ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2011


სულთა ქაოსი(თავი მეხუთე)

„ვიპოვი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას...

...მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავს ქარს,

გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,

როცა ვიცი ის დგას და მე პაემანზე მელის“

ვაკის პარკი


გრძნობის ტყვე


-ჩემი აზრით შენ პატარა კრიზისი გაქვს ნიკუშ, ახლა შენს გვერდით ქალი არაა, ჰოდა მაგას განიცდი, ამიტომ გგონია რომ შენი უფროსი შეგიყვარდა, ანდა როდიდან დაიწყე სიყვარულობანა მითხარი ერთი ძმურად-მეუბნება გიო.

გიო ჩემი უახლოესი მეგობარია, თუ რამე მიჭირს ყოველთვის მაქვს მისი იმედი. აი ახლაც ჩემს მთავარ პრობლემას შევეხეთ. საქმე იმაშია რომ მე „გამოვსწორდი“, ანუ დილაობით ადრე ვიღვიძებ, 10 წუთით ადრე მივდივარ სამსახურში, ვიყიდე შავი ფეხსაცმლის კრემი, სადღაც კარადის ქვეშიდან გამოვათრიე ფეხსაცმელები და გულდასმით გავაპრიალე, სპორტული სტილის ჩაცმულობა,მკაცრი ოფისის სტილით შევიცვალე.ყოველთვის ვრეცხავ ჩემს მრავალტანჯულ მანქანას.ახალივითაა ისე ბზრიალებს ხოლმე.ვცდილობ კორექტულად ვიმეტყველო ოფისში, აღარ ვიგინები, თავაზიანად მივმართავ თვით იმ წვრილთვალა პიდარასტსაც კი, ჯენტლმენობის სრული განსახიერება ვარ როცა მაკოს ვხედავ, როცა ვგრძნობ რომ ის სადღაც აქვეა, ჩემს გვერდით.მოკლედ შევიცვალე. ეს ცვლილება გიომ მაშინ შეამჩნია, როცა დამირეკა და მახარა:

-ნიკუშ, 2 მაგარი ნაშა ავაგდე, წამო ჩვენებურად გავერთოთ

-არა!-მოკლედ მოვუჭერი

-ავად ხარ?-პრინციპში ავადაც რომ ვყოფილვარ, არც მაშინ მითქვამს უარი.გიოს აშკარად სერიოზულად ავად ვეგონე, ამიტომ ბევრი აღარ მალაპარაკა და სახლში მომაკითხა ეგრევე. მე კი ჩემი სიყვარულის ამბავი ვუამბე. მეუბნება რომ უბრალოდ გატაცებაა,ნათკას წასვლა მძიმედ გადაგიტანიაო.

-მანამდე გავიცანი ძმაო,სანამ ჩემი უფროსი გახდებოდა!

-5 წუთით საუბარს შენ გაცნობას ეძახი?ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერაო რამდენჯერ დაგიცინია სხვებისთვის?

-ჰოდა ახლა მე ვარ დასაცინი. გიო ის ქალი ამეკვიატა.იქნებ არცაა სიყვარული? მაშინ რომ „დამადო“,იქნებ ეგ ჩამრჩა ა?

-ეგრე იქნება უეჭველი შენს ძმობას ვფიცავარ, სად შენ და სად სიყვარული.წავედით?

-სად?

-გოგოები მყავს მანქანაში შე ჩემა, რა გჭირს?ცოტას გამოფხიზლდები.

-არა გთხოვ, ვერ ვუღალატებ გიო.ეგ გოგოები ორივე შენი იყოს,გაერთობი უფრო-ხუმრობის მაგვარს ვცდილობ

-ვაახ, შენ მართლა ცუდად ხარ,იცი რას გეტყვი?რა ვერ უღალატებ?შენი ქალია?რა იცი რომ არავის ხვდება?გგონია შენ გელოდება,როდის ამოიდგამ ენას და ეტყვი ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულითქო? გაინძერი სიმონ, მოიპოვე შენი ქალი!

