| ავტორი: აისბერგი ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2011 |
თურმე, რა პატარა ამბავი ყოფილა და წლები ნაღველი როგორ მამყოფინა. მე დიდი მეგონა, მიჭირდა გამხელა, რა უზარმაზარი, როგორი, რამხელა! მეგონა შენებაც და ქვეყნის დაქცევაც, საკუთარ თავიდან მინდოდა გაქცევა. რაღაც ჯადოსნური მეგონა ლამპარი, ჩემი მოგონილი ყოფილა ზღაპარი! და არა შეთხზული ანდერსენ-პეროსი, ჩემი მბრძანებელი მეგონა პეროზი! მეგონა, დამიპყრეს ხანებმა, ცინებმა... როგორ მეტირება, როგორ მეცინება... მე ცრემლი მეგონა და წყალი ყოფილა, მაინც რა პატარა ამბავი ყოფილა! მე გამოვიგონე ზღაპარი ოქროსი- უფლისწულისა და პატარა გოგოსი. მთვარეს და ვარსკვლავებს ვსახავდი დობილად... ის პურის ნამცეცი წლები მამყოფინა! მიჭირდა საკუთარ თავისთვის გამხელაც, რა დიდი მეგონა, როგორი, რამხელა! მაწვიმდა, მათოვდა და არა მციოდა, სულ მარტო ვზიდავდი და მხრები მტკიოდა! არადა ყოფილა ხელისგულოდენა და მაინც რამდენი ნაღველი მოდენა! ზღაპარი ყოფილა, ზღაპარში მატარა.. თურმე, რა უბრალო, როგორი პატარა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რამდენი ილაპარაკეთ და ნეტა გამეგო მაინც რაზე :| რამდენი ილაპარაკეთ და ნეტა გამეგო მაინც რაზე :|
1. :| მესმის :-შ :| მესმის :-შ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|