარს გვიხდიან რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები