 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2011 |
რა უცნაურად უკიდია ცეცხლი თოჯინებს და სადღაც ოთახს სიბნელისგან მოაქვს შეგრძენბა, რომ ყველაფერი თავის დროზე უკვე მოსინჯეს და ახლა აზრი თავისთავად აღარ ექნება
ჯერ კიდევ სახე, სველ სილაზე ახლიდან ჯღაბნო. მაშინ როდესაც იწყებს წვიმას სწორედ იმ მხარეს, სადაც საკუთარ არსებაში ველურ მეს ჯობნი და მშიერ ზეცას სუნი მისდის მიწის სამხარის.
აწყდება ფოთლებს ხელები და წვიმა არ მიდის, რჩება უზომოდ, უაზროდ და უხეშად დიდი და გახსენდება საკუთარი თავის ყალიბი, შექმნილი ეგო, ბედისწერა და ბეწვის ხიდი,
არც თუ სწორი და ფეხებს უკან უნდათ დახევა, წინ უდაბნოში ვერ ეჩვევა მარადისობას და აცდენილი ფიქრსი ნიშნავს ლექსის დახევას და სწორი ფიქრი სწორ გზას გულში მარად ისობს
და კვლავ უცნაურად იჭვარტლება, ცა ცეცხლისაგან და ბნელ ოთახსაც სადღაც შთანთქავს ჩუმი შეგრძნება, და გამორიყავს ზღვას სიზმარი, ვით ომი სანგარს და ხვდები აზრი ყოველივეს როგორ ექმნება.
და თუ სიჩუმეს გადალახავ ნავის გარეშე, და ზღვასაც მისცემ სადავეებს უუნაგიროდ და სველ დამბაჩას დაუმიზნებ აზრსაც არეში მაშინ გამოდის, რომ საკუთარ თავზე ნადირობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბევრი ადგილები მეც მომეწონა...მაგრამ მთლიანობაში ვერ ჩამოყალიბდა თითქოს ლექსად...:) ბევრი ადგილები მეც მომეწონა...მაგრამ მთლიანობაში ვერ ჩამოყალიბდა თითქოს ლექსად...:)
3. ზოგან საინტერესოა, ზოგან-ბუნდოვანი. ''ჯერ კიდევ სახე'' - ეს ვერ გავიგე.
ზოგან საინტერესოა, ზოგან-ბუნდოვანი. ``ჯერ კიდევ სახე`` - ეს ვერ გავიგე.
1. +5 ... მაგრამ დასაწყისი ბევრად მომეწონა. მეოთხე კუპლეტიდან ცოტა ავირიე :) +5 ... მაგრამ დასაწყისი ბევრად მომეწონა. მეოთხე კუპლეტიდან ცოტა ავირიე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|