ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2011


უსინათლო ქალაქში

ჰეი, სალიან..
დაიკარგა ბიჭის ხმა სადღაც.
ჰეი, სალიან,
სა ლი, ან, სა ლი,
მოდი
მიჭირს მე მარტოს დათვლა.

პატარა ბიჭი ტალახიან გუბეში ჩაჯდა,
მტვრიან ქალაქის.
(უმისამართოდ გასერა სივრცე
ძიებით ნათლის.)
სველ ფერდებზე მოეტმასნა თხელი პერანგი
დახუჭა თვალი.
არაფერი არ შეცვლილა, ისევ წყვდიადი..
სად ხარ სალიან, გაიკვნესა ხმამ ბიჭში სადღაც
დაღლილი ფიქრი გაექცა დასთან.
გზის პირს მჯდარი, წვიმიანი,
გაწვდილი ხელით,
უკვე ვერ იგებს სალიანს თუ
და|მხმარეს ელის.
უცნობ ქალის მოესმა ხმა და
მის ხელისგულში კიდევ ერთი ხურდა
გაჩნდა.
მოაგონდა დედის ალერსი..
საბრალო დედა, როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის,
და მაინც გასცდა..
ბიჭმა არ იცის თუ რა ხდება სიცოცხლის გაღმა,
დედას კვლავ ელის.

დაიღალა ლოდინით ბიჭი.
ადვილია ელოდე შველას,
მაგრამ როცა ვერ ხედავ ზეცას
მიწით ითხვრები..
სულ მოლოდინი..
აი ახლაც, ელის სალიანს.

წვიმაში.. ცივა, ერევა ძილი,
თუმცა ძვლებში გაუჯდა შიში.
ვერ შეელევა,
მას, ვინც მისით ხედავს დაძმობას,
ის ვინც არ უფრთხის უსინათლო თვალებში რომ ჩახედოს დილით,
ის, ვინც დედამ დაუტოვა თითქოს მეგზურად,
ბიჭი სხეულზე წუთებს ითვლის,
წვეთებს ითვლის
საათებს ითვლის.
მაგრამ ისევ ვერ გრძნობს სალიანს,
ვერც სულით ითვლის.

ბნელ სარდაფში ბრუნდება და,
სველ თვალებთან
მოგორავს წვეთი..
პატარა ბიჭი ბნელ სარდაფში სალიანს ელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები