უფლება აეყარათ ფიქრებს აზრი წყლის ნაპირას იდგა, ცრემლად იღვრებოდა ზეცა, წვიმდა ,სულ ძალიან წვიმდა. წერდა უსასრულოდ ბედი, ღამეს უძილობა შლიდა, ნატვრას გაცრეცილი ფერი, ოცნებებს ქარიშხალი ფშვნიდა... იდგა უსასრულო სევდა, სიხარულს ტკივილები ცვლიდა, ლანდი მონატრების ფერი, მთვარის შუქს აჰყოლოდა მინად... ჩრდილი მისდგომოდა მეფეს, ეჭვი აწვალებდა ხიზანს, ღირსება შელახულ სულს კი დათვლა დაესახა მიზნად. იწვა დედამიწის ზურგზე სიშიშვლე დამქნაცველი შირმად. იჯდა ბატონივით ტახტზე ღალატი მონათლული წმინდად.. წერდა ბედისწერა წერდა, დაწერილს ვეღარავინ ცვლიდა, ცრემლად იღვრებოდა ზეცა, ხიდზე სიამაყე იჯდა. თვალებს შერჩენოდა სევდა, სიბრალულს სინანული შლიდა, სულსაც შესცივნოდა მაშინ, წვიმდა სულ ძალიან წვიმდა.. ნდობა დაეკარგა უფალს, კაცი ბოროტებას თხრიდა, სარკმელში შემოჭრილ ღამეს, უკვე დღის სინათლე ცრიდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნუ ატკენთ ადამიანს გულს. ) მიუთითეთ ხარვეზებზე, თუ გაითვალისწინებს რჩევას ხომ კარგი და თუ არ გაითვალისწინებს, ეს უკვე თქვენი პრობლემა აღარ არის. მოუფრთხილდით ერთმანეთს, მეგობრებო. ) ნუ ატკენთ ადამიანს გულს. ) მიუთითეთ ხარვეზებზე, თუ გაითვალისწინებს რჩევას ხომ კარგი და თუ არ გაითვალისწინებს, ეს უკვე თქვენი პრობლემა აღარ არის. მოუფრთხილდით ერთმანეთს, მეგობრებო. )
7. გავითვალისწინოთ კეთილი რჩევები და დავნებდეთ კლავიატურას... გავითვალისწინოთ კეთილი რჩევები და დავნებდეთ კლავიატურას...
5. მე მომწონსს თვალებს შერჩენოდა სევდა, სიბრალულს სინანული შლიდა, სულსაც შესცივნოდა მაშინ, წვიმდა სულ ძალიან წვიმდა.. მე მომწონსს თვალებს შერჩენოდა სევდა, სიბრალულს სინანული შლიდა, სულსაც შესცივნოდა მაშინ, წვიმდა სულ ძალიან წვიმდა..
4. ვერ წერ და ნუ წერ რა.
სავალდებულო არაა, ყველა ლამაზმა გოგომ წეროს ლექსები :დ ვერ წერ და ნუ წერ რა.
სავალდებულო არაა, ყველა ლამაზმა გოგომ წეროს ლექსები :დ
3. ისე რა...ფაქტიურად არ მომეწონა:) ისე რა...ფაქტიურად არ მომეწონა:)
2. შენ თავად არ სცემ საკუთარ თავს პატივს,თორემ ასეთ რამეს არ იკადრებდი შენ თავად არ სცემ საკუთარ თავს პატივს,თორემ ასეთ რამეს არ იკადრებდი
1. დაწერილს ვეღარავინ ცვლიდა,
ფანქრით უნდა ეწერა...:)
ისევ არ ითვალისწინებ რჩევებს...
დამქნაცველი -დამქანცველი სანამ გამოაქვეყნებ- გადახედე ხოლმე,ეს მკითხველის პატივისცემაა! დაწერილს ვეღარავინ ცვლიდა,
ფანქრით უნდა ეწერა...:)
ისევ არ ითვალისწინებ რჩევებს...
დამქნაცველი -დამქანცველი სანამ გამოაქვეყნებ- გადახედე ხოლმე,ეს მკითხველის პატივისცემაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|