| ავტორი: გიორგიტო ჟანრი: იუმორისტული 7 ივლისი, 2011 |
დღეს სუსტი სქესის სისუსტეებზე გადავწყვიტე სტატია შემოგთავაზოთ. პრინციპში სუსტი პირობითად, როგორც წინაპრებისაგან გვსმენია, თორე დღევანდელი კაცების ნაწილი მე უფრო მეტად ”მესუსტსქესება”. რა სისუსტეები აქვთ ქალებს? შოპინგი, მოგზაურობა, სუნამო, ბრენდული ტანსაცმელი, ძვირფასეულობა, ელემენტარული ყურადღება და რაღა თქმა უნდა უმთავრესი – კაცები! რაღაც გამომრჩა აშკარად…რაღაც სეზონური და ”რაღაჩნაირი”… ხო, ხო, მართალია გარუჯვა! მუქი ფერის კანი რატომღაც ქალებს მეტ თავდაჯერებას მატებს და დიდ უპირატესობასაც სძენს ამ ბოდიში მომითხოვია და თეთრ ქალებთან შედარებით.
გარუჯვის ფორმებსა და მეთოდებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფერი და შემდეგ ამ პროცესის ზეპირსიტყვიერად გაფორმება იყოს ”რაღაჩნაირი”. რას აღარ იგონებენ ჩვენი ნაქები მანდილოსნები სასურველი ფერის მისაღწევად. სოლარიუმებში სიარული უკვე არახალი და ყველაზე ”ჯაან რაღაჩნაირია”, ასევე გავრცელებული მეთოდია ”ქალი კარლსონობა” და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ”რა საყვარლობაა ზემოდან რო უყურებ მთელ ქალააქს”.
თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ქალების კრეატიულობამ პიკს მიაღწია ქალაქში უსაშველოდ აწეულ ტემპერატურასთან ერთად. ახლად დამკვიდრებული მოდის მიხედვით გარუჯვის მსურველები სხეულზე სტაფილოს წვენს, ლუდს და ლეღვის ზეთს ისმევენ და ასე ეფიცხებიან მზეს. ასევე დამკვიდრებული პრაქტიკა ყოფილა სადილის ზეთის წასმა, რაც ვფიქრობ გამართლებული უნდა იყოს. იმდენ ხანს წვანან მზეზე ახალგაზრდები შეიძლება მიიწვან კიდეც. სადილის ზეთი კი კარგი დამცავი საშუალება უნდა იყოს ამ კუთხით (კარგი იქნება მაინც თითო მეგობარი თუ ეყოლებათ გვერდში ყოველი შემთხვევისთვის რომ ამოურიონ ხოლმე).
ყველაზე მეტად კი ერთმა მეთოდმა გამაოცა. მავანს და მავანს სხეულზე მანქანის ზეთი წაუსვია გარუჯვის წინ, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა რომ ქალების გარკვეული ნაწილის გარკვეული უჯრედები მართლაც დასაზეთი უნდა იყოს.
P.S. წავალ ეხლა სასწრაფოდ ლუდს ვიყიდი, სანამ კიდევ ვინმეს შეუზელია ტანზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. იმ კაცს რა ვუთხარი ქალს თვალს რომ არ გააყოლებს გინდა გარუჯულს და გინდა გაურუჯავს ;) იმ კაცს რა ვუთხარი ქალს თვალს რომ არ გააყოლებს გინდა გარუჯულს და გინდა გაურუჯავს ;)
15. ოჰ ოჰ ოჰ... :D მიეცათ სალაპარაკო... ძაან კი აყოლებთ თვალებს გარუჯულ მანდილ-მატარებლებს? აკვა პარკი და ბასეინები გამოგრჩა :D ოჰ ოჰ ოჰ... :D მიეცათ სალაპარაკო... ძაან კი აყოლებთ თვალებს გარუჯულ მანდილ-მატარებლებს? აკვა პარკი და ბასეინები გამოგრჩა :D
14. მაკა კოლხი
ხოო, მეძალება ხოლმე ზოგჯერ იუმორი რა :) მადლობა ;) მაკა კოლხი
ხოო, მეძალება ხოლმე ზოგჯერ იუმორი რა :) მადლობა ;)
13. მაგიტომაც მიუღია ბევრს კანის დამწვრობა. P.S. :D
მაგიტომაც მიუღია ბევრს კანის დამწვრობა. P.S. :D
12. ვააა, შენ რა კარგი იუმორისტ-გიორგიტო ყოფილხარ! ყოჩაღ შენ! მომეწონა ეს ნაწერიც! :)
დიიიიდააად და რაღაჩნაირად ვიხალისე! :D ვააა, შენ რა კარგი იუმორისტ-გიორგიტო ყოფილხარ! ყოჩაღ შენ! მომეწონა ეს ნაწერიც! :)
დიიიიდააად და რაღაჩნაირად ვიხალისე! :D
11. :)"ამოურიონ ხოლმე"-"გადაბრუნება" ხომ არ "მოუხდებოდა" უფრო?:) :)"ამოურიონ ხოლმე"-"გადაბრუნება" ხომ არ "მოუხდებოდა" უფრო?:)
10. უჰ, რამდენ "ჯაან რაღაჩნააირს" ვიცნოობ... და ყველა იმას წუხს, კაცები სად წავიდნენო + 5 მომეწონა
უჰ, რამდენ "ჯაან რაღაჩნააირს" ვიცნოობ... და ყველა იმას წუხს, კაცები სად წავიდნენო + 5 მომეწონა
9. "რაღაჩნაირი”....5 "რაღაჩნაირი”....5
8. "ახლად დამკვიდრებული მოდის მიხედვით გარუჯვის მსურველები სხეულზე სტაფილოს წვენს, ლუდს და ლეღვის ზეთს ისმევენ და ასე ეფიცხებიან მზეს."
:-S [-( რა საზიზღობაა... #-o
"ახლად დამკვიდრებული მოდის მიხედვით გარუჯვის მსურველები სხეულზე სტაფილოს წვენს, ლუდს და ლეღვის ზეთს ისმევენ და ასე ეფიცხებიან მზეს."
:-S [-( რა საზიზღობაა... #-o
7. სახალისოა...
მე კი არ მიყვარს გარუჯვა. სულ მზეს ვემალები :) სახალისოა...
მე კი არ მიყვარს გარუჯვა. სულ მზეს ვემალები :)
5. თუ გავითვალისწინებთ რომ თმიან მანდილოსნებსაც იტევს ჩვენი დედაქალაქი ალბათ რიგ შემთხვევებში მაინც თმებს :D თუ გავითვალისწინებთ რომ თმიან მანდილოსნებსაც იტევს ჩვენი დედაქალაქი ალბათ რიგ შემთხვევებში მაინც თმებს :D
4. თუ გავითვალისწინებთ რომ თმიან მანდილოსნებსაც იტევს ჩვენი დედაქალაქი ალბათ რიგ შემთხვევებში მაინც თმებს :D თუ გავითვალისწინებთ რომ თმიან მანდილოსნებსაც იტევს ჩვენი დედაქალაქი ალბათ რიგ შემთხვევებში მაინც თმებს :D
3. ლუდის წასმა - თმას "აშეშებს" და... ამიტომაც იყენებდნენ გარკვეული წლების წინ საპარიკმახეროებში (ნუ, თანამედროვე გაგებით - სილამაზის სალონებში) ლოკონების გასაკეთებლად.
არ ვიცი, ქალებს რას გაუშეშებს ლუდის ტანზე წასმა და...
რას იტყვით, კაცებო? :))))) ლუდის წასმა - თმას "აშეშებს" და... ამიტომაც იყენებდნენ გარკვეული წლების წინ საპარიკმახეროებში (ნუ, თანამედროვე გაგებით - სილამაზის სალონებში) ლოკონების გასაკეთებლად.
არ ვიცი, ქალებს რას გაუშეშებს ლუდის ტანზე წასმა და...
რას იტყვით, კაცებო? :)))))
2. სადილის ზეთი კი კარგი დამცავი საშუალება უნდა იყოს ამ კუთხით (კარგი იქნება მაინც თითო მეგობარი თუ ეყოლებათ გვერდში ყოველი შემთხვევისთვის რომ ამოურიონ ხოლმე) :))
დავამომწონე სასწრაფოდ,რაღაცეები მენიშნა და..მესასტიკა ისე ბოლოს:| მანქანის ზეთით დასაზელი უჯრედები , კაცებს უფრო აქვთ :D
სადილის ზეთი კი კარგი დამცავი საშუალება უნდა იყოს ამ კუთხით (კარგი იქნება მაინც თითო მეგობარი თუ ეყოლებათ გვერდში ყოველი შემთხვევისთვის რომ ამოურიონ ხოლმე) :))
დავამომწონე სასწრაფოდ,რაღაცეები მენიშნა და..მესასტიკა ისე ბოლოს:| მანქანის ზეთით დასაზელი უჯრედები , კაცებს უფრო აქვთ :D
1. მდა რთული შემთხვევაა ნაღდად
P.S. წავალ ეხლა სასწრაფოდ ლუდს ვიყიდი, სანამ კიდევ ვინმეს შეუზელია ტანზე. ოო აქ დიდი დასტური მეც მაგას ვაპირებ კაკრას მდა რთული შემთხვევაა ნაღდად
P.S. წავალ ეხლა სასწრაფოდ ლუდს ვიყიდი, სანამ კიდევ ვინმეს შეუზელია ტანზე. ოო აქ დიდი დასტური მეც მაგას ვაპირებ კაკრას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|