თავში დამკრა, მოიპოვეო ასე მითხრა, მაკომაც ასე მითხრა ადრე, უნდა მომიპოვოო.მოქმედება უნდა დავიწყო ე.ი., მარტო ფიქრით ვერაფერს ვერ ვუშველი. გიო წავიდა. შეარგოს ის ნაშები.ვახ რა კარგი სიტყვები მითხრა ახლა. ნიკუშ გინდა შამპანური?გარისკე!მუსიკა ჩავრთე, მიყვარს ეს ჯგუფი, ქართულია და გემოვნებიანი.იშვიათი ეგზემპლიარია ნამდვილად.მუსიკა ენერგიით და სიმშვიდით მავსებს.ტელეფონს ვიმარჯვებ:

-მაკო..

-დიახ

-ნიკა ვარ, მანაგაძე....აი თქვენი...

-გიცანი ნიკა,რამ შეგაწუხა ამ კვირა დღეს, არ თქვა სამსახურის პრობლემებზე ვფიქრობო-აუჰ, ახლა რა ვუთხრა

-ეე, არრაა, უფრო სწორად კი...

-განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშავე? ყურადღებით გისმენ,ისე ხვალამდე მოგეცადა

-მაკოო, მეთქი რას აკეთებსთქო,სადმე მინდოდა დამეპატიჟე

-აჰა, მე რომ არ მცალია?დავგეგმე დღე უკვე ნიკა.

-გასაგებია, ბოდიში რომ შეგაწუხეთ მაკო

-ეგ არაფერი,ხვალ სამსახურში გნახავ.პაკა


ესეც ასე.თავიდან მომიშორა. მე შენ გასწავლი ჭუას ქალბატონო!ახლა რა ვქნა? დაბოღმილი მივუჯექი ტელევიზორს.ვერ ვიტან ამ ნივთს.რატომ მაქვს სახლში საერთოდ?!ფეხბურთი რომ ვუყურო. ეგრევე გამოვრთე. 3 მტავარ ქართულ არხზე სერიალი იყო, დანარჩენი არ მინახავს. ტელეფონი მირეკავს ისევ:

-გისმენთ-არც მინახავს ისე ჩავძახე ყურმილს

-ნიკა..-მეჩვენება, სასწრაფოდ დავხედე აპრატს,მაკოა ნამდვილად

-მაკო?

-სად ცხოვრობ?საქმე მაქვს შენთან,სახლში ხარ?-ძალიან მინდა ვუთხრა,საერთოდ არ ვარ ქალაქშითქო

-საერთოდ არ..გავდივარ ხოლმე კვირაობით მაკო-მისმამართს ვეუბნები-აღმაშენებლის ქუჩაა

-ხომ იცი ვერ ვერკვევი კარგად აქაურ ქუჩებში,სადაა ეგ?

-გორის ქუჩაზე წამოდი, აი ხელს რომ აწერენ ახლადდაქორწინებულები,იცი ეგ შენობა?მანდვე რომ შესახვევია, დიდი,ფართო ქუჩაა

-ვიცი ჰო,ოკ ქვემოთ დამხვდი, 5 წუთში მანდა ვარ

ნეტა რა უნდა მაკოს?ალბათ რაღაც ფაილი,ინფორმაცია.ვიცვამ და ქვემოთ ჩავრბივარ.

ის აზრები რაც შეყვარებული კაცის თავში ტრიალებს, ენით არ გამოითქმის, ის 5-ოდე წუთი რომელიც მე მას ველოდი იყო შფოთვის, სიხარულის ნაზავი. მე არ ვიცი რა უნდა მას, მაგრამ ის ჩემთან მოდის.პატარა იმედის ნაპერწკალი ყოველთვის ღვივის ადამიანის სულში და მეც ამ ნაპერწკალს სულს ვუბერავ, გაღვივდეს მინდა.კოცონი დაინთოს, აგიზგიზდეს.წამლეკოს მისმა სიმხურვალემ.ერთადერთ კითხვას ყველანაირ ბრუნვაში ვატრიალებ თავში: „რა უნდა მაკოს?“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები