 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 სექტემბერი, 2011 |
ეს წერილი გამოხმაურებაა საიტ ,, ფორუმ.ჯის'' პოლიტიკის განყოფილებაში დადებულ მასალაზე:
,,გილოცავთ, თქვენ რობერტ სტურუას ეპოქაში ცხოვრობთ'' (ინტერვიუ დავით მაღრაძესთან)
იხ. ლინკი: http://forum.ge/?showtopic=34294285&f=&st=810entry27183243 აგრეთვე : http://www.ambebi.ge/sazogadoeba/40833-qgilocavth-thqven-robert-sturuas-epoqashi-ckhovrobthq.html#ixzz1Wlrhonby
ნინო დარბაისელი
ვარსკვლავბიჭუნობიდან - ვარსკვლავ(ტ)კაცუნობამდე ანუ ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო - - - - - - - - - - - ----- - - - - - - -- - - -
ამ რამდენიმე წლის წინ ვარდების რევოლუციის შედეგად გამოჩინებულ ახალგაზრდა შემოქმედთა ერთ ნაწილს, დღენიადაგ ცისფერ ეკრანზე რომ კიაფობდა, ვიღაც ენამახვილმა ვარსკვლავბიჭუნები უწოდა. გავიდა დრო და მათგან ორიოდე თუ შემორჩა მაყურებელთა თვალთახედვას, გამქრალებს კი რამდენიმე ახალი ჩაენაცვლა, მაგრამ მათზე - სხვა დროს! ახლა ერთი კონკრეტული მაგალითის მოხმობით, მცირე ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ იმის გასაგებად თუ გასახსენებლად, საიდან იღებს ჩვენში სათავეს გა-ვარსკვლავბიჭუნებისა და შემდგომ ამისა, გა-ვარსკვლავკაცუნების ეს ტრადიცია. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საკმაოდ გავლენიანი საბჭოთა ნომენკლატურული პირის - პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მწერლობაში მოვლინებული ელგუჯა მაღრაძის თექვსმეტი წლის ვაჟიშვილს დავითს, პიონერთა სასახლის ,, ნორჩ შემოქმედთა სტუდიის'' აღსაზრდელს, , თავისი , , სტუდიელი'' თანატოლებისაგან სხვამხრივ დიდად რომ არ გამოირჩეოდა, მამის გავლენით და მოწადინებით,, სასწრაფოდ პოეტური კრებული დაუსტამბეს. დღეს პოეტური კრებულის ადრეულ ასაკში გამოცემით ვის გააკვირვებ, მაგრამ , შეგახსენებთ, ეს ის დრო იყო, როცა ასაკით გაცილებით მასზე დიდ, ნიჭიერ ავტორებს წლობით უხდებოდათ ლოდინი, თუნდაც ერთფორმიანი კრებულის გამოსაცემად., კრებულის გამოცემას ჟურნალ ,,ნობათში'' მისი ლექსების პუბლიკაციაც უძღოდა, ესეც მრავალი ნიჭიერი ავტორისათვის აუხდენელი ოცნება იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ვარკვლავბიჭუნა სასწრაფოდ შეიყვანეს მაშინდელი მწერალთა წრის გამგეობაში. ყოველწლიურად გამგეობის სხდომაზე ,ახალი წევრების არჩევამდე გასული წლის შედეგები ჯამდებოდა . მჯერა, ჩემს მეგობრებსაც ეხსომებათ სხდომაზე წრის მაშინდელი ხელმძღვანელის, ყველა ჩვენგანისთვის პატივსაცემი პროფესორის ტარიელ კვანჭილაშვილის უხერხული თავისმართლება, როდესაც უკვე მეორე კურსზე გადასული დათო მაღრაძის , როგორც გამგეობის წევრის შესახებ გაიმართა მსჯელობა. (თავად დათო იმ სხდომაზე მობრძანებით როგორ გაგვანებივრებდა, მწერალთა წრის მუშაობას მთელი წლის მანძილზე მგონი ორჯერაც არ დასწრებია.). ბატონმა ტარიელმა ბრძანა:: ,, შარშან დათო მაღრაძე წევრად რომ ავირჩიეთ, ჩვენი მიზანი იყო, იგი გაზრდილიყო. სასიხარულოა , რომ იგი მართლაც გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება!' ცხადია, ზოგს ორაზროვნად გაგვეღიმა, უფრო თამამებმა გაიცინეს, მაგრამ საყვარელი პროფესორის, წრის ხელმძღვანელის ამ ,,რკინის’’ არგუმენტს, თანაც იმ დროს, წინ ვინ აღუდგებოდა! ასე ,, შეიქმნა'' პოეტი დათო მაღრაძე, ანუ ჩაეყარა საფუძველი მაშინდელი ქართული კომუნისტური, უფრო სწორად, გვიანსოციალისტური ახალი ნომენკლატურული კადრის მომზადებას. და ლამის ყველაფერი წყალში ჩაიყარა! მოვიდა ზ. გამსახურდიას მთავრობა, რომელიც, მსუბუქად რომ შეგახსენოთ, საბჭოთა შემოქმედებით ნომენკლატურას დიდად არ სწყალობდა, შესაბამისად ვერც საბჭოთა ვარსკვლავბიჭუნას - დავით მაღრაძეს გადმოხედავდა მოწყალე თვალით... დავით მაღრაძე ის ადამიანი იყო, ვინც თავის თანამემამულეთა წინააღმდეგ ავტომატით ხელში იბრძოდა შევარდნაძის ხელისუფლების დასაბრუნებლად. დაბრუნებულმა ხელისუფლებამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინებისთანავე იგი ამ დამსახურებისათვის ჯერ ჟურნალ ,,ცისკრის'' მთავარ რედაქტორად დანიშნა, მაგრამ ორი ნომრის გამოცემაც არ დააცალა, კულტურის მინისტრად გადაიყვანა, პარლამენტის წევრობას ვინღა დაამადლიდა, მწერალთა კუთვნილი გამომცემლობა ,,მერანის ’’ ერთ-ერთ მთავარ მეწილეს , როგორც ამბობენ, ფეშქაშად თბილისის ცირკის შენობაც უბოძეს... ახლა ნაშოვნი ფულით უცხოეთში გზაც გაუკვლევია და დღეს, არც მეტი- არც ნაკლები, უცხო ქვეყნის აკადემიის წარდგინებით, ნობელის პრემიის ნომინანტად მოგვევლინა! ორიოდე კარგი სტრიქონი მასაც დაუწერია, მაგრამ ვერავინ დამისახელებს მის ერთ პოეტურ ნაწარმოებს, პროფესიულ კრიტიკას რომ გაუძლოს. ის ამბავიც ბევრს ეხსომება: საქართველოს ჰიმნის თავდაპირველი ტექსტი, დავით მაღრაძემ რომ დაწერა, პრეზიდენტს არ მოეწონა და უკეთესის იმედით, კულტურის სამინისტრომ საყოველთაო, ახალი კონკურსი გამოაცხადა. მაშინ დავით მაღრაძე კულტურის მინისტრი უკვე აღარ იყო, მაგრამ იმ კონკურსს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძველი კავშირების წყალობით, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებაზე რომ იმოქმედა, ისევ დავით მაღრაძემ გაიმარჯვა! ამის შემდგომ ხელისუფალს რაღა დარჩენოდა! ხოლო როგორია ჩვენი ჰიმნის ტექსტი, დღეს ყველას მოეხსენება.
### ასეა თუ ისე , დავით მაღრაძე საქართველოს ჰიმნის ავტორია და ბოლო დრომდე ქართული ,,პენ კლუბის’’ პრეზიდენტობის წყალობით, საზღვარგარეთაც გზა ყველგან ხსნილი ჰქონდა და აქვს. მოკლედ, დღეს საერთაშორისო კავშირებითა და ფულით გადიდგულებული ეს ვარსკვლავკაცუნა ოპოზიციონერადაც მოგვევლინა და თურმე მას ძალიან მოსწონს რობერტ სტურუას ბოლო ,,სპექტაკლი’’, რომლის ფინალიც მხოლოდ რეჟისორს სცოდნია. აი, რას ბრძანებს იგი: ,,არ მაინტერესებს რა ესაქმებათ ერთ სცენარში ნინო ანანიაშვილს, ნანი ბრეგვაძეს, პაატა ბურჭულაძეს, სოსო ცინცაძესა და გია ნოდიას, მე არ ვარ მოტრფიალე ხელისუფლების მიერ დადგმული წარმოდგენებისა, მათ აშკარად ჯაბნის სტურუას სპექტაკლები, მეც მისი მაყურებელი ვარ...’’ რობერტ სტურუა რომ დიდი რეჟისორია და დიდი ღვაწლიც მიუძღვის ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, ამას ყველა აღიარებს, ისიც უდავო ფაქტია, რომ ბოლო თხუთმეტი წლის(!) მანძილზე მას არ შეუქმნია ერთი სპექტაკლიც კი, რომელიც თუნდაც 70-იან წლებში განხორციელებულ მისივე დადგმებს მიუახლოვდებოდა. თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და დღემდე კიდევაც დიდხანს გასძლო იმ ძველი ინერციით, მაგრამ თუ დროზე არაფერი ეშველა. საბოლოოდ მილეული ინერცია ვეღარაფერს იზამს. დავით მაღრაძეს არც ის ,,ახსოვს’’ , როგორ მოექცა რობერტ სტურუა საკუთარ მასწავლებელს მიხეილ თუმანიშვილს, როცა იგი თეატრიდან გააძევა, ასევე თანამშრომლებს, იზა გიგოშვილსა და სხვებს, შევარდნაძის დაბრუნების შემდგომ... არც ის აღელვებს, რამდენად ზნეობრივია საკუთარი თანამდებობის დაკარგვის გამო რუსთაველის თეატრის მსახიობთა და თანამშრომელთა მარიონეტებად გამოყენება, გარეთ გამოყვანა და მიტოვება, როცა თავად ადგილი გაქვს გამზადებული სხვა ქვეყნის თეატრში. მთავარი აქ სხვაა - სეირის მოლოდინი. დავით მაღრაძეს არც მიუზიკლი ,,ქეთო და კოტე’’ უნდა რომ ნახოს, რათა საკუთარი აზრი შეიქმნას. ურჩევნია, ყველაფერი ერთიანად ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლად ჩათვალოს. აი, როგორი ,,მაყურებელია’’ დღეს იგი.! ასეა, როცა სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავები კაშკაშებენ, დავით მაღრაძისნაირი ვარსკვლავკაცუნები შურისაგან ტკაცუნით სკდებიან და ვარსკვლავტკაცუნებად იქცევიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. იმედია სამშობლოს ღალატში არ დამდებენ მავანნი ბრალს :დ იმედია სამშობლოს ღალატში არ დამდებენ მავანნი ბრალს :დ
39. და ვუბრუნდები საკუთარ იღბალს, ვით შუაგზაში მიგდებულ საქმეს. და ვუბრუნდები საკუთარ იღბალს, ვით შუაგზაში მიგდებულ საქმეს.
38. ვარსკვლავბიჭუნობის არაფერი ვიცი, მაგრამ დავით მაღრაძე რომ ცუდი მწერალი არ არის ფაქტია: ).. თუნდაც 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია ლიტერატურაში, ასევე მისი ტექსტები იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ კოლეჯში ისწავლება. არ შეიძლება ასეთი მიღწევები და ცუდი მწერლობა ერთად. ან რომელი მაფიოზი ეგ არის რომ საქმეები ჩაეწყო. ))))))))))) მე მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობ, თორემ იგივე ამ კრიტიკა-პუბლიცისტიკის ავტორი - ქალბატონი ნინო დარბაისელი გაცილებით მაღლა დგას (ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი) ყველანაირი ლიტერატურული ღირებულებებით და ა.შ. ანუ ვგულისხმობ რომ ცუდი მწერალი არანაირად არის. რათქმაუნდა ხარანაულთან ახლოსაც ვერ დავაყენებ, ხარანაული უკვე სხვა დონეა: ). პ.ს მაღრაძის შავ-ბნელ საქმეებზე არაფერი ვიცი, დიდად არც მაინტერესებს. ვარსკვლავბიჭუნობის არაფერი ვიცი, მაგრამ დავით მაღრაძე რომ ცუდი მწერალი არ არის ფაქტია: ).. თუნდაც 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია ლიტერატურაში, ასევე მისი ტექსტები იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჯულ კოლეჯში ისწავლება. არ შეიძლება ასეთი მიღწევები და ცუდი მწერლობა ერთად. ან რომელი მაფიოზი ეგ არის რომ საქმეები ჩაეწყო. ))))))))))) მე მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობ, თორემ იგივე ამ კრიტიკა-პუბლიცისტიკის ავტორი - ქალბატონი ნინო დარბაისელი გაცილებით მაღლა დგას (ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი) ყველანაირი ლიტერატურული ღირებულებებით და ა.შ. ანუ ვგულისხმობ რომ ცუდი მწერალი არანაირად არის. რათქმაუნდა ხარანაულთან ახლოსაც ვერ დავაყენებ, ხარანაული უკვე სხვა დონეა: ). პ.ს მაღრაძის შავ-ბნელ საქმეებზე არაფერი ვიცი, დიდად არც მაინტერესებს.
37. ჩემი სათქმელი თქვით. მართლაც, სადავოა ჰიმნის ის სიტყვები, რომელიც მაღრაძეს ეკუთვნის. აკაკისეულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მაღრაძის პოეზიას, ასე თუ ისე, ვიცნობ. ხშირად ყურით მოთრეულ შედარებებს იყენებს რითმისათვის. სამწუხაროდ, მისი "ჯაკომო პონტი" ხელში ვერ მოვიგდე, რომ შეფასება შევძლო. ამიტომ ვერ ვიტყვი, მასზე ვერაფერს, თუმცა თუ მანამდე გამოქვეყნებული ლექსების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეუძლებელია, მათ ავტორს შედევრი შეექმნა. ჩემი სათქმელი თქვით. მართლაც, სადავოა ჰიმნის ის სიტყვები, რომელიც მაღრაძეს ეკუთვნის. აკაკისეულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მაღრაძის პოეზიას, ასე თუ ისე, ვიცნობ. ხშირად ყურით მოთრეულ შედარებებს იყენებს რითმისათვის. სამწუხაროდ, მისი "ჯაკომო პონტი" ხელში ვერ მოვიგდე, რომ შეფასება შევძლო. ამიტომ ვერ ვიტყვი, მასზე ვერაფერს, თუმცა თუ მანამდე გამოქვეყნებული ლექსების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეუძლებელია, მათ ავტორს შედევრი შეექმნა.
36. კარგად წერთ. კარგად წერთ.
35. ნეტავ,ჰარირამას ჩემს მეტი თუ ეთანხმება ვინმე ? არადა რა მართალი თქვა ,აფსუს :D
ნეტავ,ჰარირამას ჩემს მეტი თუ ეთანხმება ვინმე ? არადა რა მართალი თქვა ,აფსუს :D
34. აგინეთ ხო ერთმანეთს და იყავით ასე ვირთხებივით.......... მეზიზღება ამის დამწერი და ყველა ის ქართველი ვინც ჯერ პირში აქებს ადამიანს და მერე როცა თავის ნებაზე რამეს არ გაუკეთებს რომ აგინებს ყველგან ...
აგინეთ ხო ერთმანეთს და იყავით ასე ვირთხებივით.......... მეზიზღება ამის დამწერი და ყველა ის ქართველი ვინც ჯერ პირში აქებს ადამიანს და მერე როცა თავის ნებაზე რამეს არ გაუკეთებს რომ აგინებს ყველგან ...
33. ერთობ აქტუალური რეპლიკაა! ამავე დროს სრულიად სამართლიანად დაწერილი! რეპლიკის საერთო პათოსს, ძირითადად, ვეთანხმები! ასეთი რეპლიკები მარწმუნებს, რომ ხელოვნების გზა და ამ გზაზე მოსიარულეთა სვე-ბედი ისტორიისაგან მაინც მკაცრად კონტროლდება და მედროვეებს, რაც არ უნდა შეფუთულად იბრწყინონ ხოლმე, საბოლოოდ მაინც ფიასკო მოელით! არ ვიცი ქალბატონმა ნინომ, ამ შემთხვევაში, რა მოტივით გაჰკრა თავისი ბასრი კრიტიკული კლანჭი დათო მაღრაძესა და რობერტ სტურუას, მაგრამ ობიექტურად კი რომ შეუფასებია მათი მოქმედებანი, აშკარაა და, ამდენად, მისი მხრიდან რაიმე ქვენა გრძნობებზე საუბარი ალბათ უადგილო უნდა იყოს! ყოველშემთხვევაში, არ იტყოდა ქალბატონი ნინო, იტყოდა პეტრე, პავლე, არ მოხდებოდა ეს დღეს, მოხდებოდა ხვალ, ზეგ... ქვემოთ საუბარი იყო "თოფიან ბიჭობაზე". ასეთი "ხელოვანები" ზვიად გამსახურდიას მიმართ სულში ჩაბუდებული პირადი სიძულკვილის გამო, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ატერორებდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს და, როგორც ძე შეცთომილნი, ტყვიას საკუთარ სამშობლოს, მის სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ესროდნენ. ეგ ჯეელნი მაშინ სიტყვითა თუ საქმით სწორედ იქ იდგნენ, სადაც ხელოვანი არ უნდა მდგარიყო, ეს კი უპატიებელია!!! და ის, რაც მათზე ითქმის დღეს, ან ითქმება მომავალში არც შურია და არც ღვარძლი.
ერთობ აქტუალური რეპლიკაა! ამავე დროს სრულიად სამართლიანად დაწერილი! რეპლიკის საერთო პათოსს, ძირითადად, ვეთანხმები! ასეთი რეპლიკები მარწმუნებს, რომ ხელოვნების გზა და ამ გზაზე მოსიარულეთა სვე-ბედი ისტორიისაგან მაინც მკაცრად კონტროლდება და მედროვეებს, რაც არ უნდა შეფუთულად იბრწყინონ ხოლმე, საბოლოოდ მაინც ფიასკო მოელით! არ ვიცი ქალბატონმა ნინომ, ამ შემთხვევაში, რა მოტივით გაჰკრა თავისი ბასრი კრიტიკული კლანჭი დათო მაღრაძესა და რობერტ სტურუას, მაგრამ ობიექტურად კი რომ შეუფასებია მათი მოქმედებანი, აშკარაა და, ამდენად, მისი მხრიდან რაიმე ქვენა გრძნობებზე საუბარი ალბათ უადგილო უნდა იყოს! ყოველშემთხვევაში, არ იტყოდა ქალბატონი ნინო, იტყოდა პეტრე, პავლე, არ მოხდებოდა ეს დღეს, მოხდებოდა ხვალ, ზეგ... ქვემოთ საუბარი იყო "თოფიან ბიჭობაზე". ასეთი "ხელოვანები" ზვიად გამსახურდიას მიმართ სულში ჩაბუდებული პირადი სიძულკვილის გამო, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ატერორებდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს და, როგორც ძე შეცთომილნი, ტყვიას საკუთარ სამშობლოს, მის სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ესროდნენ. ეგ ჯეელნი მაშინ სიტყვითა თუ საქმით სწორედ იქ იდგნენ, სადაც ხელოვანი არ უნდა მდგარიყო, ეს კი უპატიებელია!!! და ის, რაც მათზე ითქმის დღეს, ან ითქმება მომავალში არც შურია და არც ღვარძლი.
32. ჩემი მოკრძალებული აზრით წერილის ავტორის მიერ "ვარსკვლავბიჭუნად" მონათლული და, სავარაუდოდ, "ვარსკვლავტკაცუნობისკენ" მიმავალი დავით მაღრაძე ისეთი პოეტი არ არის, ნობელის პრემიაზე წარსადგენი იყოს...(არც ჩვენი ჰიმნია დიდი რამე, მიუხედავად იმისა, გულზე ხელმიდებული რომ ისმენენ ხშირად ფრიად პატივცემული გვამები), მაგრამ ტექსტში კი ჩანს მისდამი ავტორის ანტიპათიის ანარეკლი...ეს ფაქტია!
რაც შეეხება რობერტ სტურუას და მის მოხსნას რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობიდან (თუნდაც, როგორც ამბობენ, რომ მას ბოლო 10–15 წლის განმავლობაში არ დაუდგამს ისეთი დონის სპეკტაკლები, როგორსაც იცნობდა ქართველა და არამარტო ქართველი მაყურებელი...ისე გასათვალისწინებელია ის ეპოქალურ–პოლიტიკური კატაკლიზმებიც, რასაც ჰქონდა ადგილი საქართველოში...), ვთვლი, რომ ეს "დასჯა" იყო. ქსენოფობია მართლაც მიუღებელია (ნებისმიერი ადამიანისაგან და ნებისმიერი ერის მიმართ), მაგრამ ქსენოფობია, მაღალი ეშელონების წამბაძველობით, სამწუხაროდ,მართლაც მომძლავრებულია... ამჯერად სომეხ ერს არ ვგულისხმობ...
ჩვენს სასიქადულო ხელოვანებს რაც შეეხებათ, ნამდვილად სასიამოვნოა, თუკი ისინი ბევრნი იქნებიან, მითუფრო თუკი იკაშკაშებენ... ერთია, ხელმწიფის ნავში მსხდომთ არასდროს ივიწყებენ, უფრო სწორედ იმას, როგორ ხვდებიან ამ ნავში...
წერილი, როგორც ყოველთვის, აქტუალური – შესაბამისად, სადისკუსიო!..
ჩემი მოკრძალებული აზრით წერილის ავტორის მიერ "ვარსკვლავბიჭუნად" მონათლული და, სავარაუდოდ, "ვარსკვლავტკაცუნობისკენ" მიმავალი დავით მაღრაძე ისეთი პოეტი არ არის, ნობელის პრემიაზე წარსადგენი იყოს...(არც ჩვენი ჰიმნია დიდი რამე, მიუხედავად იმისა, გულზე ხელმიდებული რომ ისმენენ ხშირად ფრიად პატივცემული გვამები), მაგრამ ტექსტში კი ჩანს მისდამი ავტორის ანტიპათიის ანარეკლი...ეს ფაქტია!
რაც შეეხება რობერტ სტურუას და მის მოხსნას რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობიდან (თუნდაც, როგორც ამბობენ, რომ მას ბოლო 10–15 წლის განმავლობაში არ დაუდგამს ისეთი დონის სპეკტაკლები, როგორსაც იცნობდა ქართველა და არამარტო ქართველი მაყურებელი...ისე გასათვალისწინებელია ის ეპოქალურ–პოლიტიკური კატაკლიზმებიც, რასაც ჰქონდა ადგილი საქართველოში...), ვთვლი, რომ ეს "დასჯა" იყო. ქსენოფობია მართლაც მიუღებელია (ნებისმიერი ადამიანისაგან და ნებისმიერი ერის მიმართ), მაგრამ ქსენოფობია, მაღალი ეშელონების წამბაძველობით, სამწუხაროდ,მართლაც მომძლავრებულია... ამჯერად სომეხ ერს არ ვგულისხმობ...
ჩვენს სასიქადულო ხელოვანებს რაც შეეხებათ, ნამდვილად სასიამოვნოა, თუკი ისინი ბევრნი იქნებიან, მითუფრო თუკი იკაშკაშებენ... ერთია, ხელმწიფის ნავში მსხდომთ არასდროს ივიწყებენ, უფრო სწორედ იმას, როგორ ხვდებიან ამ ნავში...
წერილი, როგორც ყოველთვის, აქტუალური – შესაბამისად, სადისკუსიო!..
31. ზოგიერთმა ეტყობა კარგად ვერ გაიგო ჩემი პოზიცია...:) ვაკონკრეტებ...:) იმის თქმა მინდოდა რომ ასეთ ფაქტებს როცა პოლიტიკურ სარჩულს უდებენ ეს არ მომწონს მეთქი...:) ოპოზიცია თუ პოზიცია... ისაც ფაქტია რომ პრეზიდენტმა პირადი შეურაცხოფისთვის მოხსნა ეგ კაცი და მეტი არაფრისთვის... ეს რათქმაუნდა არც მე მომწონს და საერთოდ ჭკვიანი პრეზიდენტი რომ გვყავდეს, არ იქნება საზოგადოება ესე გახლეჩილი... წესით ის არც უნდა ჩაერიოს ხელოვანის საქმეში...თეატრი თვითონ უნდა ირჩევდეს თავის ხელმძღვანელს... თუმანიშვილს არასწორად მოექცნენ ...და მსგავს შემთხვევებში იგივე ემართებათ ხოლმე მაგის ჩამდენებს...ესაც ფაქტია ცხოვრების... მე ვნახე ლევან წულაძის ხანუმა და ძალიან მომეწონა...მაგაში ამერია მუზიკლი "ქეთო და კოტე", რომელიც ბათუმში გაიმართა...არ მინახავს მაგრამ რატომღაც მგონია რომ ცუდი არ იქნებოდა...ყოველ შემთხვევაში ნიჭიერი ხალხი ღებულობდა მონაწილეობას...:) დიდი პირადი სიმპატიები არ მაქვს სტურუასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ არასწორია მისი მოხსნა...ისევე როგორც არასწორია უამრავ შემთხვევაში ოპოზიცის მოქმედება... მე მგონი ყველაფერი ვთქი...გავედი ახლა...:) ზოგიერთმა ეტყობა კარგად ვერ გაიგო ჩემი პოზიცია...:) ვაკონკრეტებ...:) იმის თქმა მინდოდა რომ ასეთ ფაქტებს როცა პოლიტიკურ სარჩულს უდებენ ეს არ მომწონს მეთქი...:) ოპოზიცია თუ პოზიცია... ისაც ფაქტია რომ პრეზიდენტმა პირადი შეურაცხოფისთვის მოხსნა ეგ კაცი და მეტი არაფრისთვის... ეს რათქმაუნდა არც მე მომწონს და საერთოდ ჭკვიანი პრეზიდენტი რომ გვყავდეს, არ იქნება საზოგადოება ესე გახლეჩილი... წესით ის არც უნდა ჩაერიოს ხელოვანის საქმეში...თეატრი თვითონ უნდა ირჩევდეს თავის ხელმძღვანელს... თუმანიშვილს არასწორად მოექცნენ ...და მსგავს შემთხვევებში იგივე ემართებათ ხოლმე მაგის ჩამდენებს...ესაც ფაქტია ცხოვრების... მე ვნახე ლევან წულაძის ხანუმა და ძალიან მომეწონა...მაგაში ამერია მუზიკლი "ქეთო და კოტე", რომელიც ბათუმში გაიმართა...არ მინახავს მაგრამ რატომღაც მგონია რომ ცუდი არ იქნებოდა...ყოველ შემთხვევაში ნიჭიერი ხალხი ღებულობდა მონაწილეობას...:) დიდი პირადი სიმპატიები არ მაქვს სტურუასთან დაკავშირებით, მაგრამ ვთვლი, რომ არასწორია მისი მოხსნა...ისევე როგორც არასწორია უამრავ შემთხვევაში ოპოზიცის მოქმედება... მე მგონი ყველაფერი ვთქი...გავედი ახლა...:)
30. უმეტეს ნაწილში გეთანხმები ნინო, ერთს ვიტყვი მხოლოდ: 1.რამდენადაც ვიცი, რობერტ სტურუა პირველ რიგში მისი "ქსენოფობიური" განცხადებისა გამო გაათავისუფლეს, ყოველ შემთხვევაში, კულტურის მინისტრმა პირველ მიზეზად ეს დაასახელა და მე, პირადად, ეს მიზეზი არ მიმაჩნია სამართლიანად. 2. სტურუას ბოლო 15 წლის მანძილზე "არ შეუქმნია ერთი სპექტაკლიც კი, რომელიც თუნდაც 70-იან წლებში განხორციელებულ მისივე დადგმებს მიუახლოვდებოდა" - კი ბატონო, მაგრამ, ეს მის შედევრებთან შეიძლება იყოს შედარებით სუსტი სპექტაკლები და არა - ზოგადად. ისედაც, არ შეიძლება ადამიანს ნებისმიერ დარგში, ყოველთვის მწვერვალები ჰქონდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალიზმი (სტურუას შემთხვევაში), თავის საქმეს გააკეთებს. და კიდევ, ხომ შეიძლება, ყველა ვარსკვლავი ერთად კაშკაშებდეს ამ ქვეყანაში და არა - ამორჩევის პრინციპით... ცოდვა კი ყველას აქვს, ზოგს დიდი, ზოგს - მცირე, აი, ქვას ვინ ისვრის, ისაა საკითხავი... უმეტეს ნაწილში გეთანხმები ნინო, ერთს ვიტყვი მხოლოდ: 1.რამდენადაც ვიცი, რობერტ სტურუა პირველ რიგში მისი "ქსენოფობიური" განცხადებისა გამო გაათავისუფლეს, ყოველ შემთხვევაში, კულტურის მინისტრმა პირველ მიზეზად ეს დაასახელა და მე, პირადად, ეს მიზეზი არ მიმაჩნია სამართლიანად. 2. სტურუას ბოლო 15 წლის მანძილზე "არ შეუქმნია ერთი სპექტაკლიც კი, რომელიც თუნდაც 70-იან წლებში განხორციელებულ მისივე დადგმებს მიუახლოვდებოდა" - კი ბატონო, მაგრამ, ეს მის შედევრებთან შეიძლება იყოს შედარებით სუსტი სპექტაკლები და არა - ზოგადად. ისედაც, არ შეიძლება ადამიანს ნებისმიერ დარგში, ყოველთვის მწვერვალები ჰქონდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალიზმი (სტურუას შემთხვევაში), თავის საქმეს გააკეთებს. და კიდევ, ხომ შეიძლება, ყველა ვარსკვლავი ერთად კაშკაშებდეს ამ ქვეყანაში და არა - ამორჩევის პრინციპით... ცოდვა კი ყველას აქვს, ზოგს დიდი, ზოგს - მცირე, აი, ქვას ვინ ისვრის, ისაა საკითხავი...
29. აჰაა ესეიგი პოეტობა თუ გვინდა მასტერკლასებზე უნდა ვიაროთ? საინტერესოა...ახლა ბექა ახლაიას დავუკავშირდები...მე ვარ მაგის პროდიუსერი და რადგან ამ ბიჭმა(პოეტმა) კარგად იცის მასტერკლასები გავხსნით მასტერკლასების კურსებს...:D
იდეისთვის მადლობა. გადაგვეხადოს.:) აჰაა ესეიგი პოეტობა თუ გვინდა მასტერკლასებზე უნდა ვიაროთ? საინტერესოა...ახლა ბექა ახლაიას დავუკავშირდები...მე ვარ მაგის პროდიუსერი და რადგან ამ ბიჭმა(პოეტმა) კარგად იცის მასტერკლასები გავხსნით მასტერკლასების კურსებს...:D
იდეისთვის მადლობა. გადაგვეხადოს.:)
28. ძალიან მაინტერესებს ,ამ ბოლო ათწლეულში და კიდევ მანამდე ათწლეულში , რა ისეთი შემოქმედებიტი ზეობა ჰქონდა ვინმეს, რომ უფლება მოგვეცეს ღვარძლიტა და სიხარული გავიხსენოთ ვინმეს შეცდომა? ძალიან ცუდი ვინმეს შეცდომაა აქ ვს ჩადენილი , მერე რა ხდება ? ვწვდეთ ეხლა ყელში და მივახრჩოთ? რა ქრისტიანობაზე და მიტევებაზეა საუბარი, როცა სიხარულით ვიხსენებთ ადამიანების ჩადენილ ცუდ საქციელებს, ოღონდ ჩვენი ეს სიხარული გავამრთლოთ, რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, ხანდახან პლატონთან მეგობრობაზეც კი უარს ამბობენ, ასე რომ აცალეტ ადამიანებს მეგობრებვის არჩევა. ძალიან მაინტერესებს ,ამ ბოლო ათწლეულში და კიდევ მანამდე ათწლეულში , რა ისეთი შემოქმედებიტი ზეობა ჰქონდა ვინმეს, რომ უფლება მოგვეცეს ღვარძლიტა და სიხარული გავიხსენოთ ვინმეს შეცდომა? ძალიან ცუდი ვინმეს შეცდომაა აქ ვს ჩადენილი , მერე რა ხდება ? ვწვდეთ ეხლა ყელში და მივახრჩოთ? რა ქრისტიანობაზე და მიტევებაზეა საუბარი, როცა სიხარულით ვიხსენებთ ადამიანების ჩადენილ ცუდ საქციელებს, ოღონდ ჩვენი ეს სიხარული გავამრთლოთ, რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, ხანდახან პლატონთან მეგობრობაზეც კი უარს ამბობენ, ასე რომ აცალეტ ადამიანებს მეგობრებვის არჩევა.
27. კამპანელა - რა სიფერმკრთალეა :))
კამპანელა - რა სიფერმკრთალეა :))
26. მე არ ვიცი, რამდენად იცნობთ ამ საიტზე ქალბატონ ნინო დარბაისელს - ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე პოეტს და ერუდირებულ მკვლევარს, რომელთან ვირტუალური უთიერთობის ბედნიერება მოგეცათ, ამიტომ ბატონი ირაკლის ფამილარობა, შეზავებული სრულიად უსაფუძვლი კამათთან, ჩემთვის გაუგებარიცაა და მიუღებელიც.
თეა თაბაგარის გასაგონად კი მინდა ვთქვა: თუ თქვენ მართლა გსურთ ლექსები წეროთ, მიუხედავად თქვენი ფერმკრთალი შედეგებისა, ისარგებლეთ ქალბატონი ნინოს მასტერკლასებით! იგი ერთდროულად შესანიშნავი პოეტიცაა და ლექსის თეორეტიკოსიც... მერწმუნეთ, მასთან პოლემიკაში, და თანაც უარგუმენტოდ, შესვლა დამარცხების მეტს არაფერს მოგიტანთ! გამოიყენეთ შანსი ნამდვილ პოეთან შემომედებითი კონტაქტისა, რის საშუალებასაც კომპიუტერი გაძლევთ და ნუ აჰყვებით თნასწორობის ილუზიებს, რასაც ვირტუალური სივრცე ქმნის.. მე არ ვიცი, რამდენად იცნობთ ამ საიტზე ქალბატონ ნინო დარბაისელს - ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე პოეტს და ერუდირებულ მკვლევარს, რომელთან ვირტუალური უთიერთობის ბედნიერება მოგეცათ, ამიტომ ბატონი ირაკლის ფამილარობა, შეზავებული სრულიად უსაფუძვლი კამათთან, ჩემთვის გაუგებარიცაა და მიუღებელიც.
თეა თაბაგარის გასაგონად კი მინდა ვთქვა: თუ თქვენ მართლა გსურთ ლექსები წეროთ, მიუხედავად თქვენი ფერმკრთალი შედეგებისა, ისარგებლეთ ქალბატონი ნინოს მასტერკლასებით! იგი ერთდროულად შესანიშნავი პოეტიცაა და ლექსის თეორეტიკოსიც... მერწმუნეთ, მასთან პოლემიკაში, და თანაც უარგუმენტოდ, შესვლა დამარცხების მეტს არაფერს მოგიტანთ! გამოიყენეთ შანსი ნამდვილ პოეთან შემომედებითი კონტაქტისა, რის საშუალებასაც კომპიუტერი გაძლევთ და ნუ აჰყვებით თნასწორობის ილუზიებს, რასაც ვირტუალური სივრცე ქმნის..
25. ვერა, ვერ გავიგე ამ აგრესიული პოსტების მიზეზი, ნინო. თუმცა, არ მიკვირს, თქვენს ბოლოდროინდელ პუბლიცისტიკაშიც საკმაო აგრესიულობაა. (თუ არ ჩავთვლით ამ რამდენიმე დღის წინ დადებულ წერილს, რომელიც დღიურის ჩანაწერს უფრო ჰგავს).
მე ის მაკვირვებს, ამ განახევრებულ და მშიერ ქვეყანაში რომ ვარსკვლავების თუ ელექტრონათურების კაშკაში უხარია და სხვების მიერ დამსახურებულ-დაუმსახურებელი პრემიები ადარდებს მავანს ასე.
ვერა, ვერ გავიგე ამ აგრესიული პოსტების მიზეზი, ნინო. თუმცა, არ მიკვირს, თქვენს ბოლოდროინდელ პუბლიცისტიკაშიც საკმაო აგრესიულობაა. (თუ არ ჩავთვლით ამ რამდენიმე დღის წინ დადებულ წერილს, რომელიც დღიურის ჩანაწერს უფრო ჰგავს).
მე ის მაკვირვებს, ამ განახევრებულ და მშიერ ქვეყანაში რომ ვარსკვლავების თუ ელექტრონათურების კაშკაში უხარია და სხვების მიერ დამსახურებულ-დაუმსახურებელი პრემიები ადარდებს მავანს ასე.
24. ნინოო შენ გაქვს ბათუმში ჩასვლის და სპექტაკლზე დასწრების საშუალება?ღმერთმა მოგახმაროს, მაგრამ ადამიანი რას წერს კარგად დაუკვირდით და ნორმალური პასუხიც რო გასცეთ მე მგონი კარგი იქნება, და მერე პასუხის პასუხზე ნუ გაქვთ რაღაცნაირი რეაქციები...
ეს ასაკის მოშველიება კიდევ რაღაც მოდაში შემოვიდა ამ ხელოვნებაში...ვინმემ შეურაცხგყოთ?თუ რა ხდება? ნინოო შენ გაქვს ბათუმში ჩასვლის და სპექტაკლზე დასწრების საშუალება?ღმერთმა მოგახმაროს, მაგრამ ადამიანი რას წერს კარგად დაუკვირდით და ნორმალური პასუხიც რო გასცეთ მე მგონი კარგი იქნება, და მერე პასუხის პასუხზე ნუ გაქვთ რაღაცნაირი რეაქციები...
ეს ასაკის მოშველიება კიდევ რაღაც მოდაში შემოვიდა ამ ხელოვნებაში...ვინმემ შეურაცხგყოთ?თუ რა ხდება?
23. თეა თაბაგარო ძვირფასო! სად და როდის წაიკითხეთ ან მოისმინეთ ჩემი აზრი, რომ თითქოს ,, საქართველო ანთებული ვარსკვლავივით კაშკაშებს თავიდან ბოლომდე'' ' ან რაიმე, ამის მაგვარი მაინც? იქნებ მეც და სხვებსაც შეგვახსენოთ ასე, ხმამაღლა საკუთარ სიტყვებსა და წარმოსახვებს ეპაექრებით? საწყის ეტაპზე ამას ჯერ არა უჭირს, მაგრამ თუ გართულდა, ქრონიკულში გადასვლა იცის. ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგს იქნებ სხვაზე ნაკლები სიმძაფრით არ ვგრძნობდე.
რჩევები კი, ვინ როდის და როგორ მოიქცეს, ადამიანმა უმჯობესია, თავისთვის გამოიზოგოს. მაგალითად, უმარტივესით დაიწყოს, როგორ უნდა ესაუბრებოდეს მისი ასაკისა - გაცილებით უფროს ადამიანებს. გასაგებია? თეა თაბაგარო ძვირფასო! სად და როდის წაიკითხეთ ან მოისმინეთ ჩემი აზრი, რომ თითქოს ,, საქართველო ანთებული ვარსკვლავივით კაშკაშებს თავიდან ბოლომდე`` ` ან რაიმე, ამის მაგვარი მაინც? იქნებ მეც და სხვებსაც შეგვახსენოთ ასე, ხმამაღლა საკუთარ სიტყვებსა და წარმოსახვებს ეპაექრებით? საწყის ეტაპზე ამას ჯერ არა უჭირს, მაგრამ თუ გართულდა, ქრონიკულში გადასვლა იცის. ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგს იქნებ სხვაზე ნაკლები სიმძაფრით არ ვგრძნობდე.
რჩევები კი, ვინ როდის და როგორ მოიქცეს, ადამიანმა უმჯობესია, თავისთვის გამოიზოგოს. მაგალითად, უმარტივესით დაიწყოს, როგორ უნდა ესაუბრებოდეს მისი ასაკისა - გაცილებით უფროს ადამიანებს. გასაგებია?
22. ბესიკ ხარანაული ნობელის პრემის ღირსეულ კანდიდატად მიმაჩნია.
საკუთარი მამაც რომ მოეკლა, სტურუასთანა გენიალური რეჟისორი საქართველოს არ ჰყოლია. ბოლო წლებშიც ბრწყინვალე სპექტაკლებს დგამდა... აწი უკეთესებს დადგამს, ოღონდ სხვა სცენაზე.
დათო მაღრაძეს შიგადაშიგ აქვს კარგი ლექსები:)
სულ ამის თქმა მინდოდა:) ბესიკ ხარანაული ნობელის პრემის ღირსეულ კანდიდატად მიმაჩნია.
საკუთარი მამაც რომ მოეკლა, სტურუასთანა გენიალური რეჟისორი საქართველოს არ ჰყოლია. ბოლო წლებშიც ბრწყინვალე სპექტაკლებს დგამდა... აწი უკეთესებს დადგამს, ოღონდ სხვა სცენაზე.
დათო მაღრაძეს შიგადაშიგ აქვს კარგი ლექსები:)
სულ ამის თქმა მინდოდა:)
21. კი, ჩვენი ქვეყანაც ანთებული ვარსკვლავივით კაშკაშებს, თავიდან ბოლომდე, ნინო ძვირფასო! ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ოღონდ, ვინც ვიწრო ჭრილიდან ვიყურებით. თქვენნაირები ხედავენ, როგორც ჩანს...
მე არც მაღრაძის პოეზიის თაყვანისმცემლად და არც მის ადვოკატად გამოვდგები, მაგრამ შვეიცარიის საელჩოსთვის მიგემართათ ამ წერილით, აჯობებდა...
კი, ჩვენი ქვეყანაც ანთებული ვარსკვლავივით კაშკაშებს, თავიდან ბოლომდე, ნინო ძვირფასო! ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ოღონდ, ვინც ვიწრო ჭრილიდან ვიყურებით. თქვენნაირები ხედავენ, როგორც ჩანს...
მე არც მაღრაძის პოეზიის თაყვანისმცემლად და არც მის ადვოკატად გამოვდგები, მაგრამ შვეიცარიის საელჩოსთვის მიგემართათ ამ წერილით, აჯობებდა...
20. მაღრაძეს ჰიმდი ისე ეკუთვნის როგორც მე...ეგ ისეთი პონტია...ნოდარა დუმბაძის "მე ვხედავ მზე"_ში რაიონის პოეტი რო გამოვა და თავის ლექსს კითხულობსო და აკაკის ლექსს რო მოსცხებს და ბოლო სტრიქონში მთავრდება...
"ასე ამბობდა აკაკი, მის კალამს ვენაცვალეო." :)):))
სტურუაც არაა მთლა ანგელოზი... მაღრაძეს ჰიმდი ისე ეკუთვნის როგორც მე...ეგ ისეთი პონტია...ნოდარა დუმბაძის "მე ვხედავ მზე"_ში რაიონის პოეტი რო გამოვა და თავის ლექსს კითხულობსო და აკაკის ლექსს რო მოსცხებს და ბოლო სტრიქონში მთავრდება...
"ასე ამბობდა აკაკი, მის კალამს ვენაცვალეო." :)):))
სტურუაც არაა მთლა ანგელოზი...
19. სხვათა შორის, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, თავისი მოწაფეებისაგან (რ.სტურუა, თ.ჩხეიძე) გაძევებული რუსთაველის თეატრიდან, აურზაურისა და ხმაურის გარეშე წავიდა! მისსავე გაზრდილ ახალთაობასთან ერთად მან შექმნა კინომსახიობთა თეატრი და არაერთი ბრწყინვალე სპექტაკლით დაამტკიცა, რომ მართლაც დიდი რეჟისორი იყო!
პ.ს. ძალიან სასაცილოა ისეთი პოეტის შურიანობაში ბრალდება მაღრაძის მიმართ, როგორიც ქალბატონი ნინო დარბაისელია , ხოლო საგარეუბნო მასშტაბის მთხზველის - მაღრაძის ნომინანტობა ნობელზე ქართული ყოყლოჩინა პროვინციალიზმის მწვერვალია! სხვათა შორის, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, თავისი მოწაფეებისაგან (რ.სტურუა, თ.ჩხეიძე) გაძევებული რუსთაველის თეატრიდან, აურზაურისა და ხმაურის გარეშე წავიდა! მისსავე გაზრდილ ახალთაობასთან ერთად მან შექმნა კინომსახიობთა თეატრი და არაერთი ბრწყინვალე სპექტაკლით დაამტკიცა, რომ მართლაც დიდი რეჟისორი იყო!
პ.ს. ძალიან სასაცილოა ისეთი პოეტის შურიანობაში ბრალდება მაღრაძის მიმართ, როგორიც ქალბატონი ნინო დარბაისელია , ხოლო საგარეუბნო მასშტაბის მთხზველის - მაღრაძის ნომინანტობა ნობელზე ქართული ყოყლოჩინა პროვინციალიზმის მწვერვალია!
18. ვთანხმობ, ქალბატონ ნინოს.
მაღრაძე არ არის ის პოეტი , ნობელის პრემიაზე რომ იბრძოლოს.აქვე განვმარტავ, მან ათარგმნინა იტალიურ გამომცემლობაში ლექსები და მასვე წარადგენინა.
ასე რომ, ეს წარდგინება არ არის ქართველი საზოგადოების ძალისხმევით. ასეთი სახით, ნობელისთვის ბრძოლა,(თუ იკადრებს), შეუძლია ნებისმიერ სიკინჭილაშვილს.
წარდგენა არ ნიშნავს გამარჯვებას, ამის კრიტიკა, კიდევ, არ ნიშნავს შურს სტატიის ავტორისაგან.
რაც შეეხება ჰიმნს, კომისიაზე მოწონებული იქნა თუშიშვილის მუსიკაზე შექმნილი, ...მაინც დაუფასდა იარაღის სროლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.(ისე როგორც, ბევრს, დღესაც).
სტურუაც იგივე კასტიდანაა, უდავოდ, დიდი რეჟისორია, მაგრამ კოსმოპოლიტი.
ამიტომაც, ედებილა ,,ვეფხისტყაოსანი"
ამიტომაც, ეროვნული ცნობიერებისათვის, გაყარა თეატრიდან იზა, ლია გუდაძე, ელენე საყვარელიძე,აკაკი ხიდაშელი---ყველაზე აქტიურ შემოქმედებით ასაკში დარჩნენ ქუჩაში,
თუმცა, ნამდვილად ვუთანაუგრძნობ, იგივე რომ დაემართა.
რაც შეეხება, ,,დღევანდელი ვარსკვლავების კაშკაშს", ეს ცოტა სადავო თემაა, დღევანდელობას შექსპირის 66-ე სონეტი პასუხობს კარგად. ვთანხმობ, ქალბატონ ნინოს.
მაღრაძე არ არის ის პოეტი , ნობელის პრემიაზე რომ იბრძოლოს.აქვე განვმარტავ, მან ათარგმნინა იტალიურ გამომცემლობაში ლექსები და მასვე წარადგენინა.
ასე რომ, ეს წარდგინება არ არის ქართველი საზოგადოების ძალისხმევით. ასეთი სახით, ნობელისთვის ბრძოლა,(თუ იკადრებს), შეუძლია ნებისმიერ სიკინჭილაშვილს.
წარდგენა არ ნიშნავს გამარჯვებას, ამის კრიტიკა, კიდევ, არ ნიშნავს შურს სტატიის ავტორისაგან.
რაც შეეხება ჰიმნს, კომისიაზე მოწონებული იქნა თუშიშვილის მუსიკაზე შექმნილი, ...მაინც დაუფასდა იარაღის სროლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.(ისე როგორც, ბევრს, დღესაც).
სტურუაც იგივე კასტიდანაა, უდავოდ, დიდი რეჟისორია, მაგრამ კოსმოპოლიტი.
ამიტომაც, ედებილა ,,ვეფხისტყაოსანი"
ამიტომაც, ეროვნული ცნობიერებისათვის, გაყარა თეატრიდან იზა, ლია გუდაძე, ელენე საყვარელიძე,აკაკი ხიდაშელი---ყველაზე აქტიურ შემოქმედებით ასაკში დარჩნენ ქუჩაში,
თუმცა, ნამდვილად ვუთანაუგრძნობ, იგივე რომ დაემართა.
რაც შეეხება, ,,დღევანდელი ვარსკვლავების კაშკაშს", ეს ცოტა სადავო თემაა, დღევანდელობას შექსპირის 66-ე სონეტი პასუხობს კარგად.
17. ისე, თუმანიშვილიც დაახლოებით მასე მოექცა ხორავას და ვასაძეს (მათზე იყო აგებული ძირითადად თეატრის რეპერტუარი), ეგ საჭირო იყო. თაობათა ცვლა, ისეთ შეკრულ ორგანიზმში, როგორიც თეატრია, არ არის უმტკივნეულო პროცესი, თუმცა საჭიროა, თუმანიშვილი ჭკვიანი კაცი იყო, ეგ კარგად იცოდა. ისე, თუმანიშვილიც დაახლოებით მასე მოექცა ხორავას და ვასაძეს (მათზე იყო აგებული ძირითადად თეატრის რეპერტუარი), ეგ საჭირო იყო. თაობათა ცვლა, ისეთ შეკრულ ორგანიზმში, როგორიც თეატრია, არ არის უმტკივნეულო პროცესი, თუმცა საჭიროა, თუმანიშვილი ჭკვიანი კაცი იყო, ეგ კარგად იცოდა.
16. როგორ მოექცა რობერტ სტურუა საკუთარ მასწავლებელს მიხეილ თუმანიშვილს, როცა იგი თეატრიდან გააძევა, ასევე თანამშრომლებს, იზა გიგოშვილსა და სხვებს, შევარდნაძის დაბრუნების შემდგომ... ეს ფაქტია და ბევრს ახსოვს...:) მუზიკლი "ქეთო და კოტე"...არაჩვეულებრივია...:)
ბრეგვაძე, ბურჭულაძე, ათანელი, ანანიაშვილი, სუხიშვილები... ესაც ნამდვილად Dღევანდელი ჩვენი კულტურააა....
რობერტ სტურუაც ქუხდა ერთ დროს...ამ ბოლო წლებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია თეატრში...:) ეს ფაქტებია...და ავტორი აშკარად არ ტყუის ამაში... პოლიტიკოსები რა სარჩულებს დაადებენ ამას იქედან თუ აქედან, ეგ აღარ ვიცი უკვე...:) როგორ მოექცა რობერტ სტურუა საკუთარ მასწავლებელს მიხეილ თუმანიშვილს, როცა იგი თეატრიდან გააძევა, ასევე თანამშრომლებს, იზა გიგოშვილსა და სხვებს, შევარდნაძის დაბრუნების შემდგომ... ეს ფაქტია და ბევრს ახსოვს...:) მუზიკლი "ქეთო და კოტე"...არაჩვეულებრივია...:)
ბრეგვაძე, ბურჭულაძე, ათანელი, ანანიაშვილი, სუხიშვილები... ესაც ნამდვილად Dღევანდელი ჩვენი კულტურააა....
რობერტ სტურუაც ქუხდა ერთ დროს...ამ ბოლო წლებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია თეატრში...:) ეს ფაქტებია...და ავტორი აშკარად არ ტყუის ამაში... პოლიტიკოსები რა სარჩულებს დაადებენ ამას იქედან თუ აქედან, ეგ აღარ ვიცი უკვე...:)
15. და დავითა ეუმრწემესძმაკაცებოდა(რა სიტყვა გავაძრე :D ) ვახუშტის მგონი. და დავითა ეუმრწემესძმაკაცებოდა(რა სიტყვა გავაძრე :D ) ვახუშტის მგონი.
14. თანხმობა!
პ.ს.ისე, ვახუშტი კოტეტიშვილის "დამსახურებაცაა" დღეს ჰიმნის ეს ტექსტი რომ გვაქვს, ეგ იყო შემრჩევი კომისიის თავმჯდომარე, თუ სწორად მახსოვს.
5! თანხმობა!
პ.ს.ისე, ვახუშტი კოტეტიშვილის "დამსახურებაცაა" დღეს ჰიმნის ეს ტექსტი რომ გვაქვს, ეგ იყო შემრჩევი კომისიის თავმჯდომარე, თუ სწორად მახსოვს.
5!
13. ასე რად გაგჭირვებიათ გზის გაგნება ქართულ კულტურულ სივრცეში, თეა თაბაგარო ძვირფასო! სხვა ერებს იქნებ ჩვენზე დიდად მოკაშკაშე ვარსკვლავებიც ჰყავდეთ და ღმერთმა ყველას უმრავლოს! ბრეგვაძე, ბურჭულაძე, ათანელი, ანანიაშვილი, სუხიშვილები... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ! იქნებ ესენი კაშკაშა ვარკვლავებად არ მიგაჩნიათ და სხვა უკეთესები გეგულებათ ჩვენში, სადმე მიმალული. გაგვიზიარეთ ეგ საიდუმლო, ამით მხოლოდ გაგვახარებთ. ბათუმში ჩასვლის და სპექტაკლზე დასწრების საშუალება არა გაქვთ? - ამასაც ალბათ ეშველება, სულ მალე თბილისში ნახვასაც შესძლებთ, ტყუილად იმედს ნუკი გადაიწურავთ! ხოლო თუ ვინმე განგებ თვალს დახუჭავს ან შური დააბრმავებს, გარეთ მოკაშკაშე ვარსკვლავებს კი არა, მხოლოდ საკუთარ თავში დაბუდებულ წყვდიადს დაინახავს. ასე რად გაგჭირვებიათ გზის გაგნება ქართულ კულტურულ სივრცეში, თეა თაბაგარო ძვირფასო! სხვა ერებს იქნებ ჩვენზე დიდად მოკაშკაშე ვარსკვლავებიც ჰყავდეთ და ღმერთმა ყველას უმრავლოს! ბრეგვაძე, ბურჭულაძე, ათანელი, ანანიაშვილი, სუხიშვილები... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ! იქნებ ესენი კაშკაშა ვარკვლავებად არ მიგაჩნიათ და სხვა უკეთესები გეგულებათ ჩვენში, სადმე მიმალული. გაგვიზიარეთ ეგ საიდუმლო, ამით მხოლოდ გაგვახარებთ. ბათუმში ჩასვლის და სპექტაკლზე დასწრების საშუალება არა გაქვთ? - ამასაც ალბათ ეშველება, სულ მალე თბილისში ნახვასაც შესძლებთ, ტყუილად იმედს ნუკი გადაიწურავთ! ხოლო თუ ვინმე განგებ თვალს დახუჭავს ან შური დააბრმავებს, გარეთ მოკაშკაშე ვარსკვლავებს კი არა, მხოლოდ საკუთარ თავში დაბუდებულ წყვდიადს დაინახავს.
12. ''ასეა, როცა სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავები კაშკაშებენ'' ვაი:)) ვინმემ, მეც მანახეთ ეგ სცენა რომელია. ვეძებ, რა ხანია... თქვენ იცით სადაა?
``ასეა, როცა სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავები კაშკაშებენ`` ვაი:)) ვინმემ, მეც მანახეთ ეგ სცენა რომელია. ვეძებ, რა ხანია... თქვენ იცით სადაა?
11. თანხმობა წერილს ორივე ხელით და ა.შ... თანხმობა წერილს ორივე ხელით და ა.შ...
10. ნობელის პრემიაზე დათო მაღრაძის გარდა წარდგენილია ბესიკ ხარანაული. მაღრაძე შვეიცარიამ წარადგინა, ხარანაული საქართველომ. ნობელის პრემიაზე დათო მაღრაძის გარდა წარდგენილია ბესიკ ხარანაული. მაღრაძე შვეიცარიამ წარადგინა, ხარანაული საქართველომ.
9. მაღრაძე ნობელის ნომინანტი??? თქვენ, რა,შაყირობთ?
მაღრაძე ნობელის ნომინანტი??? თქვენ, რა,შაყირობთ?
8. რაკი მაინც პასუხს მოელით, ისევ მოკლედ და სერიოზულად გიპასუხებთ. ნობელის პრემია თანამედროვე ქართველი პოეტებიდან, ჩემი ფიქრით, არავის ეკუთვნის. პროზაიკოსებიდან - ეკუთვნის ჭაბუა ამირეჯიბს, გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებისათვის ,, დათა თუთაშხია'', მაგრამ ვერ მიიღებს,( ან ვერ მიიღო ), რადგან პიროვნულად ვერ შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპრემიოდ წარდგენილი ნაწარმოების ავტორი (ჰუმანისტი). (სუბიექტურად - გამიხარდებოდა, ჩემი საყვარელი ოთარ ჭილაძე რომ გამხდარიყო ამ პრიზის მფლობელი, მაგრამ არ მგონია, ეს სუბიექტური აზრი სხვისთვის საინტერესო იყოს) რაკი მაინც პასუხს მოელით, ისევ მოკლედ და სერიოზულად გიპასუხებთ. ნობელის პრემია თანამედროვე ქართველი პოეტებიდან, ჩემი ფიქრით, არავის ეკუთვნის. პროზაიკოსებიდან - ეკუთვნის ჭაბუა ამირეჯიბს, გასული საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებისათვის ,, დათა თუთაშხია``, მაგრამ ვერ მიიღებს,( ან ვერ მიიღო ), რადგან პიროვნულად ვერ შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპრემიოდ წარდგენილი ნაწარმოების ავტორი (ჰუმანისტი). (სუბიექტურად - გამიხარდებოდა, ჩემი საყვარელი ოთარ ჭილაძე რომ გამხდარიყო ამ პრიზის მფლობელი, მაგრამ არ მგონია, ეს სუბიექტური აზრი სხვისთვის საინტერესო იყოს)
7. და თქვენ ეგ კაშკაში მოგეწონათ:)? და კიდევ ადამიანისთვის კარგი , ფულადი ანაზღაურების გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს ის რაც ადამიანის სულს ალამაზებს, და ვერაფერი ვერ ვნაზე მე თქვენ წერლილში ერის სატკივარით სავსე და ზუსტად ეგ გიტხარით, ჩემი საქმე არ არი როგორც გინდა ისე სწერეთ, კეთილმოსურნევარ თუ ვითომ , ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა , როცა ადამიანი მაინც ყოველტვის მარტლად თვლის თავს. "ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ თქვენს სიტყვებზე სერიოზული პასუხი სასაცილო იქნებოდა" შეგიძლიათ არასერიოზული პასუხი გასცეთ და თქვენ ეგ კაშკაში მოგეწონათ:)? და კიდევ ადამიანისთვის კარგი , ფულადი ანაზღაურების გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს ის რაც ადამიანის სულს ალამაზებს, და ვერაფერი ვერ ვნაზე მე თქვენ წერლილში ერის სატკივარით სავსე და ზუსტად ეგ გიტხარით, ჩემი საქმე არ არი როგორც გინდა ისე სწერეთ, კეთილმოსურნევარ თუ ვითომ , ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა , როცა ადამიანი მაინც ყოველტვის მარტლად თვლის თავს. "ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ თქვენს სიტყვებზე სერიოზული პასუხი სასაცილო იქნებოდა" შეგიძლიათ არასერიოზული პასუხი გასცეთ
6. ჰარირამა ძვირფასო! წერილს თუ მეტი ყურადღებით წაიკითხავდით და დაუფიქრდებოდით ციტირებულ სიტყვებს, ადვილად დაინახავდით, რამაც ამაღელვა. ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი და სხვები ქმნიან იმ კულტურულ სივრცეს, რომელსაც თავს მივაკუთვნებ, რომელიც მიყვარს და მეამაყება, როგორც ქართველს, მათ შორის მუდამ მეგულებოდა ბატონი რობერტ სტურუა, რომლის სპექტაკლებმაც ჩემს პიროვნებად ფორმირებას, თავის დროზე დიდად შეუწყო ხელი და ამ მხრივ მე გამონაკლისი როდი ვარ. დღეს მისი .... არც ვიცი რა დავარქვა, კლიშე გავიმეორო თუ სახელი შევურჩიო, გულსაკლავია! მოკლედ, ერთი მხრით მახარებს, ქართული თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების ბრწყინვალე თანავარკვლავედი, გაერთიანებული ძალით რომ კაშკაშებს სცენაზე, მეორე მხრივ არ შეიძლება არ მაფიქრებდეს და არ მაშფოთებდეს, რაც დღეს მეორე პოლუსზე ხდება: ხელოვანთა და ზოგადად კუკლტურის წარმომადგენელთა შური, ღვარძლი, დაუნახაობა... ყოველივე, რაც გასცდა სახელოვნებო სივრცეს და საცაა, ქუჩაში გადაინაცვლებს. ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ თქვენს სიტყვებზე სერიოზული პასუხი სასაცილო იქნებოდა. თქვენს რჩევას კი, როგორ ვწერო პუბლიცისტური კრიტიკული ხასიათის ტექსტები, სამწუხაროდ ვერ გავიზიარებ. რა დროს იმაზე ფიქრია, თუ რა იქნება უკეთესი ჩემთვის, როცა ქვეყნის სატკივარი მალაპარაკებს? ან რას ნიშნავს ,,უკეთესი ჩემთვის''? ამ საქმიანობით რაიმე ფულად ანაზღაურებას ველი, თანამდებობას, სახელის მოხვეჭას თუ ჩინ-მედლებს? ვინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ არ იცოდეს, ეს ყოველივე ჩვენს მშვენიერ სამშობლოში სწორედ იმის საპირისპირო, მოხავერდებული გზით მოიპოვებოდა და მოიპოვება, რომელსაც მე ვადგავარ? ხოლო მე არ მომაკლდება და არც მომკლებია, ერთი მხრით , მართლა თუ ვითომ კეთილმოსურნეთა ნაირ-ნაირი რჩევა- გაფრთხილებანი, მეორე მხრით კი ოპონენტთა და მათ თანამოაზრეთა კილვა და კილვაზე მეტი და კილვაზე მეტზე მეტი და ა.შ ჰარირამა ძვირფასო! წერილს თუ მეტი ყურადღებით წაიკითხავდით და დაუფიქრდებოდით ციტირებულ სიტყვებს, ადვილად დაინახავდით, რამაც ამაღელვა. ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი და სხვები ქმნიან იმ კულტურულ სივრცეს, რომელსაც თავს მივაკუთვნებ, რომელიც მიყვარს და მეამაყება, როგორც ქართველს, მათ შორის მუდამ მეგულებოდა ბატონი რობერტ სტურუა, რომლის სპექტაკლებმაც ჩემს პიროვნებად ფორმირებას, თავის დროზე დიდად შეუწყო ხელი და ამ მხრივ მე გამონაკლისი როდი ვარ. დღეს მისი .... არც ვიცი რა დავარქვა, კლიშე გავიმეორო თუ სახელი შევურჩიო, გულსაკლავია! მოკლედ, ერთი მხრით მახარებს, ქართული თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების ბრწყინვალე თანავარკვლავედი, გაერთიანებული ძალით რომ კაშკაშებს სცენაზე, მეორე მხრივ არ შეიძლება არ მაფიქრებდეს და არ მაშფოთებდეს, რაც დღეს მეორე პოლუსზე ხდება: ხელოვანთა და ზოგადად კუკლტურის წარმომადგენელთა შური, ღვარძლი, დაუნახაობა... ყოველივე, რაც გასცდა სახელოვნებო სივრცეს და საცაა, ქუჩაში გადაინაცვლებს. ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ თქვენს სიტყვებზე სერიოზული პასუხი სასაცილო იქნებოდა. თქვენს რჩევას კი, როგორ ვწერო პუბლიცისტური კრიტიკული ხასიათის ტექსტები, სამწუხაროდ ვერ გავიზიარებ. რა დროს იმაზე ფიქრია, თუ რა იქნება უკეთესი ჩემთვის, როცა ქვეყნის სატკივარი მალაპარაკებს? ან რას ნიშნავს ,,უკეთესი ჩემთვის``? ამ საქმიანობით რაიმე ფულად ანაზღაურებას ველი, თანამდებობას, სახელის მოხვეჭას თუ ჩინ-მედლებს? ვინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ არ იცოდეს, ეს ყოველივე ჩვენს მშვენიერ სამშობლოში სწორედ იმის საპირისპირო, მოხავერდებული გზით მოიპოვებოდა და მოიპოვება, რომელსაც მე ვადგავარ? ხოლო მე არ მომაკლდება და არც მომკლებია, ერთი მხრით , მართლა თუ ვითომ კეთილმოსურნეთა ნაირ-ნაირი რჩევა- გაფრთხილებანი, მეორე მხრით კი ოპონენტთა და მათ თანამოაზრეთა კილვა და კილვაზე მეტი და კილვაზე მეტზე მეტი და ა.შ
5. არ მომეწონა, ის შურიანობა, რაც სიტყვებს შორის სჩანს. ის რომ კარგად წერა შეგიძლიათ, არ ნიშნავს რომ თქვენი ბაგეები ჭეშმარიტებას ღაღადებენ, რისთვისაა დაწერილი ეს ყველაფერი? რამ აგაღელვათ? იმან რომ მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს, თუ იმან რომ თქვენ არ წარგადგინეს იგივე პრემიაზე? ჩემი რჩევაა , თუ რამეს წერთ იმაზე რაც გაწუხებთ, ეცადოთ ღვარძლი და შური ნაკლები გაურიოთ ან საერთოდ ნუ გაურევთ ასე უფრო უკეტესი იქნება, პირველ რიგში თქვენთვის. არ მომეწონა, ის შურიანობა, რაც სიტყვებს შორის სჩანს. ის რომ კარგად წერა შეგიძლიათ, არ ნიშნავს რომ თქვენი ბაგეები ჭეშმარიტებას ღაღადებენ, რისთვისაა დაწერილი ეს ყველაფერი? რამ აგაღელვათ? იმან რომ მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს, თუ იმან რომ თქვენ არ წარგადგინეს იგივე პრემიაზე? ჩემი რჩევაა , თუ რამეს წერთ იმაზე რაც გაწუხებთ, ეცადოთ ღვარძლი და შური ნაკლები გაურიოთ ან საერთოდ ნუ გაურევთ ასე უფრო უკეტესი იქნება, პირველ რიგში თქვენთვის.
4. მომეწონა პოსტი.... მომეწონა პოსტი....
3. მთავარი აქ სხვაა - სეირის მოლოდინი. მთავარი აქ სხვაა - სეირის მოლოდინი.
2. ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5
3 სექტემბერი, 2011 ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5
3 სექტემბერი, 2011
1. გული დამწყდა ახლა ამ ამბებზე და რაღაც სინანულით ჩამეღიმა :) გული დამწყდა ახლა ამ ამბებზე და რაღაც სინანულით ჩამეღიმა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|