 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2011 |
21-ე საუკუნე, უკან მოტოვებული 2 მსოფლიო ომი, სექსის და გართობის ერა, ტექნიკური განვითარების და ადამიანთა გარდაქმნა-გადაგვარების დასაწყისი. უფსკრულებიდან კბილებს ილესავს დემონთა არმია.ყურში გუგუნებს: „ჩვენ რწმენა გადაგვარჩენს“, „ფრთხილად, ბოლოჟამია“ .ამ დროს კი კამიკაძე გოგონა საკუთარ ბიძას რწმენის ძალით აფეთქებს. „მე ურწმუნო(ათეისტი) ვარ“ მოდაში შემოსული ეს სიტყვები. ჩემი არეული გონება,ფიქრებით აწეწილი სული,უკვე ვეღარ ვხვდები რაა ჭეშმარიტება და რაა სიცრუე, თავზე მემხობა მთელი ეს მასონური სამყარო.ვიღაც სადისტურად ხარხარებს ჯანდაბიდან. ამ დროს ვგრძნობ შეხებას,ეს შენ ხარ,გაბრწყინებულ თვალებში შემოგხედავ, საბოლოოდ ვფხიზლდები და ვხვდები რისთვის ღირს სიცოცხლე: „მე შენ მიყვარხარ“
შენ იტყვი „დიახ“
დილით ნათკამ მითხრა რომ თბილისში უნდა წავიდეს.სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო.გამოცდები წინასწარ ჩავაბარე და მშობლები მომენატრაო. რას გაუგებ მაგას. კარგი მეთქი. სადგურიდან გავაცილე. სამსახურისკენ რომ მივდიოდი თითქოს გულზე მომეშვა, დამაკლდა ნათკა და თან მომეშვა.ვერ გავიგე რატომ. რათქმაუნდა დავაგვიანე სამსახურში. ლი ყურებამდე გაღიმებული დამხვდა,რაღაც სხვანაირი ჩანდა,ვარცხნილობა შეუცვლია,ადრე პიდარასტს მაგონებდა,ახლა ცოტა კაცურად გამოიყურება.
-ჰელოუ ლი-ვებნები და თან ჩემს კომპიუტერს ვრთავ
-ჰელოუ ნიკ, მის მაკამ ჩემთან შემოვიდესო-მეღრიჯება წვრილთვალა
-ვიინ?!
-ჩვენმა ახალმა უფროსმა
ახლა არ გავიმეორებ რაცხრასართულიანიც მოვაყოლე მის სიტყვებს,უკვე კაბინეტში მიბარებს ქალბატონი?მართლა შინაბერა იქნება, მის მაკაო, ასე თქვა იმ პედიკმა, ე.ი შინაბერაა.ფუუ, შემიჭამს ტვინს.
-გამარჯობა მარი, ის მიბარებდა-თითს კაბინეტისკენ ვიშვერ და ვეუბნები მდივანს
-დაელოდე,ახლა არ ცალია-მეუბნება მარი და თავის საქმეს აგრძელებს
წუთები ნელა მიიზლაზნება,მე კი ნერვები მაწყდება უკვე, 24 წუთია მალოდინებს.სიგარეტს მოვუკიდე და ამ დროს მარიმ მითხრა კიდეც რომ შევსულიყავი.
შევედი და იქვე გავშეშდი. ეს მოჩვენებაა ალბათ.რა შინაბერა,საოცრად ლამაზი,ახალგაზრდა და რაც მთავარია ჩემი რამდენიმე დღიანი ფიქრის საგანი,ხელში რომ მიჭირავს ახლა, სწორედ იმ სანთებელას პატრონი, მაკო საბაშვილი იდგა და დაკვირვებით მიყურებდა.
-სიგარეტი ჩააქრე ნიკა და მერე შემობრძანდი-ეს იყო მისი პირველი სიტყვები.
მთლად დავიბენი,გავწითლდი მგონი კიდეც 27 წლის კაცი,საერთოდ არ შეტყობია სახეზე რომ მიცნობს.ცივად და გამომწვევად მიყურებს.როგორც იქნა მოვისროლე სიგარეტი ფანჯრიდან.
-მოდი, დისციპლინაზე ვილაპარაკოთ პირველ რიგში-მეუბნება და სკამისკენ მითითებს.
მოკლედ მოგიყვებით საუბრის შინაარს, პირველ რიგში სასტიკი გაფრთხილება მივიღე დაგვიანებისთვის, სამსახურიდან ადრე გაპარვისთვის, პლიუს ამას თვის ბოლოს ხელფასის 10 % ჩამომაჭრა, ნათლად ამიხსნა რომ გაყიდვების დეპარტამენტი მუქთახორების ბუდეა, წმენდას ჩემით დაიწყებს, თუ რათქმაუნდა ასე გავაგრძელე.ახლა კი ერთ შანსს მაძლევს.მენეჯმენტის შეცვლას და ახლებურ ყაიდაზე გადაყვანას მთავაზობს.ეტყობა უკვე კარგად ერკვევა ფირმის საქმიანობაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ისე როგორც მას სურს, ეს წამგებიანი ფირმა , რომელიც ძლივს ღაფავს სულს, წლის ბოლოს სოლიდურ მოგებაზე უნდა გავიდეს.
-გასაგებია მანაგაძე?-მეუბნება
-ხო,მესმის-უხალისოდ ვპასუხობ
-ნიკა მე შენი უშუალო უფროსი ვარ, ასე რომ როდესაც რამეზე დამეთანხმები შენ იტყვი „დიახ“-ეშმაკურად წკურავს თვალებს და მიყურებს-ახლა კი შეგიძლია გახვიდე,ოღონდ ჩემი სანთებელას დაბრუნება არ დაგავიწყდეს.
შვებით ამოვისუნთქე. ბედნიერმა გავუღიმე,კუთვნილი ნივთი დავუბრუნე და უსიტყვოდ დავტოვე კაბინეტი.
მაკოზე ბევრი რამ იმ დღესვე გავიგე, მოჭორავე ხალხის მეტი რაა. არის 24 წლის (ჰმ,ჩემზე უმცროსია და უკვე სად გაიჩითა) 4 წელი წარჩინებით სწავლობდა ამერიკულ უნივერსიტეტებში. მუშაობა დაიწყო იქვე,ჩემი ფირმის ამერიკულ ფილიალში.ფირმის ხელმძღვანელობამ შეამჩნია მისი ნიჭი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონტრაქტის სანაცვლოდ გამოაგზავნა სამშობლოში.უხელმძღვანელებს გაყიდვების დეპარტამენტს და მეყვარება მე! ეეხ, შენ რა გეშველება ნიკოლოზ...
საღამოს,როცა სახლში ახალი შტაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი,მაილზე ასეთი შინაარსის წერილი დამხვდა ნათკასგან: „ნიკუშ, მაპატიე, ასე ჯობდა, შენთან გატარებულ დღეებს არასდროს დავივიწყებ.ჩვენ ჩვენი გზები გვაქვს. ოცნება ავიხდინე და ამაზე უარს ვერ ვიტყვი. მე ინგლისში მივდივარ სასწავლებლად.დამფინანსებელი „ავაგდე“,ალბათ მასვე გავყვები ცოლად.სიგიჟემდე მომენატრები. შენთვის არასდროს მიღალატია,მინდა ეს იცოდე.მოგწერ ხოლმე ჩემზე,მინდა შენი ამბებიც ვიცოდე.შენი გადარეული და უაზრო ნათკა ამაშუკელი“
ნათკა მილიონერს გაყვა ცოლად და მალევე გაემგზავრა ინგლისში.გული არ დამწყვეტია.მოსახდენი მოხდა. მე უკვე სულ სხვა ვინმე მაღელვებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან მომეწონა კარგი თხრობა გაქვს , კარგად წერ და პროზის მოქმედი მთავარი გმირიც საზრიანად, იმედიანად ამბობს: გული არ დამწყვეტია, მე უკვე სხვა ვინმე მაღელვებდა. ეს არის ამ ნაწარმოების მაღალი წერტილი! ძალიან მომეწონა კარგი თხრობა გაქვს , კარგად წერ და პროზის მოქმედი მთავარი გმირიც საზრიანად, იმედიანად ამბობს: გული არ დამწყვეტია, მე უკვე სხვა ვინმე მაღელვებდა. ეს არის ამ ნაწარმოების მაღალი წერტილი!
13. ჰააჰ, მივხვდი :)
და მაინც მაგარი ვარ. დასასრული არაფერს ნიშნავს :) ჰააჰ, მივხვდი :)
და მაინც მაგარი ვარ. დასასრული არაფერს ნიშნავს :)
12. იცი კარგად რასაც ვამბობ :) იცი კარგად რასაც ვამბობ :)
11. რა მერე? :) რა მერე? :)
10. ჰო, დასაწყისი მომეწონა ჰო, დასაწყისი მომეწონა
9. არაა, არაათქო :) ეგ მერე არაა, არაათქო :) ეგ მერე
8. ჰაჰ, მაგარი ვარ :)
ჰაჰ, მაგარი ვარ :)
7. ეს მოჩვენებაა ალბათ.რა შინაბერა,საოცრად ლამაზი,ახალგაზრდა და რაც მთავარია ჩემი რამდენიმე დღიანი ფიქრის საგანი,ხელში რომ მიჭირავს ახლა, სწორედ იმ სანთებელას პატრონი, მაკო საბაშვილი იდგა და დაკვირვებით მიყურებდა.
მომიტევეთ, მაგრამ ეს წინადადება გაუმართავია :)
ასევე, ამერიკულ უნივერსიტეტებში- მგონი ამერიკის უნდა იყოს..
დამაინტრიგებელი თხრობაა :) ეს მოჩვენებაა ალბათ.რა შინაბერა,საოცრად ლამაზი,ახალგაზრდა და რაც მთავარია ჩემი რამდენიმე დღიანი ფიქრის საგანი,ხელში რომ მიჭირავს ახლა, სწორედ იმ სანთებელას პატრონი, მაკო საბაშვილი იდგა და დაკვირვებით მიყურებდა.
მომიტევეთ, მაგრამ ეს წინადადება გაუმართავია :)
ასევე, ამერიკულ უნივერსიტეტებში- მგონი ამერიკის უნდა იყოს..
დამაინტრიგებელი თხრობაა :)
6. ჰო საინტერესო იყო...5 მარამ ძალიან სერიალებსაც ნუ დაამსგავსებ...:-* ჰო საინტერესო იყო...5 მარამ ძალიან სერიალებსაც ნუ დაამსგავსებ...:-*
3. ზეუს!!! გამხნევებისთვის ისევ +2 ჩემგან :)
გაგრძელება იქნება? :) ზეუს!!! გამხნევებისთვის ისევ +2 ჩემგან :)
გაგრძელება იქნება? :)
2. ძალიან უცებ , "მოკვდა" ნატკა, არადა მე მაგს ვბალელშიკობდი:) თუმცა ეგეტები გაოცოცხლებიათ. :)მოკლედ ჩართული ვარ ამ ამბავში და ან მეტი დადე ერთბაშად, ან პირადში გამომიგზავნე(თუ რა თქმა უნდა დაწერილი გაქვს და წავიკთხავ) . წარ,ატებები , მაკასთან და საერთოდაც:) მაკებთან ძალიან უცებ , "მოკვდა" ნატკა, არადა მე მაგს ვბალელშიკობდი:) თუმცა ეგეტები გაოცოცხლებიათ. :)მოკლედ ჩართული ვარ ამ ამბავში და ან მეტი დადე ერთბაშად, ან პირადში გამომიგზავნე(თუ რა თქმა უნდა დაწერილი გაქვს და წავიკთხავ) . წარ,ატებები , მაკასთან და საერთოდაც:) მაკებთან
1. ოკ +2 :)
"მე უკვე სულ სხვა ვინმე მაღელვებდა" ოკ +2 :)
"მე უკვე სულ სხვა ვინმე მაღელვებდა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|