თითქოს ღამეებმა გაიარა, დღე კი უნდა იყოს უკვე მუდამ, მაგრამ სიბნელეში შეჩვეული, ისევ წყვდიადისკენ წასვლა მსურდა.
ხანმა გადალახა მოგონება იქნებ გამიაროს მწუხარებამ, მაგრამ უჰაერო სივრცეში ვარ, გრძნობამ მიღალატა თუ განგებამ?
ალბათ ღვთაებრივი წუთებია, როცა გატრიალებს საქანელა, მაგრამ უბედური რომ არ ვიყო, ძალის აღარ შემწევს დატანება.
ცოდვა ყველას გვაქვს და ადვილია, ყველამ გადაწყვიტოს სხვისი ბედი, თითქოს ცხოვრება რომ წარმართია, არვის არ ეხება ჩემზე მეტი.
აღარ დაიწყება არაფერი, გულის ცემის ისმის უკვე კლებაც, ჩვენ კი მაშინ ვნანობთ დანაშაულს, როცა ვეღარ ვუძლებთ მონატრებას.
თითქოს ღამეებმა გაიარა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს ჩემი ფსევდონიმია, თუ შეიძლება ასე ეწოდოს. :) მადლობა კრიტიკისთვის, უფრო მეტ სიმკაცრეს ველი. ეს ჩემი ფსევდონიმია, თუ შეიძლება ასე ეწოდოს. :) მადლობა კრიტიკისთვის, უფრო მეტ სიმკაცრეს ველი.
9. ''თითქოს ცხოვრება რომ წარმართია, არვის არ ეხება ჩემზე მეტი'' - ეს ვერ გავიგე.
მთლიანობაში არაუშავს.
``თითქოს ცხოვრება რომ წარმართია, არვის არ ეხება ჩემზე მეტი`` - ეს ვერ გავიგე.
მთლიანობაში არაუშავს.
8. იქნებ დღემ გაიარა..
ნწ იქნებ დღემ გაიარა..
ნწ
5. დავარქვათ და მე საფიხვნოს თავში დავჯდები კომბლით და ნაბდით...
:D დავარქვათ და მე საფიხვნოს თავში დავჯდები კომბლით და ნაბდით...
:D
4. დედაა რამდენი ხართ ეს ჭელიძეები...ისე ურაკის ერთ უბანს საჭელიძეო რო დაერქვას რავარი იქნება ჰაა?:))
მოგიკითხე უცნობო მეგობაარო...:) დედაა რამდენი ხართ ეს ჭელიძეები...ისე ურაკის ერთ უბანს საჭელიძეო რო დაერქვას რავარი იქნება ჰაა?:))
მოგიკითხე უცნობო მეგობაარო...:)
3. იგივე კითხვით მოგმართავთ:) კიდევ ერთი მოგვარე :)
გავმრავლდეთ:) იგივე კითხვით მოგმართავთ:) კიდევ ერთი მოგვარე :)
გავმრავლდეთ:)
2. რომელი კუთხის შვილი ხარ, მოგვარე? .. :) რომელი კუთხის შვილი ხარ, მოგვარე? .. :)
1. ნიჭიერები ხართ ეს ჭელიძეები. ნიჭიერები ხართ ეს ჭელიძეები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|