 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 24 ივლისი, 2011 |
ის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იდგა, ცალი ფეხი შენობის თეთრ კედელზე ჰაიჰარად მიებჯინა, ხელებჩამოშვებული, დახეული ჯინსებითა და შავი, მოკლე მაისურით. მანქანები ქუჩაზე ხშირ-ხშირად გაიქროლებდნენ, ხნადახან დიდი ნაკადიც კი მიებმებოდა ერთმანეთს, ამ დროს თვალსაწიერიდან ვკარგავდი უცნობს. მერე კი, როცა როგორც იქნა შეწყდებოდა სიგნალების ჭყვიტინი და ძრავების ღმუილი, მე ისევ ვხედავდი მას. გრძელი, ოქროსფერი თმები ეფინა მხრებზე, საშუალო სიმაღლის იქნებოდა, ლამაზი გოგო ჩანდა აქედან. ეს ვერ ამომეხსნა ოღონდ, რატომ იდგა ასე, სადღაც შორეულ წერტილისკენ გაეშტერებინა მზერა, ალბათ ვერც ვერავის ამჩნევდა. მე კი მეოთხე დღეა ვამჩნევ, ასე დაახლოებით დილის ცხრას რომ ათი წუთი დააკლდება,თითქმის ერთდროულად მოვდივართ, მე აქ, გაჩერებაზე ვაყენებ მანქანას, ცხრისთვის შენობაში რომ შევიდე, ის კი იქ, ქუჩის გადაღმა ჩვეულ ადგილზე იცდის ხოლმე. როცა უკვე გარეთ გამოვდივარ ის აღარ მხვდება. დღესაც ასეა რათქმაუნდა. მანქანიდან გადმოვდივარ და მოხუც დარაჯს მადლობას ვუხდი. მან იცის რომ აუცილებლად მოვალ ყოველ დილას და „ჩემს ადგილს“ მინახავს. -ვინაა ის გოგო?-თავით ვანიშნებ მისკენ-რაც აქ დავდივარ ვამჩნევ რომ ყოველთვის იქ დგას. -ზოგი ამბობს რომ აფრენს, მე კი მიმაჩნია რომ ისაა ნამდვილი ადამიანი-ნაღვლიანად მეუბნება დარაჯი -ცოტა უკეთ ამიხსენი -ასახსნელი არაფერია, დგას და შეყვარებულს ელოდება-ბრაზი ერევა მოხუცს ხმაში, ჩანს აღარ უნდა უკვე ჩემთან საუბარი -აჰა, ჰოდა ხომ იცის რომ აგვიანებს ის ბიჭი, ყოველთვის ეს რატომ ელოდება? -ის ბიჭი...აღარ მოვა -და თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? -ჩემი მეზობლის ქალიშვილია უცნაური ხალხია ეს მოხუცები. რაღაცას მიხსნის და მაინც ვერ გამირკვევია წესიერად რა მითხრა. ჩავეძიები და ხმას აღარ ამოიეღებს. მე, როგორც გავიგე იქ დგას გოგო, რომელმაც იცის რომ შეყვარებული არ მოვა, მაგრამ მაინც ელოდება. ვახ, ასეთი რამე არ გამიგია ნამდვილად. შეყვარებული...იმ შენობაში, სადაც ახლა მე შევდივარ, ჩემთვის ძვიფასი ადამიანი წევს. მიხვდით ალბათ, საავადმყოფოში შევდივარ ყოველ დილით. მთავარია ცოცხალია, თავს ვიმშვიდებ, ყველაფერი კარგად იქნება. მეხუთე სართულზე ავდივარ. დერეფანში ექიმი დააბიჯებს, მეტყველი სახით ეწევა სიგარეტს, იმედიანი განწყობა აქვს და მეც თითქოს იმედით ვივსები მას რომ შევხედავ: -ზაზას გაუმარჯოს- შორიდან მიღიმის-მოხვედი უკვე? -გამარჯობათ ბატონო გურამ, სალო როგორაა?-სხაპასხუპით ვაყრი კითხვებს -სტაბილურად ძმაო-ბეჭებზე მხვევს ხელს-შენ მაგის ნუ გეშინია, ჩემს ხელშია, ცივ ნიავს არ ვაკარებ -ალბათ ჯერ ადრეა სხვა დანარჩენზე საუბარი ექიმო ხო? -მთავარია გჯეროდეს... შეხვალ ნახავ? -რათქმაუნდა.
სალო საწოლზე წევს, თვალებდახუჭული მშვიდად სუნთქავს, საფეთქელთან ოდნავღა ამჩნევია ლეიკოპლასტის ზოლი. ვიხრები და შუბლზე ვკოცნი, მერე ოდნავ ვეხები ტუჩებზე. სუნთქვის რიტმი ეცვლება, თითქოს იგრძნო, რომ მასთან ვარ. თეკლა, მისი და, საწოლის თავთან, სკამზე ზის თავჩაღუნული. -თეკ, ახლა უნდა წავიდე, სამსახურში უამრავი საქმე მაქვს. -კარგი-ჩუმად მეუბნება. -ხომ იცი, შაბათ-კვირას მე ვრჩები, დაისვენეთ შენ და დედაშენმა -ჰო. -თეკ, დღეს საღამოს იქ წამოხვალ?ვიცი ძალიან გიყვარს… თავს მაღლა წევს, წამით თვალები უნათდება: -ვერა, ხომ იცი აქ ვჭირდები ჩემს დას. ოთახიდან გამოვდივარ. ქუჩაში რომ გავედი ქუჩის მეორე მხარეს გავიხედე ინსტიქტურად. ის გოგო იქ აღარ იდგა. მთელი დღე დაძაბული გრაფიკი მქონდა. მომწონს როცა ასეა. საინტერესოა ჩემი საქმე, გულით ვაკეთებ და რაც მთავარია დრო ადვილად გამყავს. საქმეს შევყევი. ჩემმა ელექტრონულმა საათმა დრო შემახსენა, უკვე 18:30-ია. მობილურიც მირეკავს. -გისმენ -შვილო დღეს ადრე მოდი სახლში-დედაჩემია -არ ვიცი, არა მგონია. -ეცადე რომ მალე მოხვიდე, სალაპარაკო მაქვს შენთან -კარგი ვეცდები. მანქანაში ვჯდები, მუსიკას ვუწევ, ნელა მივუყვები თბილისის ქუჩებს. უკან ვიტოვებ ჭავჭავაძის ქუჩას, ვაკის პარკს, კუს ტბასთან ავუხვიე. ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია მანქანებითაა სავსე. შესასვლელამდე ალბათ ვერ მივაღწევ. ვაყენებ მანქანას და ფეხით ვაგრძელებ გზას. უამრავი ხალხი ირევა გარშემო. აქ დღეს „არტ-გენია“, ქართული სულის ზეიმი. 2 ქილა ლუდი შევიძინე და მიწაზე ჩამოვჯექი. ქვემოთ სცენაა, მომღერლები და მოცეკვავეები ერთმანეთს ცვლიან. როგორ მიყვარს აქ მოსვლა. როგორ გვიყვარდა აქ მოსვლა. ზუსტად ერთი წლის წინანდელი ამბები მახსენდება... მუსიკა მძლავრად უკრავს. ღამეა, ადამიანების სილუეტები ერთმანეთში ირევა. მე და თემო ერთმანეთის გვერდიგვერდ ვზივართ. -ნახე-თემოს ვანიშნებ, ჩვენს წინ ორი გოგო დგას, მუსიკის რიტმს ტანს მოხდენილად აყოლებენ. -ლამაზები არიან არა?-მეკითხება თემო -ჰო, თან მარტო არიან. -შენ რა იცი?ასეთ გოგოებს მარტო ვინ დატოვებს თუ ძმა ხარ. მე უკვე გოგოებს ვაკვირდები. ბიჭები მათთან მიდიან, რაღაცას ჩაულაპარაკებენ ერთმანეთს, შემდეგ ყველა უკან ბრუნდება. სახეებზე აშკარად გაწბილება და უკმაყოფილება აწერიათ. -გინდა ვცადო?-ვეკითხები თემოს -მიდი, ყველას უკან ისტუმრებენ, შენც არ „დაგადონ“ -მე ხომ განსაკუთრებული ვარ-ვუღიმი და ვდგები. მუსიკა კვლავ ხმამაღლა უკრავს, გოგოები ისევ ცეკვავენ მის რიტმზე აყოლილნი, მე კი ნელა ვუახლოვდები. -მოვიდა მორიგი მაძიებელი!-ერთი მეორეს აშკარად ჩემს გასაგონად უყვირის. მეორე მხოლოდ იღიმის. საოცრად ლამაზი ღიმილი აქვს.წამით მისი თვალები ჩემსას ხვდება -მაძიებელი არა რა, მე პრინცი ვარ! -ოხ, და რა ნებავს პრინცს?-ისევ პირველი აქტიურობს -რა და, მას მეზობელი სამთავროს პრინცესა შეუყვარდა, მოვიდა რომ მისი ხელი ითხოვოს -რა გქვია უფლისწულო? -ზაზა, შენ?პრინცესას სახელიც მაინტერსებს-ისევ თვალებში ვუყურებ გოგოს, ის კი მხოლოდ იღიმის, ჯადოსნური, დამატყვეველი ღიმილი აქვს, ხმას ისევ არ იღებს -მე თეკლა, ეს ჩემი დაა, სალო -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-გამიმართლა, უკან ნიშნისმოგებით ვუყურებ თემოს, ვხედავ ისიც წამოიწია, ჩვენსკენ წამოსვლას აპირებს. -ჩვენთვისაც და ნახვამდიიის!-მუსიკა წყდება, გოგოები ხალხში ერევიან, თავქუდმოგლეჯილები, ბედნიერებით სავსენი, სიცილით-კისკისით გარბიან სადღაც, ჩემგან შორს. -შენ რა მაგარი ხარ-გახევებული ვდგავარ და უკნიდან დამცინავად მეჩურჩულება თემო. ჩვენს ისევ კონცერტს მივუბრუნდით, მთავრდება უკვე, ხალხი იშლება. ჩემი მანქანისკენ მივდიოდით, როცა წვიმამ დაუშვა. ფარები ავანთე, მიყვარს წვიმის შხაპუნში მანქანით ბოდიალი. ცოტა უხასიათოდ კი ვარ, მაგრამ გადამივლის. ხვალაც ამოვალ აქ. მოვძებნი იმ გოგოებს. -ნახე ზაზა, ისინი არ არიან?-თემოს ხმა მესმის -ვინ ისინი? წინ ორი გოგო მიდის, კი არა მირბის, მანქანა გავუსწორე და მივყვები გვერდით. არც კი იხედებიან ჩვენსკენ. გარბიან. წვიმა ასველებთ,წყალი წურწურით ჩამოდით, გზებზე მომდინარე ნაკადულებში მიტყაპუნებენ. -არ ჩაჯდებით?-მინას ვწევ და ვეძახი -გააგრძელე გზა-ეს თეკლაა. სალო კი გვერდზე იხედება, მე მის გაცისკროვნებულ ლამაზ თვალებს ვხედავ, თავადაც მიცნო ვგრძნობ, შემდეგ რაღაცას ეუბნება დას. -პრინცმა მოგვაკითხა?-იცინის ის. მანქანაში ჩავისვით გალუმპული გოგოები. კანკალებენ, ერთმანეთს ეკვრიან ისე ცივათ. -ასე აპირებდით ქალაქამდე ჩასვლას? -ჩვენ ყოველდღე ასე დავდივართ. უხერხულობა ნელ-ნელა გვშორდება. მე და თემო ვაქტიურობთ, კითხვებს ვუსვამთ, ისინიც ალბათ იძულებულნი არიან გვიპასუხონ. დები არიან. თეკლა 22 წლისაა, სალო 19 ის. სალო ძალიან მორიდებულია, ხანდახან თუ ამოიღებს ხმას, უფროსი დის როლით შესანიშნავად სარგებლობს თეკლა. ახლახანს დაიწყო მუშაობა, ჯერ პირველი ხელფასიც არ აუღია. „არტ-გენზე“ ყოველდღე დადიან,როცა მთავრდება სახლისკენ ფეხით მიდიან,ახლა წვიმამ მოუსწროთ და იმიტომ ჩაუჯდნენ უცხოს მანქანაში. ფიქრებიდან ვერკვევი, ვხვდები რომ რეალობას დავშორდი, ისევ თვალწინ წარმომიდგნენ გოგოები: თეკლა, ნაღვლიანი და თავჩაღუნული, თავის დის სასთუმალთან მჯდომი, სალო კი მშვიდი, როგორც ყოველთვის, იქ, საავადმყოფოს თეთრ საწოლზე. ფეხზე ვდგები, ცარიელი ლუდის ქილები სანაგვისკენ მიმაქვს. მას მერე აქ ხშირად დავდიოდით, აქ დავაახლოვდით, აქ აუხსნა თემომ სიყვარული თეკლას, აქ შემიყვარდა მე სალოც. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, უსაზღვროდ ბედნიერები. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. უფრო სწორად ერთი თვის წინ: თემომ დამირეკა, ჩემი მანქანით წამოვიყვან გოგოებს, სადმე დაგვხვდიო. მცხეთაში ვაპირებდით წასვლას. შემდეგ კი უბედურება მოხდა. არაადამიანური ძალისხმევის ფასად მოახერხა და ააცილა მანქანა თემომ ტრასაზე მოულოდნელად გამოვარდნილ ბავშვიან ქალს. ვერ ააცილა განათების ბეტონის ბოძს. თეკლა დაჭეჭყილი მანქანიდან საღსალამათი გამოიყვანეს. სალომ იქვე დაკარგა გონება, მას მერე ასეა. თემო კი...ახლა სასაფლაოზე უნდა ავიდე, მომენატრე მეგობარო. სახლში ძალიან გვიან მივედი. დედაჩემი ისევ ფხიზლობდა. საჭმელი დამახვედრა, სუფრა გამიწყო. უხმოდ აკეთებს ყველაფერს, ესმის ჩემი. -სალო როგორაა?-მკითხა -ისევ ისე... -შვილო, ვხვდები რომ ძალიან გიყვარს, მაგრამ ალბათ ისიც იცი რომ... -არ გვინდა მაგაზე საუბარი დედა! -ბოლომდე დაელოდები? -ჰო, ბოლომდე... -ალბათ იცი რომ... -მაგას მნიშვნელობა არა აქვს დედა. ჩემს ოთახში გავდივარ. ძილის დროა. მალევე მეძინება. ძილში სალოს ვხედავ, ჯანმრთელს და უვნებელს, მე კი მგონია ეს ყველაფერი რეალობაა. სალო თავისი ლამაზი, გაცისკროვანებული თვალებით მიყურებს და მიღიმის. მე სითბოთი და სიყვარულით ვივსები. ხელებს ვხვევ, ჩემსკენ ვიზიდავ: „მე და შენ სულ ერთად ვიქნებით სალ, ბედნიერები ვიქნებით მე და შენ სალ, აი ნახავ“-ვეჩურჩულები. მას კი თვალები ნაღვლიანი უხდება „მე შენ მოგიკვდები“ დარწმუნებით მეუბნება და თანდათან უფერულდება, ჩემი მკლავებიდან ამოდის და ქრება. შეშინებულს მეღვიძება. ოქროსფერ თმიანი გოგონა ისევ იქ დგას, მანქანას ვაყენებ და მისკენ მივდივარ. პირდაპირ მე მომშტერებია თითქოს, ყინულივით ცივი და უემოციო თვალები აქვს. -გამარჯობა-ვეუბნები მე -გაიარე-კბილებში გამოცრა -შენი ამბავი მაინტერესებს... რეაქცია არა აქვს, ისევ ისე იყურება, ცივი და უმეტყველო მზერით. -იქ-ქუჩის გადაღმა საავადმყოფოს შენობაზე ვანიშნებ-ჩემი შეყვარებული წევს, მას გონება აქვს დაკარგული, კომატოზურ მდგომარეობაშია. -ძალიან გიყვარს?-სხივი უდგება თვალებში, სითბოს ვგრძნობ უკვე მისგან -ჰო ძალიან...მითხრეს რომ აქ საქმროს ელოდები, მაგრამ იცი არ მოვა... -ეგრეა, ეს ტრადიციასავითაა-გრძნობები აწვება, თვალები უბრწყინავს უკვე-ის არ მოვა რადგან, რადგან გმირი იყო... -იყო? -ომში დაიღუპა, 3 წლის წინ. მაგრამ მე გიჟი ვარ, ყველა ასე ამბობს. თქვან...მაწყობს კიდეც, ხმას არავინ მცემს. -აქ რატომ დგახარ? -ადრე ერთი ინგლისური ტრადიცია წავიკითხე სადღაც, ერთ პატარა ზღვის პირა ქალაქში ცხოვრობს უცნაური კაცი, ვთქვათ მისტერ სმიტი, იგი ყოველდღე გამოდის სანაპიროზე, ჭოგრიტი შეიარაღებული და ზღვის ყოველ გოჯს აკვირდება, შენი აზრით რას უნდა ეძებდეს? -არ ვიცი, ალბათ გემს... -მართალი ხარ, ვის გემს? -მეთევზეების გემს ალბათ. -არა, ის მეკობრეების გემს ეძებს ზღვაში. -კი მაგრამ ეს ხომ სომალი არაა, ინგლისი არ თქვი?რა უნდათ იქ მეკობრეებს? -საქმეც მაგაშია. მისტერ სმიტმაც იცის რომ ოცდამეერთე საუკუნეში ინგლისის სანაპიროზე მეკობრეები წარმოუდგენელია მაგრამ ეს მისი ჩვეულებაა, მისი წინაპრებიც ასე იქცეოდნენ, მისი შვილიც ასე მოიქცევა. რაც შემეხება მე, თითქმის ყოველდღე ამ ადგილზე ვხვდებოდით ერთმანეთს, ახლა ის ჩემთან აღარაა მაგრამ მე მაინც მოვდივარ. 15-20 წუთი ველოდები, მერე კი ჩემს საქმეს ვაგრძელებ. ლექციებზე მივდივარ, მეგობრებთანაც ვერთობი, რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ახლა გესმის ჩემი? -კი მესმის, წავალ ახლა მე, უნდა ვნახო. -რა ქვია მას? -სალო ქვია... -სალო მალე შენთან იქნება, მერწმუნე-მიღიმის და ხელს მიქნევს. ქუჩას ვკვეთ.მოხუც დარაჯთან მივდივარ: -ბაბუ, ის გოგო გიჟი არაა, ის ნამდვილი ადამიანია-ვეუბნები. მოხუცი კმაყოფილი მიქნევს თავს. მე საავადმყოფოში შევდივარ.ექიმი ჩვეულად დააბიჯებს დერეფანში. -გამარჯობა-მხიარულად ვესალმები -ზაზა,რაღაც მინდა გითხრა -გისმენთ ბატონო გურამ. -ადრეც მითქვამს, ვალდებული ვარ ისევ გითხრა. სალოს კომიდან გამოსვლის შანსი 5%-ზე ნაკლებია,იცი ალბათ. -მთავარია ცოცხალია ექიმო. -ჰო, მაგ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. ალბათ წლები გავა და ასე იქნება. -ვინ იცის, იქნებ წლების მერე ახალი მეთოდები შეიმუშავონ, ვითარდება მედიცინა ყოველ დღიურად, ასე არაა ექიმო? -ეგრეა, მთავარია გაუძლო-გამამხნევებლად მირტყამს ბეჭებზე ხელს -გასაძლები არაფერია ექიმო. დერეფანში მივაბიჯებ, ჩემი სალო იქაა, მე მას ვჭირდები, ადრე თუ გვიან გამოვა მდგომარეობიდან, მე ამის მჯერა. ახლა კი უბრალოდ უნდა შევიდე და ვაკოცო. ჩვენ ორივეს გვჭირდება ეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ძალიან კარგი იყო ეს !!!!
5! ძალიან კარგი იყო ეს !!!!
5!
25. მართალი ხარ სულელური კომენტარი დავწერე, მაგრამ არ მჯერა რომ მაგაზე სულელური არ წაგიკითხავს ;დ :P
წავიკითხავ ამ მოთხრობას მოვალდა. მართალი ხარ სულელური კომენტარი დავწერე, მაგრამ არ მჯერა რომ მაგაზე სულელური არ წაგიკითხავს ;დ :P
წავიკითხავ ამ მოთხრობას მოვალდა.
24. მადლობა ნათია. რაც შეეხება კრიტიკას ,არანაირად არ მწყდება გული მაგაზე, პირიქით. მთავარია ადამიანმა გულწრფელად მითხრას სათქმელი და ჯანსაღი კრიტიკა წამოვიდეს. რაღაცას გავითვალისწინებ,რაღაცას არა. მადლობა ნათია. რაც შეეხება კრიტიკას ,არანაირად არ მწყდება გული მაგაზე, პირიქით. მთავარია ადამიანმა გულწრფელად მითხრას სათქმელი და ჯანსაღი კრიტიკა წამოვიდეს. რაღაცას გავითვალისწინებ,რაღაცას არა.
23. ძალიან თბილი, ტკივილიან-სიყვარულიანია. მოწონება შენ! :) ერთი ეგაა, დასაწყისში არასწორი წარმოდგენა შემექმნა იმ ვითომ გიჟი გოგონასადმი, რაღაცნაირად თითქოს არასწორ ინფორმაციას იძლევა მისი დგომის მანერა, მაგრამ ,,გიჟებს” რას გაუგებ :) აკი მთავარი გმირიც ამბობს: ,,ეს ვერ ამომეხსნა ოღონდ, რატომ იდგა ასე,” კრიტიკულად განწყობილ მკითხველს მინდა ვაუწყო: მოთხრობამ ლიტ.კონკურს ,,ალავერდობის” მოწონება, კრებულში შეტანა და დიპლომი დაიმსახურა :) ვულოცავ ავტორს და წარმატებების ცვენას ვუსურვებ :) ძალიან თბილი, ტკივილიან-სიყვარულიანია. მოწონება შენ! :) ერთი ეგაა, დასაწყისში არასწორი წარმოდგენა შემექმნა იმ ვითომ გიჟი გოგონასადმი, რაღაცნაირად თითქოს არასწორ ინფორმაციას იძლევა მისი დგომის მანერა, მაგრამ ,,გიჟებს” რას გაუგებ :) აკი მთავარი გმირიც ამბობს: ,,ეს ვერ ამომეხსნა ოღონდ, რატომ იდგა ასე,” კრიტიკულად განწყობილ მკითხველს მინდა ვაუწყო: მოთხრობამ ლიტ.კონკურს ,,ალავერდობის” მოწონება, კრებულში შეტანა და დიპლომი დაიმსახურა :) ვულოცავ ავტორს და წარმატებების ცვენას ვუსურვებ :)
22. ისტორია საოცარია...სითბო,სიყვარული,მოთმინება,სულიერი სიძლიერეა აქ. გეტყობა წვიმა გიყვარს,ბევრგან ახსენებ.გირჩევდი არ გაიმეორო მომენტები.+2 უკეთესებს ველით შენგან! ისტორია საოცარია...სითბო,სიყვარული,მოთმინება,სულიერი სიძლიერეა აქ. გეტყობა წვიმა გიყვარს,ბევრგან ახსენებ.გირჩევდი არ გაიმეორო მომენტები.+2 უკეთესებს ველით შენგან!
21. სათაური კარგია :)
ოღონ არტ-გენი არ გეხსენებინა :)
მისტერ სმიტს მოლოდინი შესძლებია, ჩემგან განსხვავებით :) სათაური კარგია :)
ოღონ არტ-გენი არ გეხსენებინა :)
მისტერ სმიტს მოლოდინი შესძლებია, ჩემგან განსხვავებით :)
20. ზეუს... სიყვარული და მისი ერთგულება და თავდადება კარგია, მაააგრამ... იმდენი რამაა რაც არ მომეწონა, რომ ვერ გეტყვი... ერთი ცხადია, ამბის გადმოცემის უნარი შეგწევს...
შენიშვნებს ჩამოვწერ:
თავიდანვე არ მესიამოვნა ექიმის ზედმეტი ფამილიარობა... მართალია საქართველოა, მაგრამ მაშინ უნდა იფამილიაროს ორივემ ხომ ასეა? ერთი "ექიმო "-თი ელაპარაკებოდეს და მეორე მხარზე ხელის დაკვრებით? არ ეკადრება ამხელა ექიმ კაცს...
არც იმ ვითომ გიჟ გოგოსთან შეხვედრის დიალოგი მომეწონა. ძალიან მშრალია და ემოციას მოკლებული. თუმცა საუბარი შეიძლება იყოს ცივი... ცივი და მშრალი სულ სხვადასხვა შემთხვევაა, რომ ყოფილიყო ცივი, მომეწონებოდა...
თანაც, საყვარელადამიანგარდაცვლილი გოგო, რომელიც რიტუალივით ასრულებს ყოველდღე საავადმყოფოსთან ლოდინს, ეგზომ საპატიო მიზეზით და ფორმა კი "ცალი ფეხი შენობის თეთრ კედელზე ჰაიჰარად მიებჯინა, ხელებჩამოშვებული", არ ჯდება...
დედის ეს დამოკიდებულება საერთოდ არ მესმის. ასეთ დროს შვილებს არ ურეკავენ, მალე მოდი უნდა გითხრა, რომ შენ კომაში მყოფ საყვარელ ადამიანს თავი დაანებო და ახალი სატრფო ეძიოო...
სხვა მხრივ, რა ვიცი... 2 თვე მცირე დროა :) დაიხვეწები :) ზეუს... სიყვარული და მისი ერთგულება და თავდადება კარგია, მაააგრამ... იმდენი რამაა რაც არ მომეწონა, რომ ვერ გეტყვი... ერთი ცხადია, ამბის გადმოცემის უნარი შეგწევს...
შენიშვნებს ჩამოვწერ:
თავიდანვე არ მესიამოვნა ექიმის ზედმეტი ფამილიარობა... მართალია საქართველოა, მაგრამ მაშინ უნდა იფამილიაროს ორივემ ხომ ასეა? ერთი "ექიმო "-თი ელაპარაკებოდეს და მეორე მხარზე ხელის დაკვრებით? არ ეკადრება ამხელა ექიმ კაცს...
არც იმ ვითომ გიჟ გოგოსთან შეხვედრის დიალოგი მომეწონა. ძალიან მშრალია და ემოციას მოკლებული. თუმცა საუბარი შეიძლება იყოს ცივი... ცივი და მშრალი სულ სხვადასხვა შემთხვევაა, რომ ყოფილიყო ცივი, მომეწონებოდა...
თანაც, საყვარელადამიანგარდაცვლილი გოგო, რომელიც რიტუალივით ასრულებს ყოველდღე საავადმყოფოსთან ლოდინს, ეგზომ საპატიო მიზეზით და ფორმა კი "ცალი ფეხი შენობის თეთრ კედელზე ჰაიჰარად მიებჯინა, ხელებჩამოშვებული", არ ჯდება...
დედის ეს დამოკიდებულება საერთოდ არ მესმის. ასეთ დროს შვილებს არ ურეკავენ, მალე მოდი უნდა გითხრა, რომ შენ კომაში მყოფ საყვარელ ადამიანს თავი დაანებო და ახალი სატრფო ეძიოო...
სხვა მხრივ, რა ვიცი... 2 თვე მცირე დროა :) დაიხვეწები :)
19. ცალი ფეხი შენობის თეთრ კედელზე ჰაიჰარად მიებჯინა, ხელებჩამოშვებული<--- ეს ძალიან უხერხული პოზაა, ქალისთვის მითუმეტეს და თან თუ რამდენიმე წუთი ხარ ასე, ფეხმიბჯენილი და ხელჩამოშვებული, ეს ხელები სადმე უნდა წაიღო, ან ჯიბეში ან გადააჯვარედინო... ახლა გავაგრძელებ კითხვას. ცალი ფეხი შენობის თეთრ კედელზე ჰაიჰარად მიებჯინა, ხელებჩამოშვებული<--- ეს ძალიან უხერხული პოზაა, ქალისთვის მითუმეტეს და თან თუ რამდენიმე წუთი ხარ ასე, ფეხმიბჯენილი და ხელჩამოშვებული, ეს ხელები სადმე უნდა წაიღო, ან ჯიბეში ან გადააჯვარედინო... ახლა გავაგრძელებ კითხვას.
18. ძალიან ლამაზად გიყვარს, მეხთამტყორცნელო!
ლამაზი ისტორიები გაქვს.
მეც ასე მესმის სიყვარული... ძალიან ლამაზად გიყვარს, მეხთამტყორცნელო!
ლამაზი ისტორიები გაქვს.
მეც ასე მესმის სიყვარული...
17. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ბატონ მიშას ასეთი ვრცელი და საინტერესო კომენტარისთვის, 5 პუნქტიან შენიშვნებს, რომელიც აქ წერია, ზოგს ვეთანხმები ზოგს არა, ერთი ნაღდია, 2 თვეა რაც ამით ვერთობი, წერით და რათქმაუნდა გამოუცდელი ხელი იგრძნობა. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ამ ადამიანისგან ყოველთვის. :) კატიე, მაპატიე, და გეთანხმები, შენი აღმოჩენა ვარ ფაქტიურად :) აკლია შენ ხელი ამას ისე :) დიდი მადლობა ჯინას, ჭას, ყველას ვინც შემოვიდა და ინტერესით გაეცნო. ეს ჩემი სტიმულია პირველ რიგში უღრმესი მადლობა ბატონ მიშას ასეთი ვრცელი და საინტერესო კომენტარისთვის, 5 პუნქტიან შენიშვნებს, რომელიც აქ წერია, ზოგს ვეთანხმები ზოგს არა, ერთი ნაღდია, 2 თვეა რაც ამით ვერთობი, წერით და რათქმაუნდა გამოუცდელი ხელი იგრძნობა. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ამ ადამიანისგან ყოველთვის. :) კატიე, მაპატიე, და გეთანხმები, შენი აღმოჩენა ვარ ფაქტიურად :) აკლია შენ ხელი ამას ისე :) დიდი მადლობა ჯინას, ჭას, ყველას ვინც შემოვიდა და ინტერესით გაეცნო. ეს ჩემი სტიმულია
16. +2 ყმაწვილო და მეორედ ნუ შემახსენებ, ჩემთვის მტკივნეული თემაა, ვიცი, რომ სხვა პროფესია უნდა ამერჩია, ვიდრე ფიზიკოსობაა :)
ნაწერს რაც შეეხება, არის პატარა ხარვეზები... ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავ... იცი, რა მიხარია, რომ "ჩემი აღმოჩენა" ხარ :) +2 ყმაწვილო და მეორედ ნუ შემახსენებ, ჩემთვის მტკივნეული თემაა, ვიცი, რომ სხვა პროფესია უნდა ამერჩია, ვიდრე ფიზიკოსობაა :)
ნაწერს რაც შეეხება, არის პატარა ხარვეზები... ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავ... იცი, რა მიხარია, რომ "ჩემი აღმოჩენა" ხარ :)
15. მხოლოდ ბატონი მიშას კომენტარის გამო შემოვედი ახლა აქ...ალმადოვარის გავლენა არ მგონია მე აქ...გუშინ ვურჩიე ავტორს სწორედ, რომ ენახა "ესაუბრე მას"... მხოლოდ ბატონი მიშას კომენტარის გამო შემოვედი ახლა აქ...ალმადოვარის გავლენა არ მგონია მე აქ...გუშინ ვურჩიე ავტორს სწორედ, რომ ენახა "ესაუბრე მას"...
14. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ნაწარმოების ნარატიული არქიტექტონიკა შეგნებული ნამოქმედარია და არა შემთხვევით, თავისით დალაგებული. ავხსნი, რას ვგულისხმობ:
1. ახალგაზრდა გმირი, რომლის შეყვარებული კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მეგობარი (თემო) ავტოკატასტროფაში დაიღუპა... მიდის სად? - საავადმყოფოში? სასაფლაოზე?... არა! იგი მიდის მისი და მისი მეგობრების საყვარელ ადგილას - "არტ-გენზე". ეს ის ადგილია, სადაც სალო გაიცნო და შეუყვარდა. აქ ხდება ლამაზ მოგონებათა მოზღვავება და აქვე იგებს მკითხველიც ამბის უდიდეს ნაწილს. მთავარია, რომ ახალგაზრდა გმირი ერთობ მომზადებული მიეშურება "მოგონებებთან შესახვედრად", - ანუ, წინასწარ იმარაგებს ლუდის ორ ბოთლს... - გამაოგნებელი ეგოცენტრიზმი!
2. რატომღაც იმ საავადმყოფოს ექიმი, სადაც ლეთარგიული ძილით მოხვედრილი სალო წევს, დერეფანში დააბიჯებს და ამავე დერეფანში სიგარეტსაც ეწევა. ეს კიდევ არაფერი: პაციენტის შეყვარებულს (ზაზას) ხელგაშლილი ეგებება და უცერემონიოდ საუბრობს მასთან სალოს ნაკლებსახარბიელო პერსპექტივაზე...
3. მოხუცი დარაჯი, - ეს უშესანიშნავესი და უზუსტესი საინფორმაციო წყარო (ყველა დროისა და ყველა ერის სინამდვილეში) - არტისტულად ძაბავს მიზანსცენას და შესაშურად ლაკონურ მახასიათებლებს იძლევა ფიგურანტზე;
4. მედიცინის ისტორიამ იცის 22 წლიანი ლეთარგიული ძილის შემთხვევაც კი, მაგრამ დიაგნოზი მაინც იმდენად უიშვიათესი სამედიცინო ფენომენია, რომ სალოს აშკარად გაუმართლა, - წევს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც და და დედა უთევენ ღამეებს;
5. გასაგებია, რომ არ ლაპარაკობს სალო (საერთოდ. იგი კომაშია); ნაწილობრივ გასაგებია, რომ ჩურჩულით საუბრობს თეკლა; გაუგებარია, მაგრამ მაინც: წყვეტილად საუბრობს ზაზას დედა... და ამ დიაცთა მდუმარებაში, ყველას სათქმელს ამბობს ოქროსფერთმიანი (ინტელექტშერყეული) გოგონა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არც უნდა ლაპარაკობდეს. - აქ ალმოდოვარული აზროვნება იწევს წინ (ნუთუ?);
ეს ხუთი პუნქტი მაფიქრებინებს, რომ (უმორჩილესად ვთხოვ ავტორს, მაპატიოს) გამოუცდელი ხელის შემთხვევითი, უნებლიე მიგნებებია, რომლითაც თანამედროვე ხელგაწაფული ლიტერატორი ისარგებლებდა და შესანიშნავ პროზას გამოაცხობდა აქედან. ამის თქმის საბაბს მაძლევს ნაწერის დანარჩენი შემადგენელი ნაწილი, სადაც ახალბედა ავტორი იცნობა და იგი შუალედური პროზის დაბალ ზღვართან დგას.
რა ვუყოთ სათაურს, რომლითაც ავტორი დაჟინებით მარწმუნებს, რომ ყოველივე შეგნებული და ნაფიქრი ნაწერიაო?:) მოკლედ, ორ ცეცხლ შუა ვარ:)
ჩემგან ასეთი "განაჩენი": სტილისტური გაუმართავობის გამო, მაინც ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ავტორი სრულიად შემთხვევით მიუახლოვდა ძალიან კარგი და საინტერესო პროზის ფორმას.
ამ ეტაპზე, მეც შემთხვევით +2-ს დავწერ:))
ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ნაწარმოების ნარატიული არქიტექტონიკა შეგნებული ნამოქმედარია და არა შემთხვევით, თავისით დალაგებული. ავხსნი, რას ვგულისხმობ:
1. ახალგაზრდა გმირი, რომლის შეყვარებული კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მეგობარი (თემო) ავტოკატასტროფაში დაიღუპა... მიდის სად? - საავადმყოფოში? სასაფლაოზე?... არა! იგი მიდის მისი და მისი მეგობრების საყვარელ ადგილას - "არტ-გენზე". ეს ის ადგილია, სადაც სალო გაიცნო და შეუყვარდა. აქ ხდება ლამაზ მოგონებათა მოზღვავება და აქვე იგებს მკითხველიც ამბის უდიდეს ნაწილს. მთავარია, რომ ახალგაზრდა გმირი ერთობ მომზადებული მიეშურება "მოგონებებთან შესახვედრად", - ანუ, წინასწარ იმარაგებს ლუდის ორ ბოთლს... - გამაოგნებელი ეგოცენტრიზმი!
2. რატომღაც იმ საავადმყოფოს ექიმი, სადაც ლეთარგიული ძილით მოხვედრილი სალო წევს, დერეფანში დააბიჯებს და ამავე დერეფანში სიგარეტსაც ეწევა. ეს კიდევ არაფერი: პაციენტის შეყვარებულს (ზაზას) ხელგაშლილი ეგებება და უცერემონიოდ საუბრობს მასთან სალოს ნაკლებსახარბიელო პერსპექტივაზე...
3. მოხუცი დარაჯი, - ეს უშესანიშნავესი და უზუსტესი საინფორმაციო წყარო (ყველა დროისა და ყველა ერის სინამდვილეში) - არტისტულად ძაბავს მიზანსცენას და შესაშურად ლაკონურ მახასიათებლებს იძლევა ფიგურანტზე;
4. მედიცინის ისტორიამ იცის 22 წლიანი ლეთარგიული ძილის შემთხვევაც კი, მაგრამ დიაგნოზი მაინც იმდენად უიშვიათესი სამედიცინო ფენომენია, რომ სალოს აშკარად გაუმართლა, - წევს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც და და დედა უთევენ ღამეებს;
5. გასაგებია, რომ არ ლაპარაკობს სალო (საერთოდ. იგი კომაშია); ნაწილობრივ გასაგებია, რომ ჩურჩულით საუბრობს თეკლა; გაუგებარია, მაგრამ მაინც: წყვეტილად საუბრობს ზაზას დედა... და ამ დიაცთა მდუმარებაში, ყველას სათქმელს ამბობს ოქროსფერთმიანი (ინტელექტშერყეული) გოგონა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არც უნდა ლაპარაკობდეს. - აქ ალმოდოვარული აზროვნება იწევს წინ (ნუთუ?);
ეს ხუთი პუნქტი მაფიქრებინებს, რომ (უმორჩილესად ვთხოვ ავტორს, მაპატიოს) გამოუცდელი ხელის შემთხვევითი, უნებლიე მიგნებებია, რომლითაც თანამედროვე ხელგაწაფული ლიტერატორი ისარგებლებდა და შესანიშნავ პროზას გამოაცხობდა აქედან. ამის თქმის საბაბს მაძლევს ნაწერის დანარჩენი შემადგენელი ნაწილი, სადაც ახალბედა ავტორი იცნობა და იგი შუალედური პროზის დაბალ ზღვართან დგას.
რა ვუყოთ სათაურს, რომლითაც ავტორი დაჟინებით მარწმუნებს, რომ ყოველივე შეგნებული და ნაფიქრი ნაწერიაო?:) მოკლედ, ორ ცეცხლ შუა ვარ:)
ჩემგან ასეთი "განაჩენი": სტილისტური გაუმართავობის გამო, მაინც ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ავტორი სრულიად შემთხვევით მიუახლოვდა ძალიან კარგი და საინტერესო პროზის ფორმას.
ამ ეტაპზე, მეც შემთხვევით +2-ს დავწერ:))
13. მე ასეთ რამეებს უემოციოდ ვერ ვკითხულობ...:-* მომწონს... მე ასეთ რამეებს უემოციოდ ვერ ვკითხულობ...:-* მომწონს...
12. ასეთი სულელური კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს, მე–11 :) სული თავისუფალია რაა ასეთი სულელური კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს, მე–11 :) სული თავისუფალია რაა
11. მეზარება წაკითხვა :D მაგრამ გეტყვი რომ არ მჯერა :-> :-> მეზარება წაკითხვა :D მაგრამ გეტყვი რომ არ მჯერა :-> :->
9. მომეწონა, თუმცა სათაური შეიძლებოდა უკეთესი. დასაწყისიც ვრცელია ! პროზის პირველი წინადადება ხო საერთოდ... დანარჩენი შესანიშნავი, ტკივილიანი, , სიყვარულიანი, განცდებიანი! მომეწონა, თუმცა სათაური შეიძლებოდა უკეთესი. დასაწყისიც ვრცელია ! პროზის პირველი წინადადება ხო საერთოდ... დანარჩენი შესანიშნავი, ტკივილიანი, , სიყვარულიანი, განცდებიანი!
8. რომ ვთქვა, ძალიან მოვიხიბლე–მეთქი, არ იქნება მართალი – ერთადერთი, რაც შეიძლება ფასეული იყოს აქ – ეს სიყვარულისა და ერთგულების ხაზგასმაა (მოლოდინით...), რაც ნამდვილად შესაძლებელია... ნაწერში უამრავი კორექტურულ გრამატიკული ხარვეზია და ნამდვილად სჭირდება ხელის შევლება... თხრობა ცოტა გაწელილიც მეჩვენა, უფრო მოკლედაც შეიძლებოდა, ჩემი აზრით!... წარმატებები ავტორს!... :) რომ ვთქვა, ძალიან მოვიხიბლე–მეთქი, არ იქნება მართალი – ერთადერთი, რაც შეიძლება ფასეული იყოს აქ – ეს სიყვარულისა და ერთგულების ხაზგასმაა (მოლოდინით...), რაც ნამდვილად შესაძლებელია... ნაწერში უამრავი კორექტურულ გრამატიკული ხარვეზია და ნამდვილად სჭირდება ხელის შევლება... თხრობა ცოტა გაწელილიც მეჩვენა, უფრო მოკლედაც შეიძლებოდა, ჩემი აზრით!... წარმატებები ავტორს!... :)
7. ძალიან, ძალიან მომეწონა, შინაარსობრივად, მხატვრულად და ფსიქოლოგიურად, სალო აუცილებლად გამოჯანმრთელდება ამ ნაწარმოებში მე ვხედავ მგზავსებას, (გოგოს ლოდინისა და სალოს მდგომარეობისა) იმ რეალურ ამბავთან, რომელთანაც მე მქონია შეხება!ჩემი უმაღლესი შეფასება! ,ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც. ძალიან, ძალიან მომეწონა, შინაარსობრივად, მხატვრულად და ფსიქოლოგიურად, სალო აუცილებლად გამოჯანმრთელდება ამ ნაწარმოებში მე ვხედავ მგზავსებას, (გოგოს ლოდინისა და სალოს მდგომარეობისა) იმ რეალურ ამბავთან, რომელთანაც მე მქონია შეხება!ჩემი უმაღლესი შეფასება! ,ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც.
6. აბა, კომენტარები იაფაააააააად :))
კარგი კომენტარი - 1 $ ცუდი -უფასოდ საშუალო - 50% ფასდაკლებაა, ანუ ნახევარი $, ($ შუაზე არ გადახიოთ), :))
ასე, ვერ გამდიდრდება კიტრანა :(( :(( :(( აბა, კომენტარები იაფაააააააად :))
კარგი კომენტარი - 1 $ ცუდი -უფასოდ საშუალო - 50% ფასდაკლებაა, ანუ ნახევარი $, ($ შუაზე არ გადახიოთ), :))
ასე, ვერ გამდიდრდება კიტრანა :(( :(( :((
5. ვახ კითრქან , როგორ გამოიდებ ხოლმე თავს, :) გიჟია Nიშნავს კარგია< გაიგე:)? და ის კაცი რომ დადის და მეკობრეებს ელოდება , მაგის პროფესია და მაგაში უხდიან ფულს:) აი ასეთი არარომანტიკული ამბავია სინამდვილეში:) მაგრამ იმ გოგოს ჯობია ეგრე ეგონოს:) ვახ კითრქან , როგორ გამოიდებ ხოლმე თავს, :) გიჟია Nიშნავს კარგია< გაიგე:)? და ის კაცი რომ დადის და მეკობრეებს ელოდება , მაგის პროფესია და მაგაში უხდიან ფულს:) აი ასეთი არარომანტიკული ამბავია სინამდვილეში:) მაგრამ იმ გოგოს ჯობია ეგრე ეგონოს:)
4. ვიცი, მოთხრობაში მომეწონა რომ გამოიყენე ეგ ამბავი. ხალხი ამბობს და გოგოსაც აწყობს ეგ პოზიცია და სინამდვილეში? თან გაცნობიერებული აქვს, რომ ცხოვრება გრძელდება... ანუ გიჟი არა, ეს გოგო ცოტას აფრენს -ეს სულ სხვა საქმეა :) ვიცი, მოთხრობაში მომეწონა რომ გამოიყენე ეგ ამბავი. ხალხი ამბობს და გოგოსაც აწყობს ეგ პოზიცია და სინამდვილეში? თან გაცნობიერებული აქვს, რომ ცხოვრება გრძელდება... ანუ გიჟი არა, ეს გოგო ცოტას აფრენს -ეს სულ სხვა საქმეა :)
3. მადლობა შეფასებებისთვის, რაღაცეები ჩასასწორებელია, წუხელ დავამთავრე და ეგრევე დავდე აქ. კიტრანა, რაც შეეხება თქვენს აზრს: მოხუცის ირგვლივ მყოფი ხალხი ამბობს,რომ ის გოგო გიჟია, სასწავლებელში იქნებ სულ სხვა პიროვნებაა, ეგ ხომ მეც არ ვიცი :) მისტერ სმიტის ამბავი კი სინამდვილეა. მადლობა შეფასებებისთვის, რაღაცეები ჩასასწორებელია, წუხელ დავამთავრე და ეგრევე დავდე აქ. კიტრანა, რაც შეეხება თქვენს აზრს: მოხუცის ირგვლივ მყოფი ხალხი ამბობს,რომ ის გოგო გიჟია, სასწავლებელში იქნებ სულ სხვა პიროვნებაა, ეგ ხომ მეც არ ვიცი :) მისტერ სმიტის ამბავი კი სინამდვილეა.
2. ამბავი, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ! – მძიმე უნდა შუაში... იცი, რა ვერ გავიგე? გოგოზე ამბობენ გიჟიაო და მერე ეს გიჟი თურმე დადის ლექციებზე, მეგობრებთანაც ერთობა და ისიც იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. –არ მესმის ეს ლოდინის მომენტი მომეწონა–მისტერ სმიტმაც იცის რომ ოცდამეერთე საუკუნეში ინგლისის სანაპიროზე მეკობრეები წარმოუდგენელია მაგრამ ეს მისი ჩვეულებაა.
შინაარსი ნორმალურია, სავსებით დასაშვები, რეალურთან მიახლოვებული ამბავი, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ! – მძიმე უნდა შუაში... იცი, რა ვერ გავიგე? გოგოზე ამბობენ გიჟიაო და მერე ეს გიჟი თურმე დადის ლექციებზე, მეგობრებთანაც ერთობა და ისიც იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. –არ მესმის ეს ლოდინის მომენტი მომეწონა–მისტერ სმიტმაც იცის რომ ოცდამეერთე საუკუნეში ინგლისის სანაპიროზე მეკობრეები წარმოუდგენელია მაგრამ ეს მისი ჩვეულებაა.
შინაარსი ნორმალურია, სავსებით დასაშვები, რეალურთან მიახლოვებული
1. კარგია ზეუს , თბილი და კარგი:) ოდნავ თუ ჩაასწორებ რაღაცებს (ადგილ ადგილ წაინადადებებია გაუმარავი უფრო კარგი იქნება> მოკლედ მომეწონა:) კარგია ზეუს , თბილი და კარგი:) ოდნავ თუ ჩაასწორებ რაღაცებს (ადგილ ადგილ წაინადადებებია გაუმარავი უფრო კარგი იქნება> მოკლედ მომეწონა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|