 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2011 |
ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურაო ნათქვამია, ჰოდა როცა სევდა მოგეძალებათ მაშინ დალევა საუკეთესო გამოსავალია. ჰოდა დავლიოთ.მეტი რა დაგვრჩენია.
სასიამოვნო მოულოდნელობა
არასდროს მყვარებია არაყი. რაღაც საზიზღარი გემო აქვს,გულის ამრევი. ადრე ვსვამდი ცოტ ცოტას მეგობრებთან ერთად, ახლა ალერგია მაქვს. მის სუნს რომ ვგრძნობ, გულის რევის შეგრძნება მიპყრობს ეგრევე. ერთხელ, მეგობრები სახინკლეში წავედით, სტუდენტები ვიყავით,ფული არც ერთს არ გვქონდა ჯიბეში,მაგრამ ცხოვრება გვიხაროდა.ერთმანეთის გვერდით ვიყავით დღედაღამ, დავესწრებოდით 3-4 ლექციას, შემდეგ კი ან ტოტალიზატორში წავიდოდით,ან „სონის“ კომპიუტერებზე ფეხბურთის სათამაშოდ ან ჩემთან. არაფერი გვაწუხებდა, ადვილი იყო ცხოვრება. 2-2 ლარს ავკრებდით, თავისუფლად გვყოფნიდა. სახინკლეში თუ მივდიოდით ე.ი ბევრი ფული გვქონდა, იმ ერთხელაც ტოტალიზატორში ფულის მოგებას აღვნიშნავდით. რაღაც იაფფასიანი არაყი ვიყიდეთ და ხინკალი შევუკვეთეთ. თავი გამოვიდე იმ დღეს, ბოლომდე ვსვამდი ყველა ჭიქას,მერე რა რომ არ მიყვარდა, აბა ხომ არ ჩავტოვებდი წვეთს. ჰოდა მეც ვერ მივხვდი ისე გავითიშე სუფრაზე. შემდეგ, როცა სახლში მიყვანილი გონს მოვეგე,ბიჭებმა მიამბეს,თუ როგორ ვთხოვდი სახინკლის რუს მიმტან გოგონას ცოლობას, (მე არ მჯერა,თუმცა მახსოვს სანამ გავითიშებოდი რომ მომწონდა ის გოგო) მერე სათითაოდ ყველა მეზობლისთვის მიგინებია,ამის მიზეზი კი მქონდა, ლიფტის გასაღები არ მათხოვეს, ძლივს ამათრიეს მერვე სართულზე. ჰოდა ამის მერე არაყს როგორ გავეკარებოდი, შემზიზღდა საბოლოოდ, მასთან ერთად ხინკალიც შევიძულე.იშვიათი ეგზემპლიარი ვარ ხო?განსაკუთრებული, მე სხვებს არ ვგავარ, ვაკვირდები და მართლა არ ვგავარ არავის. და რატომ არ ვუყვარვარ იმ გოგოს?რით ვარ მასზე ნაკლები?საქმრო ყოლია ქალბატონს,ერთი მაგის საქმროსიც, სადაც დავიჭერ იქ ვაწყევლინებ თავ-ბედს.იდიოტი, ქალის ახევა მომინდომა, თან როგორ მიყვარს ის ქალი.
ძლივს ავდექი მაგიდიდან, სარკეში ვუყურებ ჩემს თავს, რატომ არ მოვწონვარ,ცუდი ტიპი ვარ?სხვა გოგოებს რომ მოვწონვარ?სარკიდან ჩემი აჩრდილი მიყურებს: შეშლილი, ჩაწითლებული და არეული თვალებით, წაშლილი სახით, ბარბაცებს,ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს, ცალ ხელშითითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი უკავია. ახლოს მიმაქვს თავი სარკესთან,ვცდილობ გავარჩიო რა აწერია ბოთლს:
-ნემიროვი, რუსული არაყი ყიფილა-ჩემთვის ვბურდღუნებ. მალე გავითიშები ვიცი.
დილით სამსახურში არ დამიგვიანია. თავი მისკდებოდა ტკივილისგან. გარეთ გავალ და ბორჯომს ვიყიდითქო გავიფიქრე.დერეფანში მაკოს შევეჩეხე. თვალი ამარიდა
-ვეღარ მცნობ მაკო?!
-არა მაქვს ახლა შენი თავი
-გუშინ სულ სხვანაირი იყავი...
-ძალიან ვნანობ
-რატომ? მე არ ვნანობ. გინდა ვიყვირო რომ მიყვარხარ?თუ გინდა ახლავე გაიგებს ყველა
-შენ აფრენ!
-მაკო,მე შენ მიყვარხარ! რატომ არ გინდა გაიგო ეს, შენ ჩემი გახდები,ამას გპირდები.- მხრებში ვკიდებ ხელს და ჩემსკენ ვიზიდავ. ვგრძნობ როგორ კანკალებს,ცდილობს თავი დაიხსნას ჩემგან. ამ დროს რაღაც უხეშმა ძალამ შემომატრაილა უკან. ვიღაც ახვარი ტიპი დამცინავად მიყურებს.
-გაწუხებს ეს წურბელა მაკუნა?-ეკითხება და მხრებში მაჯანჯღარებს. ძლივს მოვეგე გონს.
-შენ ვინ ხარ რომ ეჩრები,დაახვიე აქედან!-ვუყვირი და ვცდილობ სამაგიერო გადავუხადო ,მოვდო მუჭი ყბაში. ვინ გაცალა, კიდევ ორი ახვარი ხელებს მიკავებს, ის კი წყნარად იკაპიწებს ხელებს,შემდეგ კი მთელი ძალით მირტყამს სახეში მუჭს, მერე ისევ, და ისევ... სანამ გონებას დავკარგავდი დავინახე კედელთან ჩაკეცილი მაკო, თვალებიდან ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები.
გონს სახლში მოვეგე. სხეული საშინლად მტეხს,თავი გასიებული მაქვს ასე მგონია და მტკივა.მოკლედ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. გიო მიზის საწოლთან:
-როგორც იქნა გაიღვიძე-ჩუმად მეუბნება,საშინლად მოწყენილია-შენებს არ ვუთხარი,გაგიჟდებოდნენ,ჰოდა მე გივლი ახლა.
-ჰო,გასაგებია, მადლობა ძმაო.
-რა დაგემართა ბიჭო,ვინ გაგალამაზა ასე?
-არ ვიცი,არ შევარჩენ მაინც!
ტელეფონი რეკავს ამ დროს.გიო იღებს და მიწვდის
-ისაა-მეუბნება-მეშვიდედ რეკავს უკვე,უპასუხებ?
ბრაზი მახრჩობს და სირცხვილის გრძნობა.
-გისმენ!
-როგორ ხარ ნიკუშ,მაპატიე-ეს მაკოა,ხმაზე ვგრძნობ მართლა განიცდის
-ვინ იყო...
-ზურა,ჩემი საქმრო. ვერ აიტანა შენი საქციელი
-აჰა...კმაყოფილი ხარ ახლა?
-ვეჩხუბე,შენი ნახვა მინდა.მოვალ რა
-მოდი,მე მარტო ვიქნები...
გავთიშე და გიოს შევხედე. მიმიხვდა. მე უნდა წავიდე,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკეო მითხრა და წავიდა.
მარტო დავრჩი ჩემს თავთან.რატომ დამემართა ეს. სახეზე ხელი ახლა მოვისვი.ალბათ საშინლად გამოვიყურები.რატომ მოდის მაკო?თანაგრძნობა უნდა გამიწიოს?არ მჭირდება მისი თანაგრძნობა.მე თავად მაკო მჭირდება.
ახლა მეტად ვგრძნობ მის მიმართ სიყვარულს,ლტოლვას. რა მეშველება,მაზოხისტი ვარ? რა მიზიდავს ასე მასში? რაც შეეხება იმ ნაბიჭვარს,იმას მოვუვლი. ზურა ქვია ბიჭს თურმე.თავი გამოიჩინა საცოლესთან არა?ოკ. ზურა... ვხვდები რომ სადღაც მეცნობა ეს ტიპი,ადრე მინახავს სადღაც,ნელ ნელა მოვდივარ აზრზე. ზურა ჭელიძე, ჩვენი ფირმის ქართული განყოფილების გენერალური დირექტორი. მოსალოცად გქონია საქმე ნიკოლოზ. გიჟივით ვხარხარებ.
დააკაკუნა. შემოდითქო მაკო. შემოდითქო ჩემო გოგო გულში დავუმატე. შემოდის.რა ლამაზადაა,ვიყვირებ ახლა სიხარულისგან.მოთოკე გრძნობები ნიკუშ. არ უნდა შეგატყოს.
სკამთან ჯდება. როგორ ხარო ნიკუშ?ბოდიშებს მიხდის,მაპატიეო.
-ჭელიძე...
-იცნობ?
-გამიგია, ყოჩაღ...
-ეგრე ნუ მელაპარაკები.
-გიყვარს არა?ქორწილი როდის გაქვთ?
-არ გვინდა მაგაზე საუბარი,მინდოდა გამეგო როგორ ხარ
-მშვენივრად ვარ, მითუმეტეს როცა აქ ხარ.
მისი თბილი ხელი მედება შუბლზე
-სიცხე გაქვს მგონი ნიკუშ
-არა უშავს
-გინდა წამალს მოგიტან?
-ჩაის გამიკეთებ,ლომონიან ჩაის მაკო?
-კი-თვალები უბრწყინდება.ვგრძნობ როგორ მიყვარს.
ჩემს სახლშია,მე მივლის.აღარ ვიცი უკვე,ვიცინო თუ ვიტირო?
ჩაი მომიტანა
-გასინჯე ნიკუშ, მოგწონს?
-უგემრიელესია მაკო...
-შენთვის ორი ამბავი მაქვს ნიკუშ,კარგი და ცუდი,რომლით დავიწყო?
-ჯერ ცუდი მოვიცილოთ,მითხარი მიდი
-შენ ჩვენთან აღარ მუშაობ...ეს, მან გაგანთავისუფლა...
-ახლა კარგი მითხარი,ოღონდ ძალიან უნდა გამახარო იცოდე-ვუღიმი,ვცდილობ მხნეობა შევინარჩუნო
-ნიკუშ...
-ჰოო
-მე შენ მიყვარხარ ნიკუშ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ხალასი , გულწრფელი თხრობა, მე მომწონს ხალასი , გულწრფელი თხრობა, მე მომწონს
7. -მაკო,მე შენ მიყვარხარ! რატომ არ გინდა გაიგო ეს, შენ ჩემი გახდები,ამას გპირდები.<<ჰოო, აი, აქ დამთავრდებოდა ჩემთვის :)
ნუთუ ამდენადაა შეყვარებული ნიკუშა? -მაკო,მე შენ მიყვარხარ! რატომ არ გინდა გაიგო ეს, შენ ჩემი გახდები,ამას გპირდები.<<ჰოო, აი, აქ დამთავრდებოდა ჩემთვის :)
ნუთუ ამდენადაა შეყვარებული ნიკუშა?
6. ვკითხულობ...მსიამოვნებს...ველოდები დასასრულს...:-* ვკითხულობ...მსიამოვნებს...ველოდები დასასრულს...:-*
5. HAPPY END- საქმეს გააფუჭებს :) რამე მზაკვრული, მუხანათური, მაწაკური დასასრულიიიიიიიი HAPPY END- საქმეს გააფუჭებს :) რამე მზაკვრული, მუხანათური, მაწაკური დასასრულიიიიიიიი
4. ეგრე კიდევ , ძალიან ხელოვნური და ნაძალადევი არ გამოვიდეს, ნუ არ ვიცი თუ დიდი მოზრდილი ტავი იქნება არ ვიცი:) კარგი ვნახოთ აბა რა გამოვა, ძნელი იქნება ალვათ Eტრ თავში ბუნებრივად დამთავრება:)მწარმატებები. ეგრე კიდევ , ძალიან ხელოვნური და ნაძალადევი არ გამოვიდეს, ნუ არ ვიცი თუ დიდი მოზრდილი ტავი იქნება არ ვიცი:) კარგი ვნახოთ აბა რა გამოვა, ძნელი იქნება ალვათ Eტრ თავში ბუნებრივად დამთავრება:)მწარმატებები.
3. ჰო მაგას მეც მივხვდი და მომდევნო თავში სრულდება. არ მიყვარს სერიალები ნამდვილად :) შესაკვეცია რაღაცეები,ნუ ჯერ ასე იყოს ჰო მაგას მეც მივხვდი და მომდევნო თავში სრულდება. არ მიყვარს სერიალები ნამდვილად :) შესაკვეცია რაღაცეები,ნუ ჯერ ასე იყოს
2. ზეუს, ძალიან სერიალი გახდა :) შეიძლება ცუდი არაა, მაგრამ მათვის ვისაც სერიალები უყვარს:) უკვე მე მგონი ისეთია , რომ გოგონა შუაუბნიდან რომ არი , მაგათ რომ მიუტანო ხელიდან გამოგლიჟავენ:) მოკლედ , მე ვFიწრობ რომ კარგად წერა შეგიძლია, და ნუ გძლევს სურვილი გასერია;ლების, თუ რა ტქმა უნდა ამაში ფულს გადაგიხდიან, მაშინ მოსულა:) აბა წარმატებები. ზეუს, ძალიან სერიალი გახდა :) შეიძლება ცუდი არაა, მაგრამ მათვის ვისაც სერიალები უყვარს:) უკვე მე მგონი ისეთია , რომ გოგონა შუაუბნიდან რომ არი , მაგათ რომ მიუტანო ხელიდან გამოგლიჟავენ:) მოკლედ , მე ვFიწრობ რომ კარგად წერა შეგიძლია, და ნუ გძლევს სურვილი გასერია;ლების, თუ რა ტქმა უნდა ამაში ფულს გადაგიხდიან, მაშინ მოსულა:) აბა წარმატებები.
1. ახლა უკვე ის მაინტერესებს, როდის დამთავრდება :)
და კიდევ, ძალიან გაშლილად წერია ტექსტი და აღქმა მიჭირს ხოლმე ასე გაფანტული სტრიქონების ახლა უკვე ის მაინტერესებს, როდის დამთავრდება :)
და კიდევ, ძალიან გაშლილად წერია ტექსტი და აღქმა მიჭირს ხოლმე ასე გაფანტული სტრიქონების
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|