ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მენთოლლ
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2011


ცეცხლის სიშიშვლე

მარადისობის ტალანებში
წვეთავს ყინული,
წვეთავს ვით ცრემლი შორეული–სევდის ბალღამი.
მარადისობის სიახლოვეს ბალღი ვიყავი,
ბალღი რომელმაც ვერ შეიცნო
ცეცხლის სიშიშვლე.
გზადაკარგულ და უკუქცეულ ბრმას შევეფეთე,
მარადისობის ტალანებში გზას
მიიკვლევდა.
იქ ობლადმყოფი სტალაქტიდი ჩამომდნარიყო
და სულ ცრემლებად იღვრებოდა
მარტო მღვიმეში.
ელვამკრთომარე დედამიწა ისახებოდა,
ზღვის მწუხარება შორდებოდა მზიან სიმშვიდეს.
  მარადისობის ტალანებში გზას მიიკვლევდა,
  ბალღი რომელმაც ვერ შეიცნო
  ცეცხლის სიშიშვლე.
 
                      ზაალ ჯალაღონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები