 | ავტორი: მანჩოია ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2011 |
მამას
თითქმის არავის შეუმჩნევია პირველი ბზარი,ის კი არა და, უფრო მეტი საქმეც გამოუჩნდა.დროდადრო,მიმსვლელ-მომსვლელნი ტანსაცმელს აბარებდნენ. ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო. მთელი საუკუნე აწვალებდა სიმარტოვე.ხალხის სიმრავლეს არ უჩიოდა,მაგრამ არავის ეცალა მისთვის. დღეს მაინც რა შავი დღე გაუთენდა.ჯერ იყო და ყველა ერთად ატირდა-აკივლდა ირგვლივ,მერე, ვიღაც ბრგე ვაჟკაცი მოვიდა და შიგ გულში, მთელი ძალით ატაკა ხელებში მოქცეული თავი. ვის რას უშავებდა,იყო თავისთვის,ჩუმად... ეგღა აკლდა! ახლა შაოსანი ქალი აბუზღუნდა კარებთან :"ამ შუა ზალაში რომ არ გამოგეჭიმათ,სხვა ადგილი ვერ ნახეთ?" აღარც ახსოვს,რამდენი დღე და ღამე ისმენდა გაუთავებელ საყვედურებს. ზოგჯერ ჩუმად შეუკურთხავდა კიდეც ვინმე,თავგზააბნეული. მერე ლამაზი,ჭაღარა მოხუცი გააცილა თვალებით ჭიშკრამდე... მერე საშინელი დღეების თვლა დაიწყო... ჯერ ნელნელა ტანსაცმელი გაიტანეს სადღაც,მერე ავეჯი და ჭურჭელიც გაზიდეს.სუნიც გაქრა ჰაერში,ხორციელის სუნი. სავსე მთვარეზე,შებინდებისას ნაცნობი სახე დალანდა,მეზობელი იყო .არ ესიამოვნა გასაღების ჩხაკუნი კარის ჭუჭრუტანაში. შემცივნულ ტანს დახედა. ბზარები გაორმაგებულიყო ,მაგრამ აღარ სწყდებოდა გული,მთავარი იყო,მუხლს გაეძლო! გულისწამღებად წიოდა სიჩუმე და უადამიანოდ დარჩენილ სიბნელეში იცრემლებოდა ოჯახის უკანასკნელი ჭირისუფალი,-დედაბოძი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :) არ ვიცი რა ვთქვა ... აი რაღაცნაირია :)
5 :) არ ვიცი რა ვთქვა ... აი რაღაცნაირია :)
5
3. მთელი საუკუნე აწვალებდა სიმარტოვე.ხალხის სიმრავლეს არ უჩიოდა,მაგრამ არავის ეცალა მისთვის. მომეწონა:)+++++++ მთელი საუკუნე აწვალებდა სიმარტოვე.ხალხის სიმრავლეს არ უჩიოდა,მაგრამ არავის ეცალა მისთვის. მომეწონა:)+++++++
2. მძიმეა... აშკარად უფრო მეტ მკითხველს იმსახურებს ნაწერი. :) მძიმეა... აშკარად უფრო მეტ მკითხველს იმსახურებს ნაწერი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|