ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მგოს_ანა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2011


მას შემდეგ

შეიცვალა ჩემი სისხლის ქიმიური ფორმულა,
მას  შემდეგ რაც გატაცება შენი სახით მოსულა.
დავდივარ და ვმეტყველებ ახლა მე ქაოსურად.
შეიცვალა ჩემი სისხლის  ფორმულა ქიმიური,
რაც ეს გრძნობა დამატეხე, ლამაზი და ღვთიური,
მომეძალა, მომეჭარბა სისხლში ენდორფინები,
მე ასე თუ გავაგრძელებ, სჩანს მართლა გავფრინდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები