 | ავტორი: ნატალია5 ჟანრი: პოეზია 9 ივლისი, 2011 |
ცა გაფუჩდა. ნეილ, კვდებიან ადამიანები, ანუ მიდიან... შენ ეს იცი. თვალებში გვირილები ჩაუმარხე დედაშენს, ოთახში ჩაიკეტე. არც ის იცი ღარიბი ხარ თუ მდიდარი, არც ენა გესმის , საკუთარი გაქვს და დედიშობილა დარბიხარ ტყეში. როცა ღამე ტბის ზედაპირზე სეირნობს, შუაში კი სამი დიდი ლოდი დევს, როგორც ბავშვობისას... ჩითის კაბას იხდი და ზურგით ეშვები ლოგინში, სველია შენი თვალებივით, გამჭვირვალე და სრიალა აბრეშუმივით. "ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი"... თვალდახუჭული იხსენებ პატარა გოგონას, გრძელი თმებითა და მუხლამდე კაბით, ეთამაშები... ტყე გისმენს ,გაკვირდება, მაგრამ ვერ გპასუხობს, აგონიაშია, როგორც მე შენი გაცნობისას, წვიმის თქეშით შეშინებულმა , ხელისგულებზე დავიწურე თმა, გავლურჯდი... ახლა ხელში აგიყვანდი და სამუდამოდ დაგასახლებდი იქ, სადაც არ კვდებიან, დაე, მე მოვკვდე ორჯერ, შევეჩვიე... არც ლაპარაკს გასწავლიდი, მიგაბრუნებდი სახით იქით, მზისკენ, წვიმისკენ, მაგრამ არა სხვებისკენ... არც საკუთარი თავისკენ, ნეილ. შენ ასეთი ხარ ლამაზი, თვალებდაწმენდილი, ხალასი, ველურად გასხივოსნებული, შენ შვილი ხარ ჩემი, და, დედა, სახე გაქვს ლაზივით და სიტყვა არ გესმის ქართული, ნეილ, არც ლაზური, არც ინგლისური, ტყის მუსიკას აყოლილმა, მეც შენსავით გავიშალე თმა, შევვარდი ტბაში, სიპ ლოდზე დავდექი და ვიცეკვე. დაისი წითლად ენთო ტბაში, ეს იყო ბოლო გადამწვარი ნათურა, რომელიც ერთად მოვისროლეთ . ჩვენ ვცხოვრობთ, ნეილ. "ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი..."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი"... :დ ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი"... :დ
3. გაკვირდები და მომენტებში კარგი დეტალების დაჭერა შეგიძლია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიყვები ... გაკვირდები და მომენტებში კარგი დეტალების დაჭერა შეგიძლია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიყვები ...
2. კაი ნაწერია მაგრამ..
მაგრამ ეს"ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი..." რაგაა?:)) კაი ნაწერია მაგრამ..
მაგრამ ეს"ჩიკი,ჩიკი,ჩიკი მეი..." რაგაა?:))
1. მეორე სიტყვა ვერ გავიგე. კორექტურაა?
მეორე სიტყვა ვერ გავიგე. კორექტურაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|