 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2011 |
გახსოვს, გაზაფზულს ეფერებოდა აფეთქებული ყვავილით ნუში, ფიქრებს იმ ადგილს მივყევარ ისევ, სადაც გაკოცე თითქოსდა გუშინ, სადაც იფეთქა შენმა ამბორმა, მთვარემ არია გრძნობები სულში, და სინანულით განვიცდი რომ ეს, მოხდა წარსულში, იმ დღეს და გუშინ. მე უშენობას ვერვინ შემიცვლის, ფირუზვარდობდი ყვავილად გულში, შენს სიყვარულში დავიფერფლები, როგორც იმ სკამზე, სადღაც და გუშინ. ვერ დაგივიწყებ და ვერც გაზაფხულს, რომელიც ინთქა უწყალოდ დროში, ქაშუეთის ზარებს ვუსმენდით ორნი, მაგრამ ეს იყო წარსულში, გუშინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მაინც მმინდა აღვნიშნო შემდეგი: 1. ჯინა - გიჟური ამბორი არ არსებობსო არ მითხრა ეხლა :) კონკრეტული შენიშვნები მჭირდება, მრთლა დდა არ გეწყინოთ! 2. დაისი - წერტილი წავუშალე :) 3. ლურსმანი - ნუ შენგან დიდი ხანია უკვე მსგავსი შეფასებები აღარ მიკვირს :) 4. ლიკა ჭელიძე - მაინც რატომ ეთანხმები დამსწრე საზოგადოებას??? :) ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მაინც მმინდა აღვნიშნო შემდეგი: 1. ჯინა - გიჟური ამბორი არ არსებობსო არ მითხრა ეხლა :) კონკრეტული შენიშვნები მჭირდება, მრთლა დდა არ გეწყინოთ! 2. დაისი - წერტილი წავუშალე :) 3. ლურსმანი - ნუ შენგან დიდი ხანია უკვე მსგავსი შეფასებები აღარ მიკვირს :) 4. ლიკა ჭელიძე - მაინც რატომ ეთანხმები დამსწრე საზოგადოებას??? :)
4. ვეთანხმები დამსწრე საზოგადოებას. ვეთანხმები დამსწრე საზოგადოებას.
2. სათაურს წერტილი წაუშალე :) სათაურს წერტილი წაუშალე :)
1. გარდა იმისა, რომ კორექტურულ–პუნქტუაციური ხარვეზებია, აზრობრივი უზუსტობაც გვაქვს, მგონი – "სადაც იფეთქა შენმა ამბორმა" – შეიძლება იფეთქოს ვნებამ, სიგიჟემ, მაგრამ ამბორი მშვიდი მგონია მე...
სიყვარული კარგია, მაგრამ ეს ლექსი სუსტია ყველა კრიტერიუმით და ნუ გამინაწყენდებით!.. წარმატებები სამომავლოდ! გარდა იმისა, რომ კორექტურულ–პუნქტუაციური ხარვეზებია, აზრობრივი უზუსტობაც გვაქვს, მგონი – "სადაც იფეთქა შენმა ამბორმა" – შეიძლება იფეთქოს ვნებამ, სიგიჟემ, მაგრამ ამბორი მშვიდი მგონია მე...
სიყვარული კარგია, მაგრამ ეს ლექსი სუსტია ყველა კრიტერიუმით და ნუ გამინაწყენდებით!.. წარმატებები სამომავლოდ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|