ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ბებერ კატებს განუწყვეტლივ სძინავთ. ჩამომხრჩვალი ტელეფონის ყურმილი, დაუმარხავი ჰკიდია ოთახს! სიტყვებმა დამალეს საკუთარი მოსაზრება და შიშები, უკვე იშვიათად,თანაც, განწყობის მიხედვით უბრუნდებიან, გარდაცვლილი პოეზიის, აყროლებულ სტომაქებს. მათ ვერ გაანადგურეს, მსოფლიოს ვერცერთი, დადგმული სილამაზე და ყველა ცდა,უიმედო სტირპტიზი აღმოჩნდა...! კითხვებმა დაკარგეს აქტუალობა, დაემსგავსნენ ყოფილ ქალებს,რომლებიც აღარ სვამენ საკუთარ თავებს არც შენი ტვინის ჰემისფეროში, არც შენს პენისზე! და ზიხარ! ალბათ ელოდები, როდის შეძლებ თავიდან დაიწყო ცხოვრება- ,,სისულელისა და მათემატიკური გონის ნაბიჭვარი რეალობა,, ტრუიზმებს იენელებს ოქროს უნიტაზში. შური ხეებისადმი, რომლებიც ფანჯრების მიღმა მუტანტი ზომბებივით ირწევიან... და არ ადარდებთ კონცეფცია საკუთარი დანიშნულების! აქ არაფერია სასიცოცხლო, მხოლოდ მოლოდინის ვულგარულად ამოყრილი ბაყვები. და სოციალური კუჭის უმოქმედობა... ყველანი ვეჯახებით ამგვარ მარტოობას, როცა ზიხარ გახეხილ დივანზე, სადაც იგივე პოზაში მამაშენი იჯდა... ირგვლივ ყველაფერი, შენს მიღმა არსებობს, შენივე საჯდომიც კი... განიცდი მხოლოდ სირცხვილს-სიბრთხილეში გაფლენგული ცხოვრების გამო, ზიხარ და ელოდები,როდის დაიწყება ყველაფერი თავიდან, ან ალბათ, უფრო როდის დამთავრდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კითხვაზე ,,რა?!'' ........აქ თქვენეული პასუხია, შეიძლენა ვინმესათვის მიუღებელი ფორმითა და ემოციით.... მაგრამ თავად პასუხი ძალიან საინტერესოდაა დაწერილი...აჩენს საფიქრალს და ემოციას...... წარმატებები.....:) კითხვაზე ,,რა?!`` ........აქ თქვენეული პასუხია, შეიძლენა ვინმესათვის მიუღებელი ფორმითა და ემოციით.... მაგრამ თავად პასუხი ძალიან საინტერესოდაა დაწერილი...აჩენს საფიქრალს და ემოციას...... წარმატებები.....:)
8. არა,კონარდ ბეკერი. ,,რეალობის ინჟინერია,,,:))))))თუმცა პიჟეც კაი ტიპი იყო)) ..პროსტა.) მე გავიარე ეგ პერიოდი უკვე;) არა,კონარდ ბეკერი. ,,რეალობის ინჟინერია,,,:))))))თუმცა პიჟეც კაი ტიპი იყო)) ..პროსტა.) მე გავიარე ეგ პერიოდი უკვე;)
7. სისულელისა და მათემატიკური გონის ნაბიჭვარია რეალობა, ტრუიზმებს იენელებს ოქროს უნიტაზებში.
,,კოგნიტური განვითარების თეორია"-აა ეს? :D
სისულელისა და მათემატიკური გონის ნაბიჭვარია რეალობა, ტრუიზმებს იენელებს ოქროს უნიტაზებში.
,,კოგნიტური განვითარების თეორია"-აა ეს? :D
6. როცა ამგვარ, ეგრეთ წოდებულ "სიშტერეებს" სხვა დაწერს, მაშინ ის გასაოცარია და გენიოსი... აი პარადოქსი!..:) ო გაუტანლობავ !... ო ბოროტებავ !... ო შურო ,გამოუნელებელო, კაცთა შორის!......:) როცა ამგვარ, ეგრეთ წოდებულ "სიშტერეებს" სხვა დაწერს, მაშინ ის გასაოცარია და გენიოსი... აი პარადოქსი!..:) ო გაუტანლობავ !... ო ბოროტებავ !... ო შურო ,გამოუნელებელო, კაცთა შორის!......:)
5. სრული სიშტერე სრული სიშტერე
4. სისულელეა...... ეს პოეზია არაა... – – – ( ჰემისფერო) სისულელეა...... ეს პოეზია არაა... – – – ( ჰემისფერო)
3. შენს ლექსებში ყოველთვის არის რაღაც რაც მომწონს და მიმყვება,თუნდაც ერთი მონაკვეთი,ერთი აზრი ან ემოცია.. აქაც ....
შენს ლექსებში ყოველთვის არის რაღაც რაც მომწონს და მიმყვება,თუნდაც ერთი მონაკვეთი,ერთი აზრი ან ემოცია.. აქაც ....
2. შენ უფრო საინტერესო ხარ ტაი. შენ უფრო საინტერესო ხარ ტაი.
1. "აქ არაფერია სასიცოცხლო, ზიხარ და ელოდები,როდის დაიწყება ყველაფერი თავიდან, ან უფრო როდის დამთავრდება!...." მართალი ხარ. ყველანი ვეჯახებით ამგვარ მარტოობას...:) "აქ არაფერია სასიცოცხლო, ზიხარ და ელოდები,როდის დაიწყება ყველაფერი თავიდან, ან უფრო როდის დამთავრდება!...." მართალი ხარ. ყველანი ვეჯახებით ამგვარ მარტოობას...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|