ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2011


ციკლიდან - კადრები

* * *
ვაშლატამების ხეივანი
ერთბაშად ააელვარა
შიშველმა მთვარემ...

* * *
ისე თოვდა რომ...
ლახათ-ლუხუმივით ამოიგვანგლა
პატარა ქოხი.

* * *
სულ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილს ვგავარ
გელიოტინაზე,
როცა უცოდველივით ვსუნთქავ.

* * *
დედამ არ იცოდა,
როგორ მოეტაცა ინვალიდის ეტლით
შვილი - თანატოლებიდან.

* * *
დღეს ისე დაცხა -
დღეს ისე დაცხა -
რომ სიცხე მომცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები