ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2011


შეყვარებული კაცის თვალები

შეყვარებული კაცის თვალები


ისევ აევსო გრძნობის ფიალა
და აეშალა აზრი,
გულმა გონებას გადაუარა
და მოიტოვა წამით:
მისთვის სხვა მერი აღარ არსებობს
და ,,სიყვარულის საგანს''
კაცი სიეშხით ისე შესცქერის,
როგორც რუსთველი თამარს.
ბევრი გამოცდა გამოუვლია
დაბადებიდან დღემდე,
ბევრჯერაც გრძნობა დაუფლებია,
მაგრამ არც ერთხელ ასე.
უყვარდა ბაღში,
შემდეგ სკოლაში,
თხემით ტერფამდე უყვარს,
უყვარს და მალე საუკუნისას
ერთნახევარსაც დასძლევს.
თავის ასაკის მიუხედავად,
გრძნობებს ფურცელზე ხატავს,
ქაღალდს არ ძალუძს რაიმეს რჩევა,
ინახავს მხოლოდ განცდებს.
კაცს სწამს, ქაღალდი არ უღალატებს,
ის ხომ ყველაფერს იტევს,
ზოგჯერ სიყვარულს მალვა სჭირდება,
კაცმა კი,დროა,გასცეს!
რა საჭიროა გრძნობის დამალვა?
- მზერა უსიტყვოდ ამბობს,
შეყვარებული კაცის თვალები
იმ ქალს ხომ დღესაც ახსოვს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები