ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2011


უ...... მ...

უბრალოდ მოდი,
თუ გინდა თოვით,
ფიფქით ამივსე ხელის გულები,
ზამთრის ცივ ღამეს
გამიჟრიალე ტანში უთქმელი,
რაც კი აქამდე ვერ მოასწარი.
ან ისე მოდი, ვით გაზაფხული,
რომ ამაყვავო
უშენობისგან სულ (სულ) დაზაფრული.
ზაფხულად მოდი
გამათბე, დამწვი,
როგორც აგვისტოს პაპანაქება,
ორონდ ნუ გამცვლი
ცოტა დამინდე,
როგორ გავუდზლო ღამენათევმა ?
შენც ისე მოდი,
როგორც სექტემბრის პირველი დილა
ზაფხულის ღამეს მოეპარება,
გამანათე და ამომანათე
ყინვა ნაძლები, ვერ ნახარები,
შუაგული მზით სხეულდამწვარი.
ხელის გულები ჩამკიდე გულში,
შემოდგომისას, ფოთოლცვენისას     
ფრთები გაშალოს ტალღამ ოცნების
და ნუ დამტოვებ ყვითელ ქალაქში,
როგორც ზამთრის წინ,
ხეებს უსიტყბოს ტოვებს ფოთლები.


01/06/2011/... 02:13                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